მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 20, 2015 12:39
მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2014
მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის N663/8 გადაწყვეტილებით, გამოცხადდა აუქციონი მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით (downlink“ - 806.0-816.0 მჰც სიხშირული რესურსი და „uplink“ - 847.0-857.0 მჰც სიხშირული რესურსი) სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.
ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 48 364 386,00 (ორმოცდარვა მილიონ სამას სამოცდაოთხი ათას სამას ოთხმოცდაექვსი) ლარის ოდენობით; აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 29 დეკემბრის 13:00 საათი; ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 19 დეკემბრის 17:00 საათი; აუქციონის ბიჯმა შეადგინა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%, დამრგვალებული მთელ რიცხვამდე ანუ 2,418,219.00 (ორი მილიონ ოთხასთვრამეტი ათას ორას ცხრამეტი) ლარი;
კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად კომისიაში განცხადება წარმოადგინა მხოლოდ შპს „მობიტელმა“. განცხადებას თანდართული ჰქონდა 2014 წლის 28 ნოემბრის N663/8 გადაწყვეტილებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია, კერძოდ, შპს „მობიტელის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%–ის – 4,836,438.60 (ოთხი მილიონ რვაასოცდათექვსმეტი ათას ოთხასოცდათვრამეტი ლარი და 60) გადახდის დამადასტურებელი საბუთი; სალიცენზიო მოსაკრებელის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მობიტელის“ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.
აუქციონი გაიმართა კომისიის 2014 წლის 29 დეკემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „მობიტელის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი, დირექტორი – გიორგი ტყეშელაშვილი. „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში.
შპს “მობიტელის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გიორგი ტყეშელაშვილმა, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის - 50, 782 605 (ორმოცდაათი მილიონ შვიდასოთხმოცდაორი ათას ექვსასხუთი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „მობიტელი“ მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის N663/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 50,782,605.00 (ორმოცდაათი მილიონ შვიდასოთხმოცდაორი ათას ექვსასხუთი) ლარი.
2. უზრუნველყოს შპს „მობიტელმა“ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს - 15,234,781.50 ლარს გამოკლებული ბეს სახით ბიუჯეტში გადახდილი 4,836,438,60 ლარი ანუ - 10,398,342.90 ლარის (ათი მილიონ სამასოთხმოცდათვრამეტი ათას სამასორმოცდაორი ლარი და 90) გადახდა ერთი თვის ვადაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773402;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ს – 35 547 823.5 (ოცდახუთმეტი მილიონ ხუთასორმოცდაშვიდი ათას რვაასოცდასამი ლარი და 50) ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-სა და გადახდილ ბეს შორის სხვაობის - 10,398,342.90 ლარის (ათი მილიონ სამასოთხმოცდათვრამეტი ათას სამასორმოცდაორი ლარი და 90) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-სა და გადახდილ ბეს შორის სხვაობის - 10,398,342.90 ლარის, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენზიის მაძიებელს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;
6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აუქციონის მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
9. გადაწყვეტილება ძალაში შედის დამოწმებული ასლის შპს „მობიტელისათვის“ ჩაბარებისთანავე;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე)
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-2 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (თ. ტყეშელაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
