წვდომის მენიუ

ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე

ნომერი: 661 / 13

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 24, 2014 15:05

მიღების თარიღი ნოემბერი 28, 2014

დგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად  ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების  მინიჭების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ ანალოგური მიწისზედა ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლა სახელმწიფო მნიშვნელობის ფართომასშტაბიან რეფორმას წარმოადგენს, რომელიც ჟენევის 2006 წლის GE06 ხელშეკრულების ფარგლებში საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) წევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს  საერთაშორისო ვალდებულებას წარმოადგენს. მოცემული ხელშეკრულების ხელმოწერით,  საქართველოს მთავრობამ განსაზღვრა ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი  მიმართულებები, რომლის შესაბამისადაც შემუშავდა საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 10 თებერვლის N206 განკარგულებით მოწონებული  „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა და შესაბამისი რეკომენდაციები“.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის 20 თებერვალს მიღებულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონი, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 27 თებერვალს  (სარეგისტრაციო კოდი 320110000.05.001.017341). აღნიშნული კანონის მე-2 მუხლი მე-8 პუნქტით განისაზღვრა კომისიის ვალდებულება, მოთხოვნის შემთხვევაში, ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის ფორმირებისათვის,  ადგილობრივ საეთერო ტელემაუწყებლებს უსასყიდლოდ მიანიჭოს საჭირო რადიოსიხშირული რესურსი 2015 წლის 17 ივნისისთვის მათი სამაუწყებლო ლიცენზიებით განსაზღვრული არეალის შენარჩუნებით, 10 წლის ვადით. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტით  განისაზღვრა, რომ კანონის მე-8 პუნქტის მოთხოვნათა შესასრულებლად კომისიამ იხელმძღვანელოს „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამისი რეკომენდაციების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებით მოწონებული სამოქმედო გეგმით.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებით მოწონებული სამოქმედო გეგმით  განსაზღვრულია,  რომ თუ ადგილობრივ ზონაში ფუნქციონირებს ერთზე მეტი ადგილობრივი  საეთერო ტელემაუწყებელი, რომელთაც სურვილი აქვთ უზრუნველყონ ადგილობრივი მულტიპლექს პლატფორმის ფორმირება, კომისია ვალდებულია  რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლება უსასყიდლოდ და ღია კონკურსის გარეშე მიანიჭოს არსებულ ადგილობრივ საეთერო მაუწყებელთა ნებაყოფლობით გაერთიანებას, მისი ფორმირებისა და კომისიაში შესაბამისი განაცხადის  წარდგენის  შემთხვევაში. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ადგილობრივ ზონაში ჩამოყალიბდა ერთზე მეტი გაერთიანება (და/ან რომელიმე ადგილობრივი საეთერო მაუწყებელი, მისი სურვილის მიუხედავად,  ვერ გაერთიანდა შესაბამის ადგილობრივ მაუწყებელთა გაერთიანებაში) კომისია ვალდებულია, ღია კონკურსის წესით  განახორციელოს  ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის/მულტიპლექს პლატფორმის ფორმირებისათვის საჭირო რადიოსიხშირული რესურსის გაცემა.

            საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებით მოწონებული სამოქმედო გეგმით ასევე განსაზღვრულია, რომ ადგილობრივი მაუწყებლების ინტერესების გათვალისწინებით, ადგილობრივი ციფრული მიწისზედა ქსელების ფორმირებისათვის გამოყენებული იქნება  VHF III სიხშირულ დიაპაზონში არსებული რადიოსიხშირული რესურსი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი ციფრული სამაუწყებლო ზონის ფარგლებში  VHF III დიაპაზონში ხელმისაწვდომი სიხშირეები არასაკმარისი იქნება ოპტიმალური ადგილობრივი მულტიპლექს პლატფორმების ფორმირებისათვის და შესაბამის ციფრულ სამაუწყებლო ზონაში არსებობს თავისუფალი UHF რესურსი, დამატებით  გამოყენებული იქნება 470-694 მჰც დიაპაზონში არსებული შესაბამისი რესურსი, ისევე როგორც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს VHF III დიაპაზონში ჟენევა–06 გეგმით  გაუთვალისწინებელი სატელევიზიო არხები, თუმცა ERP-ის  (ეფექტურად გამოსხივებული სიმძლავრე) ისეთი მნიშვნელობებით, რომლებიც თეორიული გათვლებით არ ქმნიან ინტერფერენციას მეზობელი სახელმწიფოების ციფრულ სატელევიზიო არხებთან.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოში, თბილისის ადგილობრივი ზონის  გამოკლებით, 25  ადგილობრივი გეოგრაფიული არეალის (გადამცემი სადგურის განთავსების პუნქტის) მიხედვით ფუნქციონირებს  23 ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებელი, სადაც მხოლოდ 5 ადგილობრივ არეალში  ფუნქციონირებს ერთზე მეტი ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებელი, კერძოდ:

 

გადამცემი სადგურების განთავსების ადგილი

მაუწყებლის სახელწოდება

ლიცენზიის ნომერი

 

1.

ლაგოდეხი

შპს „ეკომი"

B40

 

2.

გურჯაანი

შპს ტელეკომპანია „გურჯაანი”

B42

 

3.

თელავი

შპს ტელეკომპანია „თანამგზავრი”

B25

 

4.

საგარეჯო

შპს ტელე-რადიო კომპანია „თვალი"

B68

 

5.

რუსთავი

სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია"

B36

 

6.

მარნეული

სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია"

B37

 

7.

ბოლნისი

სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია"

B35

 

8.

მანგლისი

შპს „ომეგა"

B61

1

9.

გორი

შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი",

B56

 

ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“

B91

 

10.

ხაშური

შპს ტელეკომპანია „დია”

B31

 

11.

საჩხერე

ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“

B91

 

12.

ბორჯომი

შპს ტელე-რადიო კომპანია „ბორჯომი"

B41

 

13.

ჭიათურა

შპს სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზია”

B30

 

14.

ზესტაფონი

შპს ტელერადიო კორპორაცია „ინფორმკავშირი ტელევიზია არგო"

B39

 

სპს „კვეტენაძე და კომპანია"

B34

 

15.

ახალციხე

შპს „იმპერია"

B33

 

16.

ქუთაისი

შპს ტელერადიოკომპანია „რიონი”

B73

 

ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“

B91

 

17.

ხონი

შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა-ტვ"

B74

 

18.

სამტრედია

შპს ტელე-რადიო პრესკომპანია „ზარი"

B43

 

19.

ჩხოროწყუ

ააიპ  „მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის"

B24

 

20.

წალენჯიხა

ააიპ  „მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის"

B32

 

21.

სენაკი

შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „ეგრისი"

B28

 

ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“

B91

 

22.

ოზურგეთი

შპს დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია „გურია"

B22

 

23.

ზუგდიდი

შპს დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია „ოდიში"

B60

 

24.

ბათუმი

შპს „ტელეარხი 25"

B29

 

ააიპ  „ სამოქალაქო განათლების ფონდი“

B99

 

25.

ფოთი

შპს სამაუწყებლო კომპანია  „მეცხრე ტალღა"

B27

 

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ადგილობრივი ციფრული მიწისზედა ქსელების  ფორმირების ხელშეწყობის, შესაბამისი ადგილობრივი ტელემაუწყებლების გამოკითხვისა და ინფორმირების მიზნით, კომისიამ არაერთი შეხვედრა გამართა  შესაბამის ტელემაუწყებლებთან.  აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთმა" (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი 6/5306-14 22.08.14),  შპს ტელერადიოკომპანია „რიონმა” (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი 6/5608-14 12.09.14), შპს დამოუკიდებელმა ტელეკომპანია „მეგა-ტვ"-მ (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი 6/5387-14 27.08.14 ) და შპს დამოუკიდებელმა ტელერადიოკომპანია „ოდიშმა" (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი 6/5495-14 04.09.14) განცხადებებით შესაბამისი ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ფორმირებისათვის მოითხოვეს VHF III დიაპაზონის ნაცვლად  UHF დიაპაზონის ფარგლებში არსებული რადიოსიხშირული რესურსის გამოყოფა; 21-მა ადგილობრივმა საეთერო მაუწყებელმა  წერილობით მომართა კომისიას  ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ფორმირებისათვის  საჭირო რადიოსიხშირული რესურსის მინიჭების მოთხოვნით კერძოდ, აღნიშნული კომპანიებია: შპს „ეკომი" (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი - 6/5291-14 21.08.14), შპს ტელეკომპანია „გურჯაანი” (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი - 6/5302-14 21.08.14),  შპს ტელეკომპანია „თანამგზავრი”  (კომისიაში რეგისტრაციის  ნომერი და თარიღი - 6/5464-14 02.09.14),  შპს ტელე-რადიო კომპანია „თვალი" (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი - 6/6627-14 12.11.14 ), სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია" (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი -  6/5284-14 21.08.14),  შპს „ომეგა"(კომისიაში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი  - 7/451-14  22.10.14), შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი" (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი - 6/5652-14 15.09.14), შპს ტელეკომპანია „დია” (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი -  6/5331-14 25.08.14), შპს ტელე-რადიო კომპანია „ბორჯომი" (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი - 6/5327-14 22.08.14), შპს სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზია” (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი - 6/5257-14 20.08.14), შპს ტელერადიო კორპორაცია „ინფორმკავშირი ტელევიზია არგო" (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი -  6/5286-14 21.08.14),  შპს „იმპერია" (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი -  6/5330-14 25.08.14), შპს ტელერადიოკომპანია „რიონი”(კომისიაში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი - 6/5305-14 22.08.14), შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა-ტვ"  (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი - 6/5387-14 27.08.14 ), შპს ტელე-რადიო პრესკომპანია „ზარი" (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი  - 6/5329-14 25.08.14),  ააიპ „მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის"   (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი - 6/6728-14 18.11.14),    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „ეგრისი"  (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი და  თარიღი - 6/5258-14 20.08.14),  შპს დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია „გურია" (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი - 6/5283-14 21.08.14),  შპს დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია "ოდიში" (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი - 6/5495-14 04.09.14),  შპს „ტელეარხი 25" (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი - 6/5654-14 15.09.14), შპს სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა" (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი - 6/5256-14 20.08.14);

ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდმა“  (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი - 6/6626-14 12.11.14) და სპს „კვეტენაძე და კომპანიამ" (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი - 6/6620-14 11.11.14) უარი განაცხადა როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა შესაბამის მაუწყებელთან ერთად   ადგილობრივი მულტიპლექს პლათფორმის ფორმირებაში მონაწილეობის მიღებაზე და შესაბამისი რადიოსიხშირული რესურსის მინიჭებაზე.

            კომისია აღნიშნავს, რომ იმ 21 მაუწყებლიდან, რომლებმაც  კომისიაში წარმოადგინეს მოთხოვნა ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ფორმირებისათვის  საჭირო რადიოსიხშირული რესურსის მინიჭების თაობაზე,  არც ერთი არ ვრცელდება ერთი და იგივე ადგილობრივ არეალში. შესაბამისად კომისიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ტექნიკური დახმარების მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, ექსპერტების დახმარებით განახორციელა 21  ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ფორმირებისათვის საჭირო რადიოსიხშირული რესურსის დაგეგმარება და შესაბამისი ტექნიკური პარამეტრების განსაზღვრა, რომლის ფარგლებშიც  17  ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ფორმირებისათვის საჭირო  რადიოსიხშირული რესურსი (რომელიც მოიცავს 20 გადამცემი სადგურისათვის განსაზღვრულ რადიოსიხშირულ რესურსს) დაგეგმარდა VHF III დიაპაზონიდან,  ხოლო ოთხი   ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ფორმირებისათვის საჭირო  რესურსი (რომელიც მოიცავს 4 გადამცემი სადგურსათვის განსაზღვრულ რადიოსიხშირულ რესურსს) დაგეგმარდა UHF დიაპაზონის ფარგლებში არსებული სიხშირული რესურსიდან.

 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 10 თებერვლის N206 განკარგულებით მოწონებული  „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა და შესაბამისი რეკომენდაციებია“ და  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (სარეგისტრაციო კოდი 320110000.05.001.017341) მე-2 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს „ეკომს",  შპს ტელეკომპანია „გურჯაანს”, შპს ტელეკომპანია „თანამგზავრს”,  შპს ტელე-რადიო კომპანია „თვალს",  სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიას",  შპს „ომეგას", შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთს", შპს ტელეკომპანია „დიას”, შპს ტელე-რადიო კომპანია „ბორჯომს", შპს სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზიას”, შპს ტელერადიო კორპორაცია „ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს", შპს „იმპერიას", შპს ტელერადიოკომპანია „რიონს”, შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა-ტვ-ს", შპს ტელე-რადიო პრესკომპანია „ზარს", ააიპ „მედია ცენტრს ღია აფხაზეთისათვის", შპს დამოუკიდებელ ტელეკომპანია „ეგრისს", შპს დამოუკიდებელ სამაუწყებლო კომპანია „გურიას", შპს დამოუკიდებელ ტელერადიოკომპანია „ოდიშს", შპს „ტელეარხ 25-ს" და შპს სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღას" რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლება ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული გეოგრაფიული კოორდინატებისა და ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით, 2015 წლის 17 ივნისიდან 10 წლის ვადით;

2. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნულ მაუწყებელთა მიერ ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად განისაზღვროს  ძირითადი გადამცემი სადგურების განთავსების გეოგრაფიული კოორდინატები, შესაბამისი სიხშირული რესურსი და ტექნიკური პარამეტრები:

კომპანია

ციფრული სამაუწყებლო ზონა

პუნქტი/გადამცემი სადგურის განთავსებოს ადგილი

ეფექტურად გასხივებული სიმძლავრე ERP [W]

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის პარამეტრები

სიხშირული მახასიათებლები

კომპანიის დასახელება

ჩრდილოეთ განედი (N)

აღმოსავლეთ გრძედი (E)

დაკიდების სიმაღლე ±5 (M)

 გასხივებისმიმართულება (მიმართული/არამიმართული) (D/ND)

პოლარიზაცია H/V

სატელევიზიო არხი

ცენტრალური სიხშირე (MHz)

ზოლის სიგანე (MHz)

1

შპს „ეკომი"

GEO261

ლაგოდეხი

500

 41°48 42.59"

 46°10 16.80"

20

ND

H

7

186

8

2

შპს ტელეკომპანია „გურჯაანი”

GEO261

გურჯაანი

500

 41°45 10.99"

 45°48 39.90"

45

ND

H

11

218

8

3

შპს ტელეკომპანია „თანამგზავრი”

GEO259

თელავი

500

 41°54 36.30"

 45°28 6.50"

60

ND

H

10

210

8

4

შპს ტელე-რადიო კომპანია „თვალი"

GEO259

საგარეჯო

500

 41°43 16.69"

 45°20 46.00"

30

ND

H

6

178

8

5

სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია"

GEO259

რუსთავი

500

 41°33 41.80"

 44°58 41.10"

60

ND

H

10

210

8

GEO259

მარნეული

500

 41°29 31.57"

 44°47 17.67"

30

ND

H

10

210

8

GEO258

ბოლნისი

500

 41°25 32.61"

 44°32 22.80"

30

ND

H

8

194

8

6

შპს „ომეგა"

GEO258

მანგლისი

500

41°41 48.15"

 44°24 58.48"

30

ND

H

11

218

8

7

შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი"

GEO256

გორი

2300

 42° 1 56.11"

 44° 2 50.90"

50

ND

H

32

562

8

8

შპს ტელეკომპანია „დია”

GEO256

ხაშური

500

 42° 1 14.01"

 43°35 26.00"

40

ND

H

11

218

8

9

შპს ტელე-რადიო კომპანია „ბორჯომი"

GEO256

ბორჯომი

500

 41°49 26.50"

 43°23 0.50"

30

ND

H

8

194

8

10

შპს სამაუწყებლო კომპანია ”იმერვიზია”

GEO253

ჭიათურა

500

 42°17 16.01"

 43°15 39.80"

80

ND

H

8

194

8

11

შპს ტელერადიო კორპორაცია „ინფორმკავშირი ტელევიზია არგო",

GEO253

ზესტაფონი

500

 42° 7 6.30"

 43°01 10,77"

128

ND

H

12

226

8

12

შპს „იმპერია"

GEO255

ახალციხე

500

 41°37 48.41"

 42°57 25.00"

35

ND

H

6

178

8

13

შპს ტელერადიოკომპანია „რიონი”,

GEO253

ქუთაისი

2300

 42°16 48.89"

 42°44 11.40"

115

ND

H

37

602

8

14

შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა-ტვ"

GEO253

ხონი

1900

 42°19 27.00"

 42°25 20.70"

65

ND

H

25

506

8

15

შპს ტელე-რადიო პრესკომპანია „ზარი"

GEO253

სამტრედია

500

 42° 9 50.80"

 42°20 33.90"

55

ND

H

6

178

8

16

ააიპ „მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის"

GEO253

ჩხოროწყუ

500

 42°31 13.99"

 42° 7 32.60"

40

ND

H

7

186

8

GEO250

წალენჯიხა

500

 42°36 59.99"

 42° 3 45.20"

25

ND

H

7

186

8

17

შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „ეგრისი",

GEO253

სენაკი

500

 42°17 23.70"

 42° 3 27.80"

30

ND

H

11

218

8

18

შპს დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია „გურია"

GEO252

ოზურგეთი

500

 41°54 49.40"

 41°59 34.70"

53

ND

H

8

194

8

19

შპს დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია „ოდიში"

GEO250

ზუგდიდი

2300

 42°30 27.09"

 41°52 16.60"

48

ND

H

47

682

8

20

შპს „ტელეარხი 25",

GEO252

ბათუმი

500

 41°41 37.61"

 41°42 55.20"

30

ND

H

7

186

8

21

შპს სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა"

GEO252

ფოთი

500

 42°11 16.29"

 41°42 3.00"

80

ND

H

9

202

8

შენიშვნა: ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 100მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრულმა მაუწყებლებმა:

ა) უზრუნველყონ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით  განსაზღვრული შესაბამისი   რადიოსიხშირული რესურსის ამავე პუნქტით განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად გამოყენება;

ბ)  ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის აგება განახორციელონ     DVB-T (EN 300 744) ან DVB-T2 (EN  302 755) სტანდარტითა და  მონაცემთა შემჭიდროვების MPEG 4 (H.264 - ISO/IEC 14496) ან  MPEG 2 (H.222/H.262 – ISO/IEC 13818) ტექნოლოგიით;

გ) MPEG-4 ტექნოლოგიის გამოყენების შემთხვევაში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ფარგლებში უზრუნველყონ სტანდარტული გარჩევადობის (SD) ფორმატის მონაცემთა  მიწოდება 2.15  მგბ/წმ  (ვიდეო გამოსახულების  - მინიმუმ  1. 7 მგბ/წმ) სიჩქარით და მაღალი გარჩევადობის (HD) ფორმატის მონაცემთა  მიწოდება 8 მგბ/წმ (ვიდეო გამოსახულების  -  მინიმუმ   7 მგბ/წმ) სიჩქარით.  MPEG-2 ტექნოლოგიის გამოყენების შემთხვევაში უზრუნველყონ სტანდარტული გარჩევადობის (SD) ფორმატის მონაცემთა  მიწოდება 3  მგბ/წმ  (ვიდეო გამოსახულების  - მინიმუმ  2.4 მგბ/წმ) სიჩქარით (აღნიშნული სიჩქარე განსაზღვრულია, როგორც სტატისტიკური მულტიპლექსირების საშუალო სიჩქარე ერთი კვირის განმავლობაში და  მოიცავს  ვიდეო, აუდიო და სუბტიტრირების შესაბამისი მონაცემების გადაცემას);

დ) დაიცვან  „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამისი რეკომენდაციების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებით მოწონებული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული  ოპერირების წესები, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე http://www.economy.ge/ge/media/news/cifrul-miwiszeda-satelevizio-mauwyeblobaze-gadasvlis-samoqmedo-gegma-da-rekomendaciebi და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე   http://www.gncc.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=50712&info_id=115066);  

ე) 2016 წლის 1 მარტამდე  უზრუნველყონ   წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული  გადამცემი სადგურის/სადგურების გამოყენებით ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ფორმირება;

ვ)  ჩრდილოვანი ზონების დასაფარად  დამატებითი საიტის/საიტების დაგეგმარების შემთხვევაში მომართონ კომისიას, რომელიც თავის მხრივ განახორციელებს  შესაბამისი რადიოსიხშირული  რესურსისა და ტექნიკური პარამეტრების განსაზღვრას;

ზ) ქსელის ფარგლებში არსებული რესურსი გამოიყენონ    ღია საეთერო ან/და მომხმარებელთათვის უფასო კრიპტო-კოდირებული (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებული/ლიცენზირებული  მაუწყებლების) სატელევიზიო პროგრამის გასავრცელებლად;

თ) ქსელის  ექსპლუატაციაში გაშვებამდე 4 კვირით ადრე  წარუდგინონ კომისიას და გამოაქვეყნონ საკუთარ ვებ–გვერდებზე  მოწვევის ოფერტა, სადაც განსაზღვრული იქნება სატელევიზიო კონტენტის ღია ეთერით 1 მგბ/წმ-ით გავრცელების ყოველთვიური ტარიფი   (რომელიც უნდა მოიცავდეს  24 საათიანი უწყვეტი მომსახურების   მიწოდების (სამაუწყებლო კონტენტის გავრცელების) ყველა ხარჯს  ერთი კალენდარული თვის პერიოდში, გარდა მაუწყებლის სტუდიიდან ქსელში დაშვების წერტილამდე (Head-end) სიგნალის მიწოდების ტარიფისა), სატელევიზიო სიგნალის მიწოდების კოორდინატები და სატელევიზიო სიგნალისა და   ელექტრონული  გზამკვლევისათვის (EPG) გადაცემათა პროგრამის მიწოდების ტექნიკური პარამეტრები;

ი) მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში უზრუნველყონ ქსელის ფარგლებში არსებულ  რესურსთან შესაბამის  ზონაში  მოქმედი ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლის/ტელემეუწყებლების  (ხოლო დანარჩენ თავისუფალ რესურსთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებული/ლიცენზირებული  ტელემაუწყებლების) არადისკრიმინაციული, ერთგვაროვანი პირობებითა და ხარჯებზე ორიენტირებული  ტარიფით დაშვება  და ერთგვაროვანი ხარისხის  მომსახურების სახეების შეთავაზება;

კ) ტელემაუწყებლების ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო  ქსელში სავალდებულო დაშვებასთან დაკავშირებული ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყონ შესაბამისი კანონისმიერი ვალდებულების შესრულება;

ლ) შექმნან სპეციალური ვებ-გვერდები, სადაც განთავსებული იქნება ინფორმაცია დაფარვის ზონის შესახებ და უზრუნველყონ მომხმარებელთა ცხელი ხაზით მომსახურება.

4. ელექტრომაგნიტური თავსებადობის პირობების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, კომისია უფლებამოსილია დასაბუთებული გადაწყვეტილებით, მინიჭების  ვადის პერიოდში განახორციელოს  მინიჭებული  რადიოსიხშირეების (სატელევიზიო არხების) ტექნიკური პარამეტრების კორექტირება, მათ შორის, შესაბამის გეოგრაფიულ არეალში რადიოსიხშირის შეცვლა,  ხოლო რადიოსიხშირული რესურსის  მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს კორექტირებულ  პარამეტრებთან ქსელის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისობაში მოყვანა.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

7. აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტსა (ს.შავგულიძე) და მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                           ვ.აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                        კ.ბექაური

კომისიის წევრი                                                                        ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                        ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები