წვდომის მენიუ

სს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “ევრაზია XXI“-ს მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 700 / 11

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 30, 2014 10:55

მიღების თარიღი დეკემბერი 16, 2014

სს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“  კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “ევრაზია XXI“-ს მიერ  შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ 2014 წლის 13 ნოემბერს  კომისიას №696 წერილით მიმართა სს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/6657-14), სს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის (რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F36 და № F54 ლიცენზიები, მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებისათვის საჭირო მოწყობილობები: ანძები, მოდულატორები, რესივერები, გამაძლიერებლები, კვების ბლოკები და ა.შ) შპს “ევრაზია XXI“-ს მიერ  შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-2 მუხლის ჰ48 პუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით. 

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

სს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 
 

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 
 

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

A.F.2.

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 
 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 
 

B.F.4

მაუწყებლობის ტრანზიტი

   

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი.

       

ამავე დროს სს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს მაუწყებლობის შემდეგ სახეზე:

B.1. ტელემაუწყებლობა

         სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ ფლობს რადიოსიხშრიული სპექტრით სარგებლობის № F36 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 11.294გჰც - 11.883 გჰც შემდეგ ქალქებსა და რაიონებში: ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, სამტრედია, სენაკი, ლანჩხუთი, ჩოხატაური და ოზურგეთი;

ბ) რადიოსიხშირული სპექტრი: 11,700 - 12,289 გჰც შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ჭიათურა, მცხეთა, გორი, კასპი, ხაშური, ხარაგაული, ზესტაფონი, საჩხერე, თერჯოლა, ტყიბული, აბაშა, ხობი, ზუგდიდი, მარტვილი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხულო, ქედა, ხელვაჩაური, დუშეთი, ახალგორი, თიანეთი, ყაზბეგი, ონი, ამბროლაური, ლენტეხი, ცაგერი, მესტია, გალი, ოჩამჩირე, სოხუმი, გარდაბანი, მარნეული, თეთრიწყარო, ბოლნისი, დმანისი, წალკა, ცხინვალი, ბორჯომი, ასპინძა, ახალციხე, ახალქალაქი, ვანი, ბაღდათი, ხონი, წყალტუბო, ნინოწმინდა;

გ)  რადიოსიხშირული სპექტრი: 11.359გჰც – 11672გჰც  და 12.228გჰც – 12.289გჰც ქ.თელავში და ყვარელში;

დ) რადიოსიხშირული სპექტრი: 11083 მჰც ÷ 11672 მჰც - ახმეტის, გურჯაანისა და სიღნაღის რაიონებში; 12228 მჰც ÷ 12817 მჰც დედოფლისწყაროს და საგარეჯოს რაიონებში;

ე) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 1 დეკემბრამდე;

ვ) ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენების ვალდებულება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენულებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F54 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) სიხშირული ზოლი: 12317 მჰც ÷ 12905 მჰც შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: კასპი, ქარელი, ხაშური, გორი, ცხინვალი, დუშეთი, ყვარელი, თელავი, ლაგოდეხი, ახმეტა, სიღნაღი, გურჯაანი;

ბ) სიხშირული ზოლი: 11191 მჰც ÷11667 მჰც შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: თბილისი, მცხეთა, ზესტაფონი, ქუთაისი, ჭიათურა, საჩხერე, გარდაბანი, თეთრი წყარო, დმანისი, ბოლნისი, საგარეჯო, დედოფლისწყარო;

გ) სიხშირული ზოლი 10705 მჰც ÷11293 მჰც შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: თერჯოლა, ტყიბული, ბაღდათი, ხონი, სამტრედია, აბაშა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ფოთი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ხულო, ბათუმი, ონი, ამბროლაური, ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა, თიანეთი, წალკა, ყაზბეგი, სენაკი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ზუგდიდი, ცაგერი, ლენტეხი, მესტია, გალი, სოხუმი, გაგრა, გულრიფში, ოჩამჩირე, გუდაუთა, ტყვარჩელი;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 9 დეკემბრამდე;

ე) ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენების ვალდებულება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენულებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ევრაზია XXI“ არ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, სს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიერ 2014 წლის 13 ნოემბრის N696 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/6657 13.11.2014) კომისიაში წარმოდგენილი იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:

- ინფორმაცია სს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგისა“  და შპს “ევრაზია XXI“-ს საქმიანობის სახეებისა და სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ;

- ინფორმაცია სს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ შემოსავლების შესახებ საქართველოში გაწეულ მომსახურებაზე;

- ინფორმაცია სს  “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ აბონენტების რაოდენობის შესახებ;

- სს  “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების ჩამონათვალი, რომელთა შეძენაც განზრახული აქვს შპს “ევრაზია XXI“-ს

- ინფორმაცია ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ.

- ინფორმაცია  სს  “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“აქციონერთა შესახებ;

- ინფორმაცია შპს “ევრაზია XXI“-ს პარტნიორის შესახებ;

- სს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ აბონენტების ინფორმირების დამადასტურებელი დოკუმენტები;

- სს  “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ აქციონერის გადაწყვეტილება;  

- სს  “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ აქციონერთა რეესტრიდან ამონაწერი;

- შპს “ევრაზია XXI“-ს   ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო  (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

         წარმოდგენილი ინფორმაციის, ასევე სს  “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” აქციონერთა რეესტრის თანახმად, სს  “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” აქციონერები არიან:

-         ალექსანდრე ივანიშვილი - 1,2314%;

-         დავით კაპანაძე - 0,0588%;

-         ოლღა სვანიძე - 0,1961%;

-         დავით შველიძე - 0,0588%

-         ალექსანდ რონზჰესი - 0,3373%;

-         შპს “აქტივი 2008“ – 98,1176%.

         შპს “ევრაზია XXI“-ს   პარტნიორი და წილის 100%-ის მფლობელია ალა კახნიაური (პ/ნ 08001000513). შპს “ევრაზია XXI“-ს დირექტორია გელა კობერიძე (პ/ნ 54001019101).

          სს  “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის, ასევე კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2014 წლის 24 ნოემბრის  №10/1921-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს “ევრაზია XXI“-ს,   შპს “ევრაზია XXI“-ს   100% წილის მფლობელის - ალა კახნიაურის, ასევე შპს “ევრაზია XXI“-ს დირექტორის გელა კობერიძის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.

        სს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის, ასევე კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2014 წლის 21 ნოემბრის  №10/1920-14 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე დგინდება, რომ კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად,  სს  “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის”  ძირითადი საქმიანობის სახეს წარმოადგენს მაუწყებლობის ტრანზიტი. აღნიშნული მომსახურების აბონენტთა საერთო რაოდენობამ 2014 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგინა:

-         ქალაქ თბილისში - 9269 აბონენტი;

-         ქალაქ რუსთავში - 718 აბონენტი;

-         ქალაქ თელავში - 606 აბონენტი;

-         ქალაქ მცხეთაში - 1319 აბონენტი;

           შესაბამისად, სს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” ხვედრითი წილი მაუწყებლობის ტრანზიტის აბონენტების მიხედვით შემდეგია:

-         ქალაქ თბილისში - 3,74%;

-         ქალაქ რუსთავში - 4,09%;

-         ქალაქ თელავში - 13,42%;

-         ქალაქ მცხეთაში - 22,39%;

          სს  “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის”  მიერ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2014 წლის იანვრიდან სექტემბრის თვის ჩათვლით შეადგინა:

-         ქალაქ თბილისში - 1,228,654 ლარი;

-         ქალაქ რუსთავში - 98,406 ლარი;

-         ქალაქ თელავში - 81,748 ლარი;

-         ქალაქ მცხეთაში - 184,199 ლარი;

          შესაბამისად, სს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” ხვედრითი წილი მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით შემდეგია:

-         ქალაქ თბილისში - 5,29%;

-         ქალაქ რუსთავში - 7,27%;

-         ქალაქ თელავში - 35,78%;

-         ქალაქ მცხეთაში - 68,27%;

           ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” კუთვნილი საოპერაციო აქტივების (რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F36 და № F54 ლიცენზიები, მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებისათვის საჭირო მოწყობილობები: ანძები, მოდულატორები, რესივერები, გამაძლიერებლები, კვების ბლოკები და ა.შ) შპს “ევრაზია XXI“-ს    მიერ  შეძენის შემთხვევაში,  ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი  დარჩება. შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს სს  “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის”  კუთვნილი საოპერაციო აქტივების შპს “ევრაზია XXI“-ს მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ სს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“  კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “ევრაზია XXI“-ს მიერ  შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების შემდგომ, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F36 და № F54 ლიცენზიების გადაპირების მიზნით, სს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა“  და შპს “ევრაზია XXI“-მ ერთობლივი განცხადებით უნდა მიმართონ კომისიას, ლიცენზიების გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნით. შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია განუმარტოს სს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ და შპს “ევრაზია XXI“-ს“, რომ  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს შეიძლება შეეზღუდოს ლიცენზიის გადაპირება, თუ პირდაპირი გადაპირების წესით ამოწურვადი რესურსით სარგებლობის  ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემისას პირი დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის (რადიოსიხშირული დიაპაზონის) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობის გადაპირებასთან დაკავშირებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში  ჩატარებული კვლევისა და ანალიზის საფუძველზე კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალურ ოდენობაზე მეტის მფლობელი.  

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა სს  “გლობალ კონტაქტ კონსალტინგს”,  სს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” კუთვნილი საოპერაციო აქტივების შპს “ევრაზია XXI“-ს    მიერ  შეძენაზე;

2. განემარტოს სს  “გლობალ კონტაქტ კონსალტინგს” და შპს “ევრაზია XXI“-ს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის თანახმად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს შეიძლება შეეზღუდოს ლიცენზიის გადაპირება, თუ პირდაპირი გადაპირების წესით ამოწურვადი რესურსით სარგებლობის  ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემისას პირი დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის (რადიოსიხშირული დიაპაზონის) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობის გადაპირებასთან დაკავშირებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში  ჩატარებული კვლევისა და ანალიზის საფუძველზე კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალურ ოდენობაზე მეტის მფლობელი;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე). 

         კომისიის თავმჯდომარე                                                        ვახტანგ აბაშიძე    

            კომისიის წევრი                                                                   სოფიო ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრი                                                                    ირაკლი მოსეშვილი 

            კომისიის წევრი                                                                    აკაკი სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                    კახი ბექაური

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები