საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის № 90 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 30, 2014 11:40
მიღების თარიღი დეკემბერი 16, 2014
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის № 90 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2014 წლის 16 დეკემბრის №90 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–15 და მე–16 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2014 წლის 16 დეკემბრის №90 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი: შპს ”TV3“-ის №B84 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ;
2. გადატანილ იქნეს კომისიის 2014 წლის 16 დეკემბრის №90 სხდომის დღის წესრიგის მე-12 (შპს ,,Premium Net International SRL-ის ფილიალისთვის საქართველოში” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ) და მე–18 (შპს “სტერეო+“-ის (ს/ნ 204986408) კუთვნილი საოპერაციო აქტივის (რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F37, №F77, №84, F86 ლიცენზიები) შპს “ტვმობილის“ (ს/ნ 432385518) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ) საკითხების განხილვა დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენამდე;
3. კომისიის 2014 წლის 16 დეკემბრის №90 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
ვახტანგ აბაშიძე |
|
|
კომისიის წევრი |
სოფიო ბრიტანჩუკი |
|
|
კომისიის წევრი |
აკაკი სიხარულიძე |
|
|
კომისიის წევრი |
კახი ბექაური |
|
|
კომისიის წევრი |
ირაკლი მოსეშვილი |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
№90 სხდომის
ქ. თბილისი 2014 წლის 16 დეკემბერი, 16:00 საათი
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №90 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნ. ჯანელიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
2. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპ. მთავარი სპეციალისტი);
3. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
4. შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 06 მარტის №121/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
5. შპს ”მეგარონისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
6. შპს “ტაქსი მოტო კომპანიისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
7. ინდ.მეწარმე ”დავით თედლიაშვილისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
8. ინდ. მეწარმე ”ივანე გოგიძისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
9. სს ”სილქნეტისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
10. შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
11. შპს „მობიტელისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
12. შპს ,,Premium Net International SRL-ის ფილიალისთვის საქართველოში” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
13. შპს ,,ჯიმობაილისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
14. შპს ”რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მაუწყებლობის №B79 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზესაჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
15. შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღის” კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
16. ი/მ “ნინო ჯაკობია -კოსმოსის“ ( ს/კ01024013757) კუთვნილი საოპერაციო აქტივისშპს “კოსმოსის“ (417884285) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. ე.ასანიძე - კონკურენციის ხელშეწყობის დეპ. უფროსი);
17. სს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “ევრაზია XXI“-ს მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. ე.ასანიძე - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი);
18. შპს “სტერეო+“-ის (ს/ნ 204986408) კუთვნილი საოპერაციო აქტივის (რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F37, №F77, №84, F86 ლიცენზიები) შპს “ტვმობილის“ (ს/ნ 432385518) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. ე.ასანიძე - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი);
19. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ შორის 2010 წლის პირველ ოქტომბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ (მომხს. კ.ყურაშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი).
20. შპს ”TV3“-ის №B84 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
