წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის № 94 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 731 / 17

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 20, 2015 12:51

მიღების თარიღი დეკემბერი 30, 2014

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის № 94 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2014 წლის 30 დეკემბრის №94 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2014 წლის 30 დეკემბრის №94 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

სოფიო ბრიტანჩუკი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

№94 სხდომის

ქ. თბილისი                                                           2014  წლის 30 დეკემბერი, 16:00 საათი

დ  ღ  ი  ს    წ  ე  ს  რ  ი  გ  ი:

1.      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №94 სხდომის დღის წესრიგის   დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);

2.      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ (მომხს. ი. მახარაძე – მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი).

3.         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.აბულაძე - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი);

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები