წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 15 ივლისის №367/22 გადაწყვეტილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 729 / 19

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 31, 2014 12:30

მიღების თარიღი დეკემბერი 25, 2014

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014  წლის 15 ივლისის №367/22 გადაწყვეტილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის მე-13 მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–8 მუხლის მე–4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. კომისიის 2014  წლის 15 ივლისის  №367/22 გადაწყვეტილების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციით გ) ქვეპუნქტი:

,,გ) პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში ორჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობის დაცვით, კომისიის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცალკეულ მუხლებში მიღებული ეკონომიის შემთხვევაში.“;

2. კომისიის 2014  წლის 15 ივლისის  №367/22  გადაწყვეტილების მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის 41 პუნქტი:

,,41. პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტით განსაზღვრული პრემიის გაცემის თაობაზე ბრძანებას გამოსცემს კომისიის თავმჯდომარე, თუ არსებობს კომისიის გადაწყვეტილება კომისიის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ცვლილებების შეტანისა და ცალკეულ მუხლებში მიღებული ეკონომიის საფუძველზე გამოთავისუფლებული თანხის ბიუჯეტის პრემირების მუხლში გადატანის თაობაზე.“;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge), ასევე  კომისიაში  დასაქმებულთათვის გაცნობა;

4.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ.; №6) ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                ვახტანგ აბაშიძე

წევრი                                                                                                                                       კახი ბექაური

წევრი                                                                                                                            ირაკლი მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები