შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 06, 2014
მიღების თარიღი თებერვალი 06, 2014
შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
2013 წლის 20 დეკემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (მ.აროშიძე) 2013 წლის 19 დეკემბრის №10/1812-13 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალებით (2013 წლის 30 ოქტომბრის №12 შემოწმების აქტი; შემოწმების პროცესის ამსახველი ვიდეო მასალა; სააბონენტოს გადახდის დამადასტურებელი ქვითრები; შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები), საიდანაც ირკვევა, რომ შპს ,,TV ERA”-ს განცხადების (№71; 27.09.13.) საფუძველზე ჩატარებული შემოწმების დროს, 2013 წლის 30 ოქტომბერს, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ი ახორციელებდა სამაუწყებლო არხების: ,,HTB”, ,,პირველი საზოგადოებრივი არხი”, ,,ტელეარხი 25”, ,,რუსთავი 2”, ,,იმედი”, ,,აჭარა”, ,,აფხაზეთის ხმა”, ,,თრიალეთი”, ,,TV3“, ,,მაესტრო”, ,,ერთსულოვნება”, ,,კომედი არხი“, ,,მეორე საზოგადოებრივი არხი”, ,,RTVi”, ,,Euronews“, ,,Феникс Кино”, ,,Домашный‘‘, ,,National Geographic”, ,,Explorer”, ,,Ru Music”, ,,Перец”, ,,Animal Planet”, ,,Сарафан”, ,,Россия К”, ,,МИР TB”, ,,Дом Кино”, ,,STV”, ,,ენკი - ბენკი”, ,,INTER+”, ,,CТC”, ,,Шансон ТВ”, ,,კავკასია”, ,,Карусель”, ,,Discovery Channel”, ,,24 Техно”, ,,Спорт – онлаин”, ,,Киноплюс”, ,,ITV”, ,,Много ТВ”, ,,ობიექტივი”, ,,Eurosport”, ,,Иллюзион”, ,,Планета”, ,,TL-ტექსტი”, ,,Fashion TV”, ,,PEH TB“, ,,Россия 1 (ОРТ)”, ,,Охота и рыбалка“, ,,Новое Кино”, ,,TV1000 Action”, ,,21 tv (XXI)”, ,,Премьера”, ,,Eurosport2”, ,,Show Tv”, ,,Теннис», ,,GDS”, ,,THT” საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემას (ტრანზიტს). 2013 წლის 19 დეკემბრის მდგომარეობით, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სატელევიზიო არხების: ,,HTB”, ,,პირველი საზოგადოებრივი არხი”, ,,აფხაზეთის ხმა”, ,,თრიალეთი”, ,,TV3“, ,,მაესტრო”, ,,ერთსულოვნება”, ,,მეორე საზოგადოებრივი არხი”, ,,RTVi”, ,,Феникс Кино», ,,Домашный‘‘, ,,National Geographic”, ,,Explorer”, ,,Ru Music”, ,,Перец”, ,,Animal Planet”, ,,Сарафан”, ,,Россия К”, ,,Дом Кино”, ,,STV”, ,,INTER+”, ,,CТC”, ,,Шансон ТВ ”, ,,კავკასია”, ,,Карусель”, ,,Discovery Channel”, ,,24 Техно”, ,,Спорт – онлаин”, ,,Киноплюс”, ,,ITV”, ,,Много ТВ”, ,,ობიექტივი”, ,,Eurosport”, ,,Иллюзион”, ,,Планета”, ,,TL-ტექსტი”, ,,Fashion TV”, ,,PEH TB“, ,,Россия 1 (ОРТ)”, ,,Охота и рыбалка“, ,,Новое Кино”, ,,TV1000 Action”, ,,21 tv (XXI)”, ,,Премьера”, ,,Eurosport2”, ,,Show Tv”, ,,Теннис», ,,GDS”, ,,THT” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები (ხელშეკრულებები, სანებართვო წერილები და სხვ.). შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესწავლის საფუძველზე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (მ.აროშიძე) მიაჩნია, რომ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის მიერ აღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.
ზემოაღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2013 წლის 27 დეკემბერს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევისა და სატელევიზიო არხების საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემის გამო, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის 17 იანვარს, 16 სთ. აღნიშნულის შესახებ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. აღნიშნული საკითხის განხილვის თარიღი შეიცვალა და დაინიშნა 2014 წლის 23 იანვარს, რის შესახებ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით, რომელიც მას ჩაბარდა 2014 წლის 14 იანვარს.
2014 წლის 15 იანვარს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (ი.მახარაძე) 2014 წლის 15 იანვრის №10/61-14 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალებით (2013 წლის 24 დეკემბრის №14 შემოწმების აქტი; შემოწმების პროცესის ამსახველი ვიდეო მასალა; სააბონენტოს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; შპს ,,შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის აბონენტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი), საიდანაც ირკვევა, რომ 2013 წლის 24 დეკემბერს, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ი თავის საკაბელო ქსელით ახორციელებდა სამაუწყებლო არხების: ,,პირველი საზოგადოებრივი არხი”, ,,ტელეარხი 25”, ,,რუსთავი 2”, ,,იმედი”, ,,აჭარა”, ,,აფხაზეთის ხმა”, ,,თრიალეთი”, ,,TV3“, ,,HTB + Футбол”, ,,HTB + Футбол 2”, ,,მაესტრო”, ,,მაესტრო 24“, ,,Cartoon Network“, ,,Кухня TB”, ,,ერთსულოვნება”, ,,კომედი არხი“, ,,მეორე საზოგადოებრივი არხი”, ,,RTVi”, ,,Euronews“, ,,Феникс Кино», ,,Домашный‘‘, ,,National Geographic”, ,,Explorer”, ,,Перец”, ,,Сарафан”, ,,Россия К”, ,,МИР TB”, ,,Дом Кино”, ,,STV”, ,,ენკი - ბენკი”, ,,History”, ,,CТC”, ,,Шансон ТВ”, ,,კავკასია”, ,,Карусель”, ,,24 Техно”, ,,Индия TB”, ,,Киноплюс”, ,,TB 5”, ,,ობიექტივი”, ,,Eurosport”, ,,Иллюзион”, ,,Моя Планета”, ,,HTB”, ,,PEH TB“, ,,Россия 1 (ОРТ)”, ,,Охота и рыбалка“, ,,Новое Кино”, ,,TV1000 Action”, ,,Премьера”, ,,Eurosport 2”, ,,Show TV”, ,,THT”, ,,Спорт 1”, ,,Кинохит», ,,C1”, ,,TV8” საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემას (ტრანზიტს). 2014 წლის 15 იანვრის მდგომარეობით, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სატელევიზიო არხების: ,,პირველი საზოგადოებრივი არხი”, ,,აფხაზეთის ხმა”, ,,თრიალეთი”, ,,TV3“, ,,HTB + Футбол”, ,,HTB + Футбол 2”, ,,მაესტრო”, ,,მაესტრო 24“, ,,Кухня TB”, ,,ერთსულოვნება”, ,,მეორე საზოგადოებრივი არხი”, ,,RTVi”, ,,Феникс Кино», ,,Домашный‘‘, ,,National Geographic”, ,,Explorer”, ,,Перец”, ,,Сарафан”, ,,Россия К”, ,,Дом Кино”, ,,STV”, ,,ენკი - ბენკი”, ,,History”, ,,CТC”, ,,Шансон ТВ”, ,,კავკასია”, ,,Карусель”, ,,24 Техно”, ,,Индия TB”, ,,Киноплюс”, ,,TB 5”, ,,ობიექტივი”, ,,Eurosport”, ,,Иллюзион”, ,,Моя Планета”, ,,HTB”, ,,PEH TB“, ,,Россия 1 (ОРТ)”, ,,Охота и рыбалка“, ,,Новое Кино”, ,,TV1000 Action”, ,,Премьера”, ,,Eurosport 2”, ,,Show TV”, ,,THT”, ,,Спорт 1”, ,,Кинохит», ,,C1”, ,,TV8” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები (ხელშეკრულებები, სანებართვო წერილები და სხვ.). შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესწავლის საფუძველზე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე) მიაჩნია, რომ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის მიერ აღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (ი.მახარაძე) 2014 წლის 15 იანვრის №10/61-14 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალებით შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს ჩაბარდა 2014 წლის 20 იანვარს.
კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 22 იანვარს, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-მა კომისიას განცხადებით (№6/404-14; 22.01.14) მიმართა და ითხოვა 2014 წლის 23 იანვარს დანიშნული კომისიის სხდომის გადადება იმ საფუძვლით, რომ კომპანიის იურისტი გ.სირაძე იმყოფებოდა შვებულებაში 2014 წლის 14 იანვრიდან 2014 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 23 იანვრის სხდომაზე, კომისიამ დააკმაყოფილა შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის მოთხოვნა და კომისიის სხდომა დანიშნა 2014 წლის 6 თებერვალს, რის შესახებ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე, განმეორებით განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 6 თებერვალს კომისიაში შემოვიდა შპს ,,TV XXI +“-ის წერილობითი შუამდგომლობა (№6/639-14; 06.02.2014) შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის გადადებისა და აღნიშნული საკითხის განხილვის მიზნით დანიშნულ სხდომაზე შპს ,,TV XXI +“-ის მოწვევის თაობაზე. წარმოდგენილ შუამდგომლობაში საკითხის განხილვის გადადება მოთხოვნილია იმ გარემოებებზე მითითებით, რომელთა თანახმად, შპს ,,TV XXI +“-სა და შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს შორის მიმდინარეობს სასამართლო დავები ქონების და მატერიალური აქტივების კუთვნილებასთან დაკავშირებით და სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია; 2013 წლის ბოლომდე სადგურის მომსახურებას და მართვას ეწეოდა შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ი, ხოლო 2014 წლიდან სადგურის განკარგვა და მომსახურება დაექვემდებარა შპს ,,TV XXI +“-ის კონტროლს; შპს ,,TV XXI +“-მა ხელშეკრულებები გააფორმა სამაუწყებლო არხების დილერებთან და აბონენტებს მოსახურებას უწევს ხელშეკრულებების საფუძველზე; ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,TV XXI +“ს მიაჩნია, რომ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს არავითარი საფუძველი არ გააჩნია ჩათვალოს შპს ,,TV XXI +“-ის აბონენტები თავის აბონენტებად და აბონენტებს მუქარითა და შანტაჟით მოთხოვოს სააბონენტო გადასახადი და მითუმეტეს გათიშოს აბონენტები, რომელთაც სააბონენტო გადასახადი გადახდილი აქვთ შპს ,,TV XXI +“-ისთვის.
კომისია აღნიშნავს რომ კომისიის 2014 წლის 6 თებერვლის სხდომაზე კომისიამ განიხილა და არ დააკმაყოფილა შპს ,,TV XXI +“-ის შუამდგომლობა (№6/639-14; 06.02.2014) ვინაიდან, 2014 წლის 6 თებერვალს კომისია იკვლევდა ფაქტობრივ გარემოებებს შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის დადგენის მიზნით და არა ამ უკანასკნელსა და შპს ,,TV XXI+”-ს შორის მიმდინარე ქონებრივ დავას.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 6 თებერვლის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის იურისტი გ.სირაძე, რომელმაც განმარტა, რომ მართალია შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის ქსელით მომხმარებლებს არამართლზომიერად მიეწოდება სამაუწყებლო არხები, ამასთან, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ი მომხმარებლებისაგან იღებს მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებისათვის დადგენილ სააბონენტო გადასახდელს, მაგრამ, იქვე დასძინა, რომ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის ოფისი, სადაც განთავსებულია ტექნიკური აპარატურა და საიდანაც ხდება სამაუწყებლო არხების ტრანზიტი, დაკავებული აქვთ სხვა კომპანიებს (შპს ,,MINDA”; შპს ,,TVXXI”), რის გამოც შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ი მოკლებულია შესაძლებლობას აღკვეთოს სამაუწყებლო არხების არამართზომიერი ტრანზიტი. აქედან გამომდინარე, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს არ უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებად შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-მა კომისიას წარმოუდგინა: შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის განცხადება ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის II განყოფილებისადმი; საქართველოს შსს ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის II განყოფილების 2013 წლის 16 დეკემბრის წერილი; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 ივლისის განჩინება; სააღსრულებო ფურცელი.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის შესახებ მონაცემები;
2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №10/1812-12 სამსახურებრივი ბარათი თანდართული ხელშეკრულებებით სატელევიზიო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების თაობაზე;
3. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის 30 ოქტომბრის შემოწმების აქტი №12;
4. 2013 წლის 30 ოქტემბერს ჩატარებული შემოწმების პროცესის ამსახველი აუდიო -ვიზუალური ჩანაწერი (CD);
5. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 15 იანვრის №10/61-14 სამსახურებრივი ბარათი;
6. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის 24 დეკემბრის შემოწმების აქტი №14;
7. 2013 წლის 24 დეკემბრის შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერი (CD);
8. სააბონენტოს გადახდების დამადასტურებელი ქვითრები;
9. შპს ,,TV ERA“-ს 2013 წლის 27 სექტემბრის №71 განცხადება;
10. კომისიის 2011 წლის 27 მაისის №04/1082-11 წერილი და ამ წერილის შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
11. კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 წერილი და ამ წერილის შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-თვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
12. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80–13 წერილი და ამ წერილის შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-თვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
13. კომისიის 2014 წლის 17 იანვრის შეტყობინება (№03/100-14;17.01.2014) თანდართული კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათით (15.01.2014; №10/61-14) და 2014 წლის 24 დეკემბერს განხორციელებული შემოწმების მასალებით და აღნიშნული შეტყობინების შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: 040007741087);
14. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (6.01.2014; №10/14-14);
15. შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება და მის მიერ კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებები: შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის განცხადება ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის II განყოფილებისადმი; საქართველოს შსს ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის II განყოფილების 2013 წლის 16 დეკემბრის წერილი; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 ივლისის განჩინება; სააღსრულებო ფურცელი.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ გამორკვეულ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,BATUMI MEDIA GROUP” არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 27.05.11, ავტორიზებული საქმიანობის სახე - მაუწყებლობის ტრანზიტი; ადგილობრივი დაშვების ქსელითა და/ან ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა);
2. შპს ,,TV ERA”-ას განცხადების (№71; 27.09.2013.) საფუძველზე, 2013 წლის 30 ოქტომბერს, 17:55 საათზე, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის აბონენტ ნემსაძესთან (მის: ქ.ბათუმი, 26 მაისის ქუჩა №53, ბინა №16) კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლების (წამყვანი სპეციალისტი ზ.კვირკველია; სპეციალისტი ი.ბაღაშვილი) მიერ განხორციელდა შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №12. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი ზ.კვირკველია, ამავე დეპარტამენტის სპეციალისტი ი.ბაღაშვილი, შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის აბონენტი ნემსაძე;
3. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ი საკუთარი საკაბელო ქსელით ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: ,,HTB”, ,,პირველი საზოგადოებრივი არხი”, ,,ტელეარხი 25”, ,,რუსთავი 2”, ,,იმედი”, ,,აჭარა”, ,,აფხაზეთის ხმა”, ,,თრიალეთი”, ,,TV3“, ,,მაესტრო”, ,,ერთსულოვნება”, ,,კომედი არხი“, ,,მეორე საზოგადოებრივი არხი”, ,,RTVi”, ,,Euronews“, ,,Феникс Кино», ,,Домашный‘‘, ,,National Geographik”, ,,Explorer”, ,,Ru Music”, ,,Перец”, ,,Animal Planet”, ,,Сарафан”, ,,Россия К”, ,,МИР TB”, ,,Дом Кино”, ,,STV”, ,,ენკი - ბენკი”, ,,INTER+”, ,,CТC”, ,,Шансон ТВ ”, ,,კავკასია”, ,,Карусель”, ,,Discovery Channel”, ,,24 Техно”, ,,Спорт – онлаин”, ,,Киноплюс”, ,,ITV”, ,,Много ТВ”, ,,ობიექტივი”, ,,Eurosport”, ,,Иллюзион”, ,,Планета”, ,,TL-ტექსტი”, ,,Fashion TV”, ,,PEH TB“, ,,Россия 1 (ОРТ)”, ,,Охота и рыбалка“, ,,Новое Кино”, ,,TV1000 Action”, ,,21 tv (XXI)”, ,,Премьера”, ,,Eurosport2”, ,,Show Tv”, ,,Теннис», ,,GDS”, ,,THT”;
4. შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება როგორც 2013 წლის 30 ოქტომბრის №12 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის ამსახველი ვიდეო ჩანაწერით (CD);
5. 2013 წლის 19 დეკემბრის მდგომარეობით შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს კომისიაში არ წარმოუდგენია სატელევიზიო არხების: ,,HTB”, ,,პირველი საზოგადოებრივი არხი”, ,,აფხაზეთის ხმა”, ,,თრიალეთი”, ,,TV3“, ,,მაესტრო”, ,,ერთსულოვნება”, ,,მეორე საზოგადოებრივი არხი”, ,,RTVi”, ,,Феникс Кино», ,, Домашный‘‘, ,,National Geographik”, ,,Explorer”, ,,Ru Music”, ,,Перец”, ,,Animal Planet”, ,,Сарафан”, ,,Россия К”, ,,Дом Кино”, ,,STV”, ,,INTER+”, ,,CТC”, ,,Шансон ТВ ”, ,,კავკასია”, ,,Карусель”, ,,Discovery Channel”, ,,24 Техно”, ,,Спорт – онлаин”, ,,Киноплюс”, ,,ITV”, ,,Много ТВ”, ,,ობიექტივი”, ,,Eurosport”, ,,Иллюзион”, ,,Планета”, ,,TL-ტექსტი”, ,,Fashion TV”, ,,PEH TB“, ,,Россия 1 (ОРТ)”, ,,Охота и рыбалка“, ,,Новое Кино”, ,,TV1000 Action”, ,,21 tv (XXI)”, ,,Премьера”, ,,Eurosport2”, ,,Show Tv”, ,,Теннис», ,,GDS”, ,,THT” რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები (ხელშეკრულებები, სანებართვო წერილები);
6. 2013 წლის 24 დეკემბერს, 19:00 საათზე, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის აბონენტ თ. პირპილაძესთან (მის: ქ.ბათუმი, გიორგი ბრწყინვალის ქუჩა №117) კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლების (წამყვანი სპეციალისტი ზ.კვირკველია; წამყვანი სპეციალისტი კ.ქორიძე) მიერ განხორციელდა შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №14. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტები: ზ.კვირკველია და კ.ქორიძე, შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის აბონენტი თ.პირპილაძე;
7. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ი საკუთარი საკაბელო ქსელით ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: ,,პირველი საზოგადოებრივი არხი”, ,,ტელეარხი 25”, ,,რუსთავი 2”, ,,იმედი”, ,,აჭარა”, ,,აფხაზეთის ხმა”, ,,თრიალეთი”, ,,TV3“, ,,HTB + Футбол”, ,,HTB + Футбол 2”, ,,მაესტრო”, ,,მაესტრო 24“, ,,Cartoon Network“, ,,Кухня TB”, ,,ერთსულოვნება”, ,,კომედი არხი“, ,,მეორე საზოგადოებრივი არხი”, ,,RTVi”, ,,Euronews“, ,,Феникс Кино», ,,Домашный‘‘, ,,National Geographic”, ,,Explorer”, ,,Перец”, ,,Сарафан”, ,,Россия К”, ,,МИР TB”, ,,Дом Кино”, ,,STV”, ,,ენკი - ბენკი”, ,,History”, ,,CТC”, ,,Шансон ТВ”, ,,კავკასია”, ,,Карусель”, ,,24 Техно”, ,,Индия TB”, ,,Киноплюс”, ,,TB 5”, ,,ობიექტივი”, ,,Eurosport”, ,,Иллюзион”, ,,Моя Планета”, ,,HTB”, ,,PEH TB“, ,,Россия 1 (ОРТ)”, ,,Охота и рыбалка“, ,,Новое Кино”, ,,TV1000 Action”, ,,Премьера”, ,,Eurosport 2”, ,,Show TV”, ,,THT”, ,,Спорт 1”, ,,Кинохит», ,,C1”, ,,TV8”;
8. შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება როგორც 2013 წლის 24 დეკემბრის №14 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის ამსახველი ვიდეო ჩანაწერით (CD);
9. 2013 წლის 24 დეკემბრის მდგომარეობით და არც წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დროისთვის, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს კომისიაში არ წარმოუდგენია სატელევიზიო არხების: ,,პირველი საზოგადოებრივი არხი”, ,,აფხაზეთის ხმა”, ,,თრიალეთი”, ,,TV3“, ,,HTB + Футбол”, ,,HTB + Футбол 2”, ,,მაესტრო”, ,,მაესტრო 24“, ,,Кухня TB”, ,,ერთსულოვნება”, ,,მეორე საზოგადოებრივი არხი”, ,,RTVi”, ,,Феникс Кино», ,,Домашный‘‘, ,,National Geographic”, ,,Explorer”, ,,Перец”, ,,Сарафан”, ,,Россия К”, ,,Дом Кино”, ,,STV”, ,,ენკი - ბენკი”, ,,History”, ,,CТC”, ,,Шансон ТВ”, ,,კავკასია”, ,,Карусель”, ,,24 Техно”, ,,Индия TB”, ,,Киноплюс”, ,,TB 5”, ,,ობიექტივი”, ,,Eurosport”, ,,Иллюзион”, ,,Моя Планета”, ,,HTB”, ,,PEH TB“, ,,Россия 1 (ОРТ)”, ,,Охота и рыбалка“, ,,Новое Кино”, ,,TV1000 Action”, ,,Премьера”, ,,Eurosport 2”, ,,Show TV”, ,,THT”, ,,Спорт 1”, ,,Кинохит», ,,C1”, ,,TV8” რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები (ხელშეკრულებები, სანებართვო წერილები);
10. კომისიის 2011 წლის 27 მაისის N04/1082-11 წერილით (შპს „BATUMI MEDIA GROUP“-ს ჩაბარდა 27.05.11.) შპს „BATUMI MEDIA GROUP“-ს, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, დაევალა პრაქტიკული საქმიანობის დაწყებამდე, მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ჩასასმელი და საკაბელო ქსელებით გასავრცელებელი ყველა სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები ან სანებართვო წერილები) კომისიაში წარმოდგენა;
11. 2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 წერილით (შპს „BATUMI MEDIA GROUP“-ს ჩაბარდა 28.02.12.) მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს, ეცნობათ და განემარტათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ - ყოველთვიურად, სამაუწყებლო ბადის დართვით, მომდევნო 30 დღეზე;
12. ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის თაობაზე შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს ასევე ეცნობა კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80-13 წერილით (შპს „BATUMI MEDIA GROUP“-ს ჩაბარდა 17.01.13.). ამავე წერილით მას განემარტა, რომ თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/ კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ;
13. ,,შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2013 წლის 12 ივლისის №448/18 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს დაევალა ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის შესაბამისად, ვებ-გვერდის შექმნა ინტერნეტში და აღნიშნულ ვებ-გვერდზე აბონენტისთვის შეთავაზებული მომსახურების პაკეტებისა და ამ პაკეტებში ჩართული სამაუწყებლო არხებისა და მომსახურების ტარიფების, ასევე, მომსახურების მიღების, შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებისა და სამაუწყებლო პაკეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე ინფორმაციის განთავსება 10 სამუშაო დღის ვადაში;
14. 2014 წლის 6 თებერვლის მდგომარეობით შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს არ გააჩნია საკუთარი ვებ-გვერდი ინტერნეტში;
15. შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის მიმართ 2013 წლის 30 ოქტომბრის №12 შემოწმების აქტის შედგენამდე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული იყო ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები, კერძოდ, 2012 წლის 2 ნოემბრის №697/18 გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მას დაეკისრა ჯარიმა 3267.12 (სამი ათას ორას სამოცდაშვიდი ლარი და თორმეტი თეთრი) ოდენობით, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ), მ) ქვეპუნქტებისა და 26 მუხლის დარღვევისა და სატელევიზიო არხების საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემის გამო; კომისიის 2013 წლის 3 იანვრის №03/18 გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მას დაეკისრა ჯარიმა - 9000 (ცხრა ათასი) ლარის ოდენობით, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევისა და სატელევიზიო არხების საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემის გამო, ხოლო კომისიის 2013 წლის 12 ივლისის 448/18 გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს დაეკისრა ჯარიმა - 27000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარის ოდენობით, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის, სატელევიზიო არხების საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტის დარღვევის გამო;
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
2. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
3. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები.
,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება).
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
4. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე კანონის 58-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის;
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად; ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
7. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი1) ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის ჟ) ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
8. ,,ელექტრონული კომუნიაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ ვებგვერდზე ინტერნეტში განათავსოს ინფორმაცია აბონენტისთვის შეთავაზებული მომსახურების პაკეტებისა და ამ პაკეტებში ჩართული სამაუწყებლო არხებისა და მომსახურების ტარიფების თაობაზე, ასევე ინფორმაცია მომსახურების მიღების, შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებისა და სამაუწყებლო პაკეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
9. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 3 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 27000 და არა უმეტეს 270000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე გამოკვლეულ იქნა შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის მიერ საკუთარი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის მეშვეობით გადაცემული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულებების არსებობისა და კომისიაში წარმოდგენის ფაქტი. კომისიას არ უმსჯელია შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებების ნამდვილობაზე, კერძოდ, არ გამოუკვლევია სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების გადაცემა შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ისთვის მართლზომიერად განხორციელდა თუ არა.
კომისიას მიაჩნია, რომ 2013 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით სამაუწყებლო არხების: ,,HTB”, ,,პირველი საზოგადოებრივი არხი”, ,,აფხაზეთის ხმა”, ,,თრიალეთი”, ,,TV3“, ,,მაესტრო”, ,,ერთსულოვნება”, ,,მეორე საზოგადოებრივი არხი”, ,,RTVi”, ,,Феникс Кино», ,, Домашный‘‘, ,,National Geographik”, ,,Explorer”, ,,Ru Music”, ,,Перец”, ,,Animal Planet”, ,,Сарафан”, ,,Россия К”, ,,Дом Кино”, ,,STV”, ,,INTER+”, ,,CТC”, ,,Шансон ТВ ”, ,,კავკასია”, ,,Карусель”, ,,Discovery Channel”, ,,24 Техно”, ,,Спорт – онлаин”, ,,Киноплюс”, ,,ITV”, ,,Много ТВ”, ,,ობიექტივი”, ,,Eurosport”, ,,Иллюзион”, ,,Планета”, ,,TL-ტექსტი”, ,,Fashion TV”, ,,PEH TB“, ,,Россия 1 (ОРТ)”, ,,Охота и рыбалка“, ,,Новое Кино”, ,,TV1000 Action”, ,,21 tv (XXI)”, ,,Премьера”, ,,Eurosport2”, ,,Show Tv”, ,,Теннис», ,,GDS”, ,,THT” შესაბამისი ხელშეკრულებებისა ან/და სანებართვო წერილების გარეშე უცველელი სახით გადაცემით, ხოლო 2013 წლის 24 დეკემბრის მდგომარეობით სამაუწყებლო არხების: ,,პირველი საზოგადოებრივი არხი”, ,,აფხაზეთის ხმა”, ,,თრიალეთი”, ,,TV3“, ,,HTB + Футбол”, ,,HTB + Футбол 2”, ,,მაესტრო”, ,,მაესტრო 24“, ,,Кухня TB”, ,,ერთსულოვნება”, ,,მეორე საზოგადოებრივი არხი”, ,,RTVi”, ,,Феникс Кино», ,,Домашный‘‘, ,,National Geographic”, ,,Explorer”, ,,Перец”, ,,Сарафан”, ,,Россия К”, ,,Дом Кино”, ,,STV”, ,,ენკი - ბენკი”, ,,History”, ,,CТC”, ,,Шансон ТВ”, ,,კავკასია”, ,,Карусель”, ,,24 Техно”, ,,Индия TB”, ,,Киноплюс”, ,,TB 5”, ,,ობიექტივი”, ,,Eurosport”, ,,Иллюзион”, ,,Моя Планета”, ,,HTB”, ,,PEH TB“, ,,Россия 1 (ОРТ)”, ,,Охота и рыбалка“, ,,Новое Кино”, ,,TV1000 Action”, ,,Премьера”, ,,Eurosport 2”, ,,Show TV”, ,,THT”, ,,Спорт 1”, ,,Кинохит», ,,C1”, ,,TV8” შესაბამისი ხელშეკრულებებისა ან/და სანებართვო წერილების გარეშე უცველელი სახით გადაცემით, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის მიერ, დაირღვა ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის მიერ დაირღვა ასევე, ,,ელექტრონული კომუნიაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტი და ,,შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2013 წლის 12 ივლისის №448/18 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი, ვინაიდან, 2014 წლის 6 თებერვლის მდგომარეობით, მას არ შეუქმნია ვებ-გვერდი ინტერნეტში.
კომისია ვერ გაიზიარებს შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს არ უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ვინაიდან შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის ოფისი, სადაც განთავსებულია ტექნიკური აპარატურა და საიდანაც ხდება სამაუწყებლო არხების ტრანზიტი, დაკავებული აქვთ სხვა კომპანიებს (შპს ,,MINDA”; შპს ,,XXI”) და შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ი მოკლებულია შესაძლებლობას აღკვეთოს სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ი სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტით ღებულობს შემოსავალს მომხმარებლებისაგან სააბონენტო გადასახდელის ამოღების გზით. კერძოდ, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის განმარტებით, მას ჰყავს 1900 აბონენტი, რომელთაგანაც ყოველთვიურად ღებულობს სააბონენტო გადასახდელს; აღნიშნული ფაქტი მოწმობს შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის მიერ მაუწყებლობის ტრანზიტის ავტორიზებული საქმიანობის განხორციელებას. ამასთან, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-მა კომისიას ვერ წარმოუდგინა მის საკუთრებაში არსებული ქსელის/აპარატურის მართსაწინააღმდეგო მითვისების და/ან მისთვის კანონიერი სამეწარმეო საქმიანობისათვის ხელის შეშლის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან თუნდაც ამ საფუძვლით შესაბამისი უწყების მიერ გამოძიების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტი, რათა კომისიას ემსჯელა სამართალდარღვევის ჩადენისას მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებების თაობაზე. მეტიც, საქართველოს შსს ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის II განყოფილების 2013 წლის 16 დეკემბრის წერილით შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს უარი ეთქვა გამოძიების დაწყებაზე მოძრავი ნივთებისა და ტექნიკური აპარატურის გამოტანის შემთხვევაში ხელშეშლის აღკვეთასთან დაკავშირებით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 ივლისის განჩინების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელში მითითებულია, რომ შპს ,,MINDA” და შპს ,,XXI”-ს მოთხოვნის საფუძველზე, მათი სარჩელის აღძვრამდე შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს აეკრძალა მის მფლობელობაში არსებული ნივთების გასხვისება, რითაც ასევე დასტურდება, რომ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის მფლობელობაშია უკანონო მაუწყებლობის ტრანზიტისთვის გამოყენებული ტექნიკური აღჭურვილობა. შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის მიერ წარმოდგენილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 მაისის განჩინებით, რომელიც ძალაში დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განჩინებით, შპს ,,MINDA“-ას და შპს ,,TV-XXI“-ს აეკრძალათ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის ქსელში ჩართული აბონენტებისაგან სააბონენტო თანხების ამოღება, რაც არანაირ კავშირში არ არის უკანონო მაუწყებლობის ტრანზიტისთვის გამოყენებული აღჭურვილობის მფლობელობის საკითხთან და შესაბამისად, აღნიშნული განჩინებით ასევე, ვერ დასტურდება შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის საკუთრებაში არსებული ქსელის/აპარატურის მართსაწინააღმდეგო მითვისების და/ან მისთვის კანონიერი სამეწარმეო საქმიანობისათვის ხელის შეშლის ფაქტი.
კომისიამ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებად მიიჩნია:
ა) შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის მიერ საკუთარი საკაბელო ქსელით სამაუწყებლო არხების: ,,HTB”, ,,პირველი საზოგადოებრივი არხი”, ,,აფხაზეთის ხმა”, ,,თრიალეთი”, ,,TV3“, ,,მაესტრო”, ,,ერთსულოვნება”, ,,მეორე საზოგადოებრივი არხი”, ,,RTVi”, ,,Феникс Кино», ,, Домашный‘‘, ,,National Geographik”, ,,Explorer”, ,,Ru Music”, ,,Перец”, ,,Animal Planet”, ,,Сарафан”, ,,Россия К”, ,,Дом Кино”, ,,STV”, ,,INTER+”, ,,CТC”, ,,Шансон ТВ ”, ,,კავკასია”, ,,Карусель”, ,,Discovery Channel”, ,,24 Техно”, ,,Спорт – онлаин”, ,,Киноплюс”, ,,ITV”, ,,Много ТВ”, ,,ობიექტივი”, ,,Eurosport”, ,,Иллюзион”, ,,Планета”, ,,TL-ტექსტი”, ,,Fashion TV”, ,,PEH TB“, ,,Россия 1 (ОРТ)”, ,,Охота и рыбалка“, ,,Новое Кино”, ,,TV1000 Action”, ,,21 tv (XXI)”, ,,Премьера”, ,,Eurosport2”, ,,Show Tv”, ,,Теннис», ,,GDS”, ,,THT” შესაბამისი ხელშეკრულებებისა ან/და სანებართვო წერილების გარეშე უცვლელი სახით გადაცემა 2013 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით;
ბ) შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის მიერ საკუთარი საკაბელო ქსელით სამაუწყებლო არხების: ,,პირველი საზოგადოებრივი არხი”, ,,აფხაზეთის ხმა”, ,,თრიალეთი”, ,,TV3“, ,,HTB + Футбол”, ,,HTB + Футбол 2”, ,,მაესტრო”, ,,მაესტრო 24“, ,,Кухня TB”, ,,ერთსულოვნება”, ,,მეორე საზოგადოებრივი არხი”, ,,RTVi”, ,,Феникс Кино», ,,Домашный‘‘, ,,National Geographic”, ,,Explorer”, ,,Перец”, ,,Сарафан”, ,,Россия К”, ,,Дом Кино”, ,,STV”, ,,ენკი - ბენკი”, ,,History”, ,,CТC”, ,,Шансон ТВ”, ,,კავკასია”, ,,Карусель”, ,,24 Техно”, ,,Индия TB”, ,,Киноплюс”, ,,TB 5”, ,,ობიექტივი”, ,,Eurosport”, ,,Иллюзион”, ,,Моя Планета”, ,,HTB”, ,,PEH TB“, ,,Россия 1 (ОРТ)”, ,,Охота и рыбалка“, ,,Новое Кино”, ,,TV1000 Action”, ,,Премьера”, ,,Eurosport 2”, ,,Show TV”, ,,THT”, ,,Спорт 1”, ,,Кинохит», ,,C1”, ,,TV8” შესაბამისი ხელშეკრულებებისა ან/და სანებართვო წერილების გარეშე უცვლელი სახით გადაცემა 2013 წლის 24 დეკემბრის მდგომარეობით;
გ) შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის მიერ ინტერნეტში ვებ-გვერდის შეუქმნელობა 2014 წლის 6 თებერვლის მდგომარეობით;
დ) კომისია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ აღნიშნულ კანონდარღვევებს შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ი სჩადის პერმანენტულად, რასაც მოწმობს კომისიის 2012 წლის 2 ნოემბრის №697/18, 2013 წლის 3 იანვრის №03/18 და 2013 წლის 12 ივლისის №448/18 გადაწყვეტილებები შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის წარმომადგენელმა გ. სირაძემაც აღიარა, რომ ისინი არღვევდნენ საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, მაშინაც კი, როცა შპს ,,TVXXI“-სა და შპს ,,MINDA“-სთან არ ჰქონდათ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე ქონებრივი დავა. საგულისხმოა, რომ ბევრი სამაუწყებლო არხი, რომლის არამართლზომიერ ტრანზიტს ედავება შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს კომისია, მაშინაც არამართლზომიერად გადაიცემოდა (მაგ: ,,TV3“, ,,მაესტრო”, ,,RTVi”, ,,National Geographic”, ,,Explorer”, ,,Перец”, ,,Дом Кино”, ,,STV”, ,,Шансон ТВ ”, ,,Карусель”, ,,Eurosport”, ,,ОРТ”, ,,Охота и рыбалка“, ,,TV1000 Action”, ,,Show TV”, ,,THT”, ,,HTB + Футбол 2”, ,,History” კომისიის 2013 წლის 3 იანვრის №03/18 გადაწყვეტილების მიხედვით), რის აღმოსაფხვრელადაც შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს არაფერი მოუმოქმედებია დღემდე.
ვინაიდან, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული იყო ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები, კერძოდ, კომისიის 2012 წლის 2 ნოემბრის №697/18 გადაწყვეტილებით მას დაეკისრა ჯარიმა 3267.12 (სამი ათას ორას სამოცდაშვიდი ლარი და თორმეტი თეთრი) ოდენობით; კომისიის 2013 წლის 3 იანვრის №03/18 გადაწყვეტილებით მას დაეკისრა ჯარიმა - 9000 (ცხრა ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო კომისიის 2013 წლის 12 ივლისის 448/18 გადაწყვეტილებით შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს დაეკისრა ჯარიმა - 27000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარის ოდენობით, ამასთან, მეორედ დაჯარიმების შემდეგ (2013 წლის 3 იანვარი), პირველი დაჯარიმებიდან (2012 წლის 2 ნოემბერი) 1 წლის განმავლობაში, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის მიერ 2013 წლის 30 ოქტომბერს ჩადენილია ახალი დარღვევა, მას უნდა დაეკისროს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სანქცია ჯარიმის სახით.
კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2014 წლის 6 იანვრის №10/14-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის ბოლო 12 კალენდარული თვის (2012 წლის დეკემბერი - 2013 წლის ნოემბერი) ჯამური შემოსავლის 3% არ აღემატება 27000 ლარს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს, ჯარიმის სახით, უნდა დაეკისროს ჯარიმა 27000 ლარი.
კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს, ამავდროულად, უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: ,,პირველი საზოგადოებრივი არხი”, ,,აფხაზეთის ხმა”, ,,თრიალეთი”, ,,TV3“, ,,HTB + Футбол”, ,,HTB + Футбол 2”, ,,მაესტრო”, ,,მაესტრო 24“, ,,Кухня TB”, ,,ერთსულოვნება”, ,,მეორე საზოგადოებრივი არხი”, ,,RTVi”, ,,Феникс Кино», ,,Домашный‘‘, ,,National Geographic”, ,,Explorer”, ,,Перец”, ,,Сарафан”, ,,Россия К”, ,,Дом Кино”, ,,STV”, ,,ენკი - ბენკი”, ,,History”, ,,CТC”, ,,Шансон ТВ”, ,,კავკასია”, ,,Карусель”, ,,24 Техно”, ,,Индия TB”, ,,Киноплюс”, ,,TB 5”, ,,ობიექტივი”, ,,Eurosport”, ,,Иллюзион”, ,,Моя Планета”, ,,HTB”, ,,PEH TB“, ,,Россия 1 (ОРТ)”, ,,Охота и рыбалка“, ,,Новое Кино”, ,,TV1000 Action”, ,,Премьера”, ,,Eurosport 2”, ,,Show TV”, ,,THT”, ,,Спорт 1”, ,,Кинохит», ,,C1”, ,,TV8” არამართლზომიერი გადაცემა და ასევე, უნდა დაევალოს გონივრულ ვადაში ინტერნეტში ვებ-გვერდის შექმნა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს დაეკისროს ჯარიმა 27 000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტისა და ,,შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2013 წლის 12 ივლისის №448/18 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს „BATUMI MEDIA GROUP“-მა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900;
ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
სახაზინო კოდი - 300693251;
3. უზრუნველყოს შპს „BATUMI MEDIA GROUP“-მა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში;
4. შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-მა უზრუნველყოს შემდეგი სატელევიზიო არხების: ,,პირველი საზოგადოებრივი არხი”, ,,აფხაზეთის ხმა”, ,,თრიალეთი”, ,,TV3“, ,,HTB + Футбол”, ,,HTB + Футбол 2”, ,,მაესტრო”, ,,მაესტრო 24“, ,,Кухня TB”, ,,ერთსულოვნება”, ,,მეორე საზოგადოებრივი არხი”, ,,RTVi”, ,,Феникс Кино», ,,Домашный‘‘, ,,National Geographic”, ,,Explorer”, ,,Перец”, ,,Сарафан”, ,,Россия К”, ,,Дом Кино”, ,,STV”, ,,ენკი - ბენკი”, ,,History”, ,,CТC”, ,,Шансон ТВ”, ,,კავკასია”, ,,Карусель”, ,,24 Техно”, ,,Индия TB”, ,,Киноплюс”, ,,TB 5”, ,,ობიექტივი”, ,,Eurosport”, ,,Иллюзион”, ,,Моя Планета”, ,,HTB”, ,,PEH TB“, ,,Россия 1 (ОРТ)”, ,,Охота и рыбалка“, ,,Новое Кино”, ,,TV1000 Action”, ,,Премьера”, ,,Eurosport 2”, ,,Show TV”, ,,THT”, ,,Спорт 1”, ,,Кинохит», ,,C1”, ,,TV8” საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
5. უზრუნველყოს შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-მა ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის შესაბამისად, ვებ-გვერდის შექმნა ინტერნეტში და აღნიშნულ ვებ-გვერდზე აბონენტისთვის შეთავაზებული მომსახურების პაკეტებისა და ამ პაკეტებში ჩართული სამაუწყებლო არხებისა და მომსახურების ტარიფების, ასევე, მომსახურების მიღების, შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებისა და სამაუწყებლო პაკეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე ინფორმაციის განთავსება 10 სამუშაო დღის ვადაში;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”- სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ.ბერია) შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);
11. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-სთვის ჩაბარების დღიდან;
12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-სთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
