წვდომის მენიუ

ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი ”ობიექტივის” კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 76 / 2

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 18, 2014

მიღების თარიღი თებერვალი 13, 2014

 

ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი ”ობიექტივის” კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას მიმართა ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირმა ”ობიექტივმა” (№7/503-13, 29.11.2013), მისი კუთვნილი მაუწყებლობის №B62 ლიცენზიის მოდიფიცირების თხოვნით. კერძოდ, ააიპ არასამეწარმეო მედია კავშირი ”ობიექტივი” ითხოვს ქ.თბილისში კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიით გათვალისწინებული სიხშირული რესურსის (105.0 მგჰც) კენტი რიცხვით დაბოლოებული სიხშირით კერძოდ კი 105.1 მგჰც-ით შეცვლას, ვინაიდან ამერიკული წარმოების ავტომობილებში არსებულ რადიომიმღებებს, მხოლოდ კენტი რიცხვით დაბოლოებული სიხშირის მიღება შეუძლიათ.

კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი ”ობიექტივი” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიას კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2, 2013 წლის 16 აგვისტოს კომისიის №511/5 გადაწყვეტილებებით და შპს ”მედია-სახლი ობიექტივსა” და ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირ ”ობიექტივს” შორის 2013 წლის 29 აგვისტოს გაფორმებული კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების გადაცემის ხელშეკრულების საფუძველზე, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები: 105.0 მგჰც სიხშირეზე, მახათის მთაზე არსებული შპს „ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის“ რადიოსაკომუნიკაციო ანძა (გეოგრაფიული კოორდინატებით: N-41° 42’ 50“ და E-44° 49’ 44“), ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან 40მ. სიმაღლეზე;

დ) გადამცემის სიმძლავრე: 500 ვტ;

ე) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი;

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2013 წლის 31 დეკემბრის №10/1881-13 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, ეთერში ელექტრომაგნიტური თავსებადობის შენარჩუნებით შესაძლებელია ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი ”ობიექტივის” კუთვნილი №B62 კერძო მაუწყებლობის ლიცენზიით განსაზღვრული სიხშირის 105.0 მგჰც შეცვლა 105.1 მგჰც სიხშირით.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. შესაბამისად, კომისიის 2014 წლის 16 იანვრის №24/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი ”ობიექტივის” კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების  შეტანის  მიზნით.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს  ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის  ცვლილებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი ”ობიექტივის” კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.  

    საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2014 წლის 13 თებერვალს 16:00 საათზე. სხდომას ესწრებოდა ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი ”ობიექტივის” გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი ცილიკიშვილი. გამომდინარე იქიდან, რომ ზეპირი მოსმენისას არ გამოვლენილა ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი ”ობიექტივის” კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიის  მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ზეპირი მოსმენის სხდომაზევე მიიღოს გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე მუხლისა და IX თავის შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი ”ობიექტივის” კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-40 პუნქტის გ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები: 105.1 მგჰც სიხშირეზე, მახათის მთაზე არსებული შპს „ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის“ რადიოსაკომუნიკაციო ანძა (გეოგრაფიული კოორდინატებით: N-41° 42’ 50“ და E-44° 49’ 44“), ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან 40მ. სიმაღლეზე;”

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა  (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი ”ობიექტივისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი ”ობიექტივისთვის” ჩაბარებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                                        აკაკი სიხარულიძე  

კომისიის წევრი                                                                                                   სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                   ირაკლი მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები