წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის № 86 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 662 / 17

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 09, 2014 17:22

მიღების თარიღი ნოემბერი 28, 2014

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის № 86 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2014 წლის  28 ნოემბრის №86 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის №86 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ირაკლი მოსეშვილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

№86 სხდომის

ქ. თბილისი                                                           2014  წლის 28 ნოემბერი, 16:00 საათი

დ  ღ  ი  ს    წ  ე  ს  რ  ი  გ  ი:

1.      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №86 სხდომის დღის წესრიგის   დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);

2.      მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონების  გამოცხადების შესახებ (მომხს. თ. ტყეშელაშვილი – სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი);

3.      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ(მომხს. ი.აბულაძე - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი).

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები