წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №10 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 77 / 17

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 25, 2014

მიღების თარიღი თებერვალი 13, 2014

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №10 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2014 წლის 13 თებერვლის №10 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2014 წლის 13 თებერვლის №10 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

სოფიო  ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

ირაკლი მოსეშვილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

№10 სხდომის

ქ. თბილისი                                                       2014  წლის 13 თებერვალი, 16:00 საათი

დ  ღ  ი  ს    წ  ე  ს  რ  ი  გ  ი:

1.       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №10 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);

2.       სს ”ენერგო-პრო ჯორჯიასთვის”  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

3.       შპს ”09.TECH”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ  (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

4.       შპს ”G.D.L.”-სთვის არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ  (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

5.       შპს „მობიტელისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

6.       სს ”ინფოჯორჯია XXI”-ისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაუქმებისა და შპს ”09.TECH”-ისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

7.       შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“-სთვის ქ. ყვარელში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. მ. ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

8.       შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“-სთვის ქ. ყვარელში კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. მ. ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

9.       შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“-სთვის ქ. გორში კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. მ. ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

10.    „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

11.    „კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის  სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით განთავსების წესის თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

12.    შპს „ჯი–დი–ეს თი–ვი“–სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. ნ. ამირიძე – სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);

13.    შპს „ტელეკომპანია ქუთაისისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. ე. ჭახრაკია – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები