წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის № 91 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 703 / 17

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 30, 2014 11:41

მიღების თარიღი დეკემბერი 18, 2014

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის № 91 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2014 წლის 18 დეკემბრის №91 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–15 და მე–16 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2014 წლის 18 დეკემბრის №91 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1(ერთი) საკითხი: შპს “სტერეო+“-ის (ს/ნ 204986408)  კუთვნილი  საოპერაციო აქტივის (რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F37, №F77, №84, F86 ლიცენზიები) შპს “ტვმობილის“ (ს/ნ 432385518)  მიერ  შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ;

2. გადატანილ იქნეს კომისიის 2014 წლის 18 დეკემბრის №91 სხდომის დღის წესრიგის მე–10 (შპს ”სტერეო+”-ის კერძო მაუწყებლობის №B145 ლიცენზიის შპს ”სტერეოსთვის” გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ) და მე–12 (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ) საკითხების განხილვა 2014 წლის 25 დეკემბერს, 16:00 საათზე, ხოლო მე–11 (შპს „ახალი ქსელებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ) საკითხის განხილვა 2015 წლის 08 იანვარს, 16:00 საათზე;

3. კომისიის 2014 წლის 18 დეკემბრის №91 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

სოფიო ბრიტანჩუკი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

№91 სხდომის

ქ. თბილისი                                                           2014  წლის 18 დეკემბერი, 16:00 საათი

დ  ღ  ი  ს    წ  ე  ს  რ  ი  გ  ი:

1.       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №91 სხდომის დღის წესრიგის   დამტკიცების შესახებ (მომხს. ნ. ჯანელიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

2.       სსიპ ”ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის”  არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

3.       სს ”ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

4.       შპს ”ELIT-TAXI”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

5.       შპს ”ვენისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

6.       შპს ”ბათუმი   სტარისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

7.       ინდ. მეწარმე ”ლუიზა ბალავაძისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

8.       ინდ. მეწარმე ”არჩილ მაკრახიძისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

9.       შპს „გლობალ სელისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

10.    შპს “სტერეო+“-ის (ს/ნ 204986408)  კუთვნილი  საოპერაციო აქტივის (რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F37, №F77, №84, F86 ლიცენზიები) შპს “ტვმობილის“ (ს/ნ 432385518)  მიერ  შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. ე.ასანიძე - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი);

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები