წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის № 92 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 714 / 17

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 02, 2015 18:42

მიღების თარიღი დეკემბერი 25, 2014

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის № 92 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2014 წლის  25 დეკემბრის №92 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე–15 და მე–16 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №92 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:

ა) შპს „რ-რადიოსათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

ბ) შპს „მაგთიკომის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  №F2, №F4, №F12,  №F15,  №F16, შპს „ჯეოსელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  №F17, №F18, №F20,  №F24 და შპს „მობიტელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  №F5, №F42 და  №F59 ლიცენციების  მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. თ.ტყეშელაშვილი – სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი);

გ) თბილისის ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელეფონო ქსელის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლობისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. თ. ტყეშელაშვილი – სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი);

2. გადატანილ იქნეს კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №92 სხდომის დღის წესრიგის მე–15 (შპს ”სტერეო+”-ის კერძო მაუწყებლობის №B145 ლიცენზიის შპს ”სტერეოსთვის” გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ) საკითხის განხილვა 2015 წლის 08 იანვარს, 16:00 საათზე დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით, ხოლო მე–17 საკითხის (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ) განხილვა 2014 წლის 30 დეკემბერს, 16:00 საათზე;

3. კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №92 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ირაკლი მოსეშვილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

№92 სხდომის

ქ. თბილისი                                                           2014  წლის 25 დეკემბერი, 16:00 საათი

დ  ღ  ი  ს    წ  ე  ს  რ  ი  გ  ი:

1.       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №92 სხდომის დღის წესრიგის   დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);

2.       შპს „მაგთიკომის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  №F2, №F4, №F12,  №F15,  №F16, შპს „ჯეოსელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  №F17, №F18, №F20,  №F24 და შპს „მობიტელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  №F5, №F42 და  №F59 ლიცენციების  მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. თ.ტყეშელაშვილი – სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი);

3.          თბილისის ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელეფონო ქსელის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლობისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. თ. ტყეშელაშვილი – სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი);

4.          სსიპ “საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

5.          შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ”რიკო ექსპრესისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

6.          შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

7.          შპს ”აჭარა+”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

8.          შპს “ქართული კაზინოს ჯგუფისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

9.          შპს “ტრიბასთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

10.       შპს ”გ&გ”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

11.       შპს “ტაქსისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

12.       შპს ”ხატია 2000”-ს განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

13.       შპს „ვაიმაქს ჯორჯიასა“ და სს „სილქნეტს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F64, F66, F68 ლიცენზიების დროებითი გადაპირების თაობაზე (მომხს. ნ.შოვნაძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

14.       შპს “ტელეკომპანია თბილისის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B88 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №836/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

15.       შპს „რ-რადიოსათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

16.       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014  წლის 15 ივლისის №367/22 გადაწყვეტილებაში  ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი).

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები