წვდომის მენიუ

შპს ”რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მაუწყებლობის №B79 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 697 / 23

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 30, 2014 10:56

მიღების თარიღი დეკემბერი 16, 2014

შპს ”რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მაუწყებლობის №B79 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/485-14, 10.11.2014წ.) მიმართა შპს ”რადიო კომპანია პირველმა რადიომ“ კუთვნილი მაუწყებლობის №B79 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”რადიო კომპანია პირველი რადიო“ ფლობს მაუწყებლობის №B79 ლიცენზიას 2015 წლის 21 იანვრამდე, კომისიის 2004 წლის 21 იანვრის №39/1 და 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: მაუწყებლობა სიხშირული სპექტრის გამოყენებით;

ლიცენზიის სახეობა: კერძო საერთო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის საგანი: კერძო საერთო რადიომაუწყებლობა  ექვსი გადამცემის გამოყენებით მითითებულ სამაუწყებლო ზონებში:

სამაუწყებლო

ზონა

ანტენის განთავსების  ადგილი

გეოგრაფიული

კოორდინატები

ანტენის სიმაღლე მიწის ზედ.მ

სიხშირე, მგჰც

სიმძლ. კვტ

მაუწყებლობის საშ. რად კმ

1

2

ბათუმის ანძა

41E43; 41N41

56

106.4

0.8

40

2

7

ქუთაისის ანძა

42E44; 42N16

40

106.4

1

45

3

9

სენაკი

42E05; 42N17

25

106.4

1

40

4

6

ახალციხის ანძა

42E57; 41N38

35

106.4

0.5

25

5

4

გორის ანძა

44E03; 42N02

120

106.4

1

45

6

5

მარნეულის ანძა

44E48; 41N28

40

106.4

0.5

25

                 

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიაში შეტანილი უნდა იქნას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.

კომისია  აღნიშნავს, რომ  შპს ”რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მიმართ ლიცენზიების მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები; ამავე დროს, კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.

კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. შპს ”რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №6/7092-14, 05.12.14)

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება (სამსახურეობრივი ბარათი №10/2015-14, 03.12.14), რომელმაც შპს ”რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მაუწყებლობის №B79 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგინა – 36,855.00 ლარი.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა შპს ”რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მაუწყებლობის №B79 ლიცენზიის მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, კერძოდ, კომისიის 2004 წლის 21 იანვრის №39/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ლიცენზიის სახე - მაუწყებლობა სიხშირული სპექტრის გამოყენებით, არ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის შესაბამისად კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის პირველი აპრილის №2 დადგენილების თანახმად ”87.5მჰც-დან 108.0მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში ადგილობრივი რადიომაუწყებლობის ზონა არის საკონკურსო პირობით განსაზღვრული, ერთი ან რამდენიმე გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის ან/და სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით”, შესაბამისად შპს ”რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მაუწყებლობის №B79 ლიცენზიის ტექნიკურ პარამეტრებში მითითებული სამაუწყებლო ზონების ნუმერაციაც აღარ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საჭიროა შპს ”რადიო კომპანია პირველი რადიოს“ კუთვნილი მაუწყებლობის №B79 ლიცენზიის მოდიფიცირება, რათა სალიცენზიო პირობები მოყვანილ იქნას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის მოდიფიცირება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  38-ე მუხლის მე–4 პუნქტის, 39-ე მუხლის, 45–ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მაუწყებლობის №B79 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2015 წლის 16 იანვარს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ გაგზავნა (დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით (მ. ნინუა);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                               ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                                აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                                ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები