წვდომის მენიუ

ი/მ “ნინო ჯაკობია -კოსმოსის“ ( ს/კ01024013757) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “კოსმოსის“ (417884285) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 699 / 11

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 30, 2014 10:54

მიღების თარიღი დეკემბერი 16, 2014

ი/მ “ნინო ჯაკობია -კოსმოსის“ ( ს/კ01024013757) კუთვნილი  საოპერაციო აქტივის შპს “კოსმოსის“ (417884285) მიერ  შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2014 წლის 24 ნოემბერს №9 წერილით მიმართა ი/მ “ნინო ჯაკობია -კოსმოსმა“ (კომისიაში წერილის რეგისტრაციის №6/6951-14 24.11.2014), ი/მ “ნინო ჯაკობია - კოსმოსის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების (მაუწყებლობის ტრანზიტის განსახორციელებლად საჭირო ტექნიკური საშუალებები: სათაო სადგურები, რესივერები, ანალიზატორები, გამაძლიერებლები, კვების ბლოკები, კაბელები) შპს “კოსმოსის“ (ს/კ 417884285) მიერ  შეძენის განზრახვასთან დაკავშირებით.

 “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

            “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-2 მუხლის ჰ48 პუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით. 

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ ი/მ “ნინო ჯაკობია - კოსმოსი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.4.

მაუწყებლობის ტრანზიტი

 

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “კოსმოსი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.4.

მაუწყებლობის ტრანზიტი

 

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ი/მ “ნინო ჯაკობია - კოსმოსის“ 2014 წლის 24 ნოემბერის №9 წერილით (კომისიაში წერილის რეგისტრაციის №6/6951-14 24.11.2014) კომისიაში წარმოდგენილ იქნა:

- ინფორმაცია ი/მ “ნინო ჯაკობია - კოსმოსის“ საქმიანობის შესახებ;

- ინფორმაცია ი/მ “ნინო ჯაკობია - კოსმოსის“ მიერ საქართველოში გაწეულ მომსახურებაზე მიღებული შემოსავლების შესახებ;

- ინფორმაცია ი/მ “ნინო ჯაკობია - კოსმოსის“ აბონენტთა რაოდენობის შესახებ;

- ინფორმაცია ი/მ “ნინო ჯაკობია - კოსმოსის“ აქტივების შემძენი კომპანიის - შპს “კოსმოსის“ მესაკუთრესა და დირექტორის შესახებ;

- ი/მ “ნინო ჯაკობია - კოსმოსის“ კუთვნილი და შპს “კოსმოსისათვის“ გადასაცემი აქტივების ჩამონათვალი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “კოსმოსის“ 100% წილის მფლობელი და დირექტორია ფიზიკური პირი ნინო ჯაკობია.

კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2014 წლის 1 დეკემბრის №10/1977-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს “კოსმოსის“ (417884285), ასევე შპს “კოსმოსის“ (417884285)  წილის 100%-ის მფლობელისა და დირექტორის ნინო ჯაკობიას აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.

ი/მ “ნინო ჯაკობია - კოსმოსის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის, ასევე კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2014 წლის 28 ნოემბრის №10/1964-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ი/მ “ნინო ჯაკობია - კოსმოსი“ მაუწყებლობის ტრანზიტით ემსახურება გორის მუნიციპალიტეტის მომხმარებლებს და შესაბამისი მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2014 წლის იანვრიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით შეადგინა 94902 ლარი.

აბონენტების რაოდენობამ 2014 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით შეადგინა 1330 აბონენტი.

 შესაბამისად, 2014 წლის იანვრიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში, მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში  ი/მ “ნინო ჯაკობია - კოსმოსის“ შემოსავლების ხვედრითმა წილმა გორის მუნიციპალიტეტში შეადგინა 22,4%.

2014 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მიმღები მომხმარებლების მთლიან ოდენობაში ი/მ “ნინო ჯაკობია - კოსმოსის“ აბონენტთა ხვედრითმა წილმა გორის მუნიციპალიტეტში შეადგინა 20%.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “კოსმოსის“ მიერ ი/მ “ნინო ჯაკობია - კოსმოსის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შეძენის შემდეგ, ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი  დარჩება. აქედან გამომდინარე, ი/მ “ნინო ჯაკობია - კოსმოსის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “კოსმოსის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს ი/მ “ნინო ჯაკობია - კოსმოსის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “კოსმოსის“ მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

   გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა ი/მ “ნინო ჯაკობია - კოსმოსს“, მისი კუთვნილი  საოპერაციო აქტივის  შპს “კოსმოსის“ მიერ შეძენაზე;

2. დაევალოს ი/მ “ნინო ჯაკობია - კოსმოსს“, ი/მ “ნინო ჯაკობია - კოსმოსის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “კოსმოსის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, უზრუნველყოს ი/მ “ნინო ჯაკობია - კოსმოსის“ აბონენტების ინფორმირება მომსახურების მიმწოდებლის შეცვლის თაობაზე, კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით განსაზღვრული წესით;

 3. დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების ი/მ “ნინო ჯაკობია - კოსმოსისათვის“ გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12კმ., №6), კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების დღიდან;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე). 

               კომისიის წევრი                                                                 ვახტანგ აბაშიძე              

               კომისიის წევრი                                                                 სოფიო ბრიტანჩუკი       

               კომისიის წევრი                                                                 აკაკი სიხარულიძე 

               კომისიის წევრი                                                                 ირაკლი მოსეშვილი

                     კომისიის წევრი                                                                 კახი ბექაური 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები