შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 06 მარტის № 121/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 30, 2014 13:12
მიღების თარიღი დეკემბერი 16, 2014
შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 06 მარტის № 121/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრმა“ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/325-14, 04.08.14), კომისიის 2014 წლის 6 მარტის №121/13 გადაწყვეტილებით განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის გავრცელების რადიოსარელეო ქსელის ზოგიერთი მონაკვეთის და ამ მონაკვეთზე გამოყენებისთვის მინიჭებული რადიოსარელეო სიხშირეების შეცვლის მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 6 მარტის №121/13 გადაწყვეტილებით შპს ”საქართველოს ტელერადიოცენტრს” მინიჭებული აქვს რადიოსარელეო სიხშირეები რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით გასავრცელებლად. აღნიშნული გადაწყვეტილება ითვალისწინებს მინიჭებული რადიოსარელეო სიხშირული წყვილების პარამეტრების კორექტირებას, საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტულ გეოგრაფიულ წერტილებში წარმოქმნილ რეალურ ელექტრომაგნიტურ ვითარებაში ელექტრომაგნიტური თავსებადობის პირობების დაცვის უზრუნველსაყოფად.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ მოთხოვნის შესაბამისად, ზუგდიდი - კორცხელი და კორცხელი - ჯვარის მონაკვეთების, ახალი, ერთი მონაკვეთით (ფოთი - ჩხოროწყუ) შეცვლისთვის და ამ მონაკვეთზე რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის, 8გჰც დიაპაზონის ფარგლებში შერჩეულ იქნა რადიოსარელეო სიხშირული წყვილი (8293მჰც ± 14მჰც და 8412მჰც ± 14მჰც) და შესათანხმებლად ეცნობა შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“. თანხმობა, რადიოსარელეო ქსელის მონაკვეთზე (ფოთი-ჩხოროწყუ) შერჩეული სიხშირული წყვილის (8293მჰც ± 14მჰც და 8412მჰც ± 14მჰც) გამოყენების შესაძლებლობის შესახებ, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრმა“ კომისიას აცნობა წერილით (კომისიაში რეგისტრირებული № 7/479-14,06.11.14).
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 6 მარტის №121/13 გადაწყვეტილების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით გასავრცელებლად, შპს ”საქართველოს ტელერადიოცენტრის” მიერ რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისათვის მინიჭებული
სიხშირული რესურსის გამოყენებით, რადიოსარელეო სადგურების ეტაპობრივი
ინსტალაციისა და ექსპლუატაციაში გაშვებამდე წინა პერიოდის (2015 წლის 17 მარტამდე) განმავლობაში, შესაძლებელია განხორციელდეს მინიჭებული რადიოსარელეო სიხშირული წყვილების პარამეტრების კორექტირება, საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტულ გეოგრაფიულ წერტილებში წარმოქმნილ რეალურ ელექტრომაგნიტურ ვითარებაში ელექტრომაგნიტური თავსებადობის პირობების დაცვის უზრუნველსაყოფად.
კომისია ასევე ანიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 6 მარტის №121/13 გადაწყვეტილების დანართის 31-ე სტრიქონში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ რადიოსარელეო სიხშირის 7263.500 ნაცვლად მითითებული უნდა იყოს 7166.500.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია კომისიის 2014 წლის 06 მარტის №121/13 გადაწყვეტილებაში (გადაწყვეტილების დანართში) შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება „შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ“ კომისიის 2014 წლის 06 მარტის №121/13 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების დანართში განსაზღვრული:
ა) 55-ე სტრიქონი - ამოღებულ იქნას;
|
31 |
გრიგალათი |
42° 3 10.30"N 43°23 39.22"E |
ქუთაისი |
42°16 48.21"N 42°44 11.73"E |
7327.500 |
7166.500 |
28.000 |
ch2 |
161.000 |
V |
60 |
25 |
25 |
ბ) 31- ე სტრიქონში გასწორდეს ტექნიკური შეცდომა და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
გ) 54-ე სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
54 |
ფოთი |
42°11 16.36"N 41°42 4.09"E |
ჩხორუწყუ |
42°31 46.63"N 42° 6 11.88"E |
8293.000 |
8412.000 |
28.000 |
ch1 |
119.000 |
H |
55.5 |
15 |
50 |
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ გაგზავნის უზრუნველყოფა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი კ.ბექაური
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
