წვდომის მენიუ

შპს ,,ბექა ჯისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 74 / 18

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 25, 2014

მიღების თარიღი თებერვალი 06, 2014

 

შპს ,,ბექა ჯისთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

2014 წლის 14 იანვარს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (ი.მახარაძე) 2014 წლის  16 იანვრის  №10/68-14 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალებით (2013  წლის 25 დეკემბრის შემოწმების აქტი; შემოწმების პროცესის ამსახველი ვიდეო მასალა; შპს ,,გლობალ მედია ჯგუფის“ განცხადება (№6/6984-13; 06.12.13.); შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის განცხადება (№6/6984-13; 06.12.13) საიდანაც ირკვევა, რომ 2013 წლის 25 დეკემბერს, შპს ,,ბექა ჯის“ ოფისში, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს ,,ბექა ჯის“ შემოწმება, მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების მართლზომიერი რეტრანსლირების შესწავლის მიზნით. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ შპს ,,ბექა ჯი“ ახორციელებდა სამაუწყებლო არხების: ,,მაესტრო”, ,,პირველი საზოგადოებრივი არხი”,  ,,რუსთავი 2”, ,,იმედი”, ,,ტელეარხი 25“, ,,C1”, ,,Индия”, ,,CBC”, ,,Show TV”, ,,Euronews“, ,,TV3“, ,,THT”, ,,HTB”, ,,МИР TB”, ,,Иллюзион+”, ,,Planeta RTR”, ,,Шансон ТВ ”, ,,Дом Кино”, ,,TB3“, ,,OPT”, ,,Звезда“, ,,აჭარა”, ,,კავკასია“, ,,მეორე საზოგადოებრივი არხი”, ,,ობიექტივი”, ,,Setanta”, ,,კომედი არხი“, ,,GDS”, ,,მაესტრო 24”, ,,Охота и рыбалка“, ,,Бойцовский Клуб”, ,,Карусель”, საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემას (ტრანზიტს). 2014 წლის 16 იანვრის მდგომარეობით, შპს ,,ბექა ჯის“ კომისიაში არ წარმოუდგენია არცერთ სამაუწყებლო არხზე საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები (ხელშეკრულებები, სანებართვო წერილები და სხვ.). ამასთან, კომისიამ 2013 წლის 17 ოქტომბერს წერილობით (№04.2204-13) მიმართა შპს ,,ბექა ჯის“ და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსთხოვა სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა. 2013 წლის 28 ოქტომბერს კომისიაში შემოვიდა შპს ,,ბექა ჯის“ წერილი, რომლითაც ის კომისიას ატყობინებდა, რომ კომპანია აწარმოებდა მოლაპარაკებებს შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებაზე, რომლებსაც უახლოეს დღეებში წარმოადგენდა კომისიაში, რაც მის მიერ არ შესრულდა.

ზემოაღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2014 წლის 23 იანვარს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ბექა ჯისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე,  მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევისა და  სატელევიზიო არხების საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემის გამო, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის  30 იანვარს. აღნიშნულის შესახებ შპს ,,ბექა ჯის“ ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ  შეტყობინება შპს ,,ბექა ჯის“  ჩაჰბარდა 2014 წლის 27 იანვარს (გზავნილის კოდი: 040007741368), მისი წარმომადგენელი კომისიის 2014 წლის 30 იანვრის სხდომაზე არ გამოცხადდა. კომისიამ გადადო საკითხის განხილვა 2014 წლის 6 თებერვლისთვის, რის თაობაზეც შპს ,,ბექა ჯის“ ეცნობა შეტყობინებით და განმეორებით იქნა მოწვეული ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ხელმეორედ განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,ბექა ჯის“ შეტყობინება ჩაჰბარდა 2014 წლის 3 თებერვალს (გზავნილის კოდი: 040007742172), მისი წარმომადგენელი 2014 წლის 6 თებერვლის კომისიის სხდომაზე  კვლავ არ გამოცხადდა და არც შუამდგომლობით მიუმართავს კომისიისთვის სხდომის გადადების თაობაზე. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ის უფლებამოსილია განიხილოს შპს ,,ბექა ჯისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, ვინაიდან მის მიერ სრულად არის შესრულებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,ბექა ჯის“ შესახებ მონაცემები;

2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 16 იანვრის №10/68-14 სამსახურებრივი ბარათი;

3. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013  წლის  25 დეკემბრის შემოწმების აქტი №15;

4. 2013 წლის 25 დეკემბერს ჩატარებული შემოწმების პროცესის ამსახველი აუდიო -ვიზუალური ჩანაწერი (CD);

5. შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი: 6/6978-13; 06.12.13);

6. შპს ,,გლობალ მედია ჯგუფის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი: 6/6984-13; 06.12.13);

7.  კომისიის 2013 წლის 17 ოქტომბრის №04/2204-13 წერილი;

8.  შპს ,,ბექა ჯის“ 2013 წლის 25 ოქტომბრის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი: 6/6292-13; 28.10.13);

.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ გამორკვეულ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს  ,,ბექა ჯი“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 02.05.13, ავტორიზებული საქმიანობის სახე - მაუწყებლობის ტრანზიტი; ადგილობრივი დაშვების ქსელითა და/ან ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა);

2.  2013 წლის 6 დეკემბერს, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-მა და შპს ,,გლობალ მედია ჯგუფმა“ კომისიას მიმართეს განცხადებებით (№6/6978-13 და №6/6984-13) შპს ,,ბექა ჯის“ მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე არამართზომიერი რეტრანსლირების თაობაზე. აღნიშნული განცხადებების საფუძველზე, 2013 წლის 25 დეკემბერს, 12:45 საათზე, შპს ,,ბექა ჯის“ ოფისში (მის: ქ.ბათუმი, გამსახურდიას ქუჩა №32) კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლების (წამყვანი სპეციალისტი ზ.კვირკველია; წამყვანი სპეციალისტი კონსტანტინე ქორიძე) მიერ განხორციელდა შპს ,,ბექა ჯის“ მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №15.  შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტები: ზ.კვირკველია; კ.ქორიძე და შემოწმების პროცესისა და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე, შპს ,,ბექა ჯის“ თანამშრომელი როინ ბერიძე;

3. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ  შპს ,,ბექა ჯი“ საკუთარი საკაბელო ქსელით ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: ,,მაესტრო”, ,,პირველი საზოგადოებრივი არხი”,  ,,რუსთავი 2”, ,,იმედი”, ,,ტელეარხი 25“, ,,C1”, ,,Индия”, ,,CBC”, ,,Show TV”, ,,Euronews“, ,,TV3“, ,,THT”, ,,HTB”, ,,МИР TB”, ,,Иллюзион+”, ,,Planeta RTR”, ,,Шансон ТВ ”, ,,Дом Кино”, ,,TB3“, ,,OPT”, ,,Звезда“, ,,აჭარა”, ,,კავკასია“, ,,მეორე საზოგადოებრივი არხი”, ,,ობიექტივი”, ,,Setanta”, ,,კომედი არხი“, ,,GDS”, ,,მაესტრო 24”, ,,Охота и рыбалка“, Бойцовский Клуб», ,,Карусель”;

4. შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება როგორც 2013 წლის 25 დეკემბრის №15  შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული  მოთხოვნების შესაბამისად, ასევე შემოწმების პროცესის ამსახველი ვიდეო ჩანაწერით (CD);

5.   2014 წლის 16 იანვრის მდგომარეობით და  არც წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დროისთვის, შპს ,,ბექა ჯის“ კომისიაში არ წარმოუდგენია არცერთ სატელევიზიო არხზე რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულებები, სანებართვო წერილები);

6.  2013 წლის 17 ოქტომბერს კომისიამ წერილობით (№04/2204-13) მიმართა შპს ,,ბექა ჯის“ და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსთხოვა სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ტრანზიტის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა. 2013 წლის 28 ოქტომბერს კომისიაში შემოვიდა შპს ,,ბექა ჯის“ წერილი, რომლითაც ის კომისიას ატყობინებდა, რომ კომპანია აწარმოებდა მოლაპარაკებებს შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებაზე, რომლებსაც უახლოეს დღეებში წარმოადგენდა კომისიაში, რაც მის მიერ არ შესრულებულა;

7.   შპს ,,ბექა ჯის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული არ ყოფილა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;

2.    „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;

3.   „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  ისმო-ს ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;

,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;

4.   ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

5.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად; ამავე პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

6.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;

7.   „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი1) ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის ჟ) ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;

8. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

კომისიას მიაჩნია, რომ  სამაუწყებლო არხების: ,,მაესტრო”, ,,პირველი საზოგადოებრივი არხი”,  ,,რუსთავი 2”, ,,იმედი”, ,,ტელეარხი 25“, ,,C1”, ,,Индия”, ,,CBC”, ,,Show TV”, ,,Euronews“, ,,TV3“, ,,THT”, ,,HTB”, ,,МИР TB”, ,,Иллюзион+”, ,,Planeta RTR”, ,,Шансон ТВ ”, ,,Дом Кино”, ,,TB3“, ,,OPT”, ,,Звезда“, ,,აჭარა”, ,,კავკასია“, ,,მეორე საზოგადოებრივი არხი”, ,,ობიექტივი”, ,,Setanta”, ,,კომედი არხი“, ,,GDS”, ,,მაესტრო 24”, ,,Охота и рыбалка“, Бойцовский Клуб», ,,Карусель” შესაბამისი ხელშეკრულებებისა ან/და სანებართვო წერილების  გარეშე უცველელი სახით გადაცემით, შპს ,,ბექა ჯის“  მიერ, დაირღვა  ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის   ბ) ქვეპუნქტი.

ვინაიდან, შპს ,,ბექა ჯის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული არ იყო ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები, ის უნდა წერილობით გაფრთხილდეს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,ბექა ჯის“, ამავდროულად, უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: ,,მაესტრო”, ,,პირველი საზოგადოებრივი არხი”,  ,,რუსთავი 2”, ,,იმედი”, ,,ტელეარხი 25“, ,,C1”, ,,Индия”, ,,CBC”, ,,Show TV”, ,,Euronews“, ,,TV3“, ,,THT”, ,,HTB”, ,,МИР TB”, ,,Иллюзион+”, ,,Planeta RTR”, ,,Шансон ТВ ”, ,,Дом Кино”, ,,TB3“, ,,OPT”, ,,Звезда“, ,,აჭარა”, ,,კავკასია“, ,,მეორე საზოგადოებრივი არხი”, ,,ობიექტივი”, ,,Setanta”, ,,კომედი არხი“, ,,GDS”, ,,მაესტრო 24”, ,,Охота и рыбалка“, Бойцовский Клуб», ,,Карусель” არამართლზომიერი გადაცემა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  შპს ,,ბექა ჯი“ გაფრთხილდეს „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ისმო-ს  „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

2.  შპს ,,ბექა ჯიმ“ უზრუნველყოს შემდეგი სატელევიზიო არხების: ,,მაესტრო”, ,,პირველი საზოგადოებრივი არხი”,  ,,რუსთავი 2”, ,,იმედი”, ,,ტელეარხი 25“, ,,C1”, ,,Индия”, ,,CBC”, ,,Show TV”, ,,Euronews“, ,,TV3“, ,,THT”, ,,HTB”, ,,МИР TB”, ,,Иллюзион+”, ,,Planeta RTR”, ,,Шансон ТВ ”, ,,Дом Кино”, ,,TB3“, ,,OPT”, ,,Звезда“, ,,აჭარა”, ,,კავკასია“, ,,მეორე საზოგადოებრივი არხი”, ,,ობიექტივი”, ,,Setanta”, ,,კომედი არხი“, ,,GDS”, ,,მაესტრო 24”, ,,Охота и рыбалка“, Бойцовский Клуб», ,,Карусель” საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

3.   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,ბექა ჯისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ.ბერია) შპს ,,ბექა ჯისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

7.    გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ბექა ჯისთვის“  ჩაბარების დღიდან;

8.    გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

     კომისიის თავმჯდომარის

     მოვალეობის შემსრულებელი                                                                აკაკი სიხარულიძე

     კომისიის წევრი                                                                                       კახი ბექაური                      

     კომისიის წევრი                                                                                       სოფიო ბრიტანჩუკი

     კომისიის წევრი                                                                                         ირაკლი მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები