შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღის” კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 30, 2014 10:47
მიღების თარიღი დეკემბერი 16, 2014
შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღის” კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/525-14, 28.11.2014წ.) მიმართა შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღამ” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღა” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიას 2015 წლის 21 იანვრამდე, კომისიის 2005 წლის 21 იანვრის №40/1 და 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
|
№ |
ანტენის განთავსების ადგილი |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის სიმაღლე მიწის ზედ.მ |
სიხშირე, მგჰც |
სიმძლ. კვტ |
მაუწყებლობის საშ. რად კმ |
|
1 |
გორის ანძა |
44E03; 42N02 |
140 |
101.5 |
1 |
45 |
|
2 |
ქუთაისის ანძა |
42E44; 42N17 |
100 |
107.4 |
2 |
55 |
|
3 |
ზუგდიდის ანძა |
41E52; 42N30 |
50 |
103.6 |
1 |
40 |
|
4 |
ბათუმის ანძა |
41E43; 41N41 |
100 |
101.5 |
0.5 |
25 |
|
5 |
თელავი |
45E29; 41N55 |
35 |
106.0 |
0.5 |
40 |
|
6 |
ბორჯომის ანძა |
43E22; 41N49 |
30 |
107.4 |
0.25 |
20 |
|
7 |
ბაკურიანი |
43E31; 41N44 |
20 |
107.0 |
0.025 |
10 |
|
8 |
ახალქალაქის ანძა |
43E25; 41N21 |
60 |
107.4 |
0.5 |
35 |
|
9 |
ახალციხის ანძა |
42E57; 41N38 |
35 |
104.6 |
0.25 |
25 |
|
10 |
ფასანაური |
44E41; 42N21 |
30 |
107.4 |
0.25 |
20 |
|
11 |
გუდაური |
44E53; 42N20 |
30 |
101.6 |
0.025 |
10 |
|
12 |
ყაზბეგი, ელ. კავშირის ანძა |
44E39; 42N39 |
25 |
107.4 |
0.25 |
20 |
|
13 |
დმანისის ანძა |
44E13; 41N22 |
150 |
101.0 |
1 |
50 |
|
14 |
დ. წყაროს ანძა |
46E08; 41N27 |
180 |
100.6 |
1 |
50 |
|
15 |
ჭიათურის ანძა |
43E16; 42N17 |
50 |
107.4 |
0.25 |
35 |
დ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურების ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის ან/და სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.
ე) დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად განისაზღვროს 6 საათი.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიაში შეტანილი უნდა იქნას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღის” მიმართ ლიცენზიების მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები; ამავე დროს, კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.
კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღის” მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №7/525-14, 28.11.2014წ.).
კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება (სამსახურეობრივი ბარათი №10/2016-14, 03.12.14), რომელმაც შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღის” კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგინა – 67,392.00 ლარი.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის და 39-ე მუხლის, შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღის” კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2015 წლის 16 იანვარს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღისთვის” გაგზავნა (დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით (მ. ნინუა);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
