წვდომის მენიუ

სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ შორის 2010 წლის პირველ ოქტომბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შეს

ნომერი: 701 / 19

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 22, 2014 22:34

მიღების თარიღი დეკემბერი 16, 2014 22:34

სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ შორის 2010 წლის პირველ ოქტომბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, კომისიის 2014 წლის 26 სექტემბრის N5 დადგენილების შესაბამისად ცვლილებები განხორციელდა „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში. კერძოდ, დებულების მე-9 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ სააბონენეტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე ხელშეკრულების მოქმედების ვადა შესაძლოა შეიცვალოს კომისიისა და ადმინისტრატორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ამავე დადგენილებით ცვლილებები განხორციელდა დებულების მე-10 მუხლის ზ) და თ) პუნქტებში (რომლებიც ამოქმედდება 2015 წლის 1 იანვრიდან), რაც ითვალისწინებს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებების უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისთვის მომსახურების გაწევის ტარიფის დაანგარიშების მიმართ ახლებურ მიდგომას.

ზემოაღნიშნული ცვლილებების შესაბამისად, კომისიის მიერ შემუშავებულ იქნა „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე“ კომისიასა და შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ შორის 2010 წლის 01 ოქტომბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების პროექტი, რომლიც კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-9 მუხლის 31 პუნქტისა და კომისიასა და შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ შორის 2010 წლის 1 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შეთანხმების მიზნით გადაეგზავნა შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ (წერილი 28.10.2014 N2197-14). შპს „მედიაპრო ჯორჯიამ“ 2014 წლის 1 დეკემბრის N6/7040-14 წერილით თანხმობა განაცხადა კომისიის მიერ გადაგზავნილი შეთანხმების პროექტის ხელმოწერაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ, კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-9 მუხლის 31  პუნქტისა და კომისიასა და შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ შორის 2010 წლის 1 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიასა და შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ შორის 2010 წლის 1 ოქტომბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში  შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მისი ხელმოწერისთანავე და ძალაშია 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით“;

ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედება წყდება ვადის ამოწურვისთანავე, თუ ადმინისტრატორი, საკონკურსო წესით,  მომდევნო ვადით ვერ მოიპოვებს  ამ საქმიანობის განხორციელების უფლებას;“

გ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 21 პუნქტი:

„21. კომისია უფლებამოსილია სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორთან ურთიერთშეთანხმებით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გააგრძელოს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენამდე ან კონკურსში გამარჯვებულის მიერ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის დანერგვამდე;“

დ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ზ) ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინარსის ზ.გ) ქვეპუნქტი:

ზ.გ) 2015 წლის 1 იანვრიდან ფიქსირებული წლიური საფასურით  - 500,000.00 (ხუთასი ათასი) ევრო (დღგ-ს გარეშე) საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, რომლის გადახდასაც უზრუნველყოფენ ელექტრონული საკომუნიკაციო  ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირები კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-10 მუხლის ზ) და თ) პუნქტებით გათვალისწინებული პრინციპის შესაბამისად გადანაწილებული ოდენობით;

2. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე კომისიასა და შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ შორის 2010 წლის პირველ ოქტომბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე შეთანხმებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს კომისიის თავმჯდომარეს ვახტანგ აბაშიძეს;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ორმხრივად ხელმოწერილი შეთანხმების 1 ეგზემპლარის შპს „მედიაპრო ჯორჯიასთვის“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისთანავე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                      ვახტანგ აბაშიძე

            კომისიის წევრები                                                                 სოფიო ბრიტანჩუკი

                                                                                                            კახი ბექაური

                                                                                                            აკაკი სიხარულიძე

                                                                                                            ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები