შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“-სთვის ქ. გორში კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 18, 2014
მიღების თარიღი თებერვალი 13, 2014
შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“-სთვის ქ. გორში კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 3 დეკემბრის №703/10 გადაწყვეტილებით ქ. გორში კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „რადიო საქართველო“. კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მე–2 პუნქტის შესაბამისად, შპს „რადიო საქართველოს“ განესაზღვრა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სალიცენზიო გადასახდელის - 6,682.50 (ექვსი ათას ექვსასოთხმოცდაორი და 50) ლარის 20%–ს - 1,336.50 (ერთი ათას სამასოცდათექვსმეტი და 50) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”რადიო საქართველოს” სარეგისტრაციო მონაცემებში 2014 წლის 23 იანვარს განხორციელდა ცვლილება, კერძოდ კომპანიამ შეიცვალა საფირმო სახელწოდება და გახდა შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“ (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B14006073, 23/01/2014).
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 3 დეკემბრის №703/10 გადაწყვეტილება შპს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ ჩაბარდა 2013 წლის 28 იანვარს. შპს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ მიერ 2014 წლის 31 იანვარს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის 20% -1,336.50 (ერთი ათას სამასოცდათექვსმეტი და 50) ლარი და კომისიაში წარმოდგენილ იქნა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (კომისიაში რეგისტრაციის №6/579-14, 31.01.2014წ.).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 361-ე მუხლის პირველი პუნქტის, 38-ე, 39–ე, 41-ე, 43–ე მუხლებისა და კომისიის 2013 წლის 3 დეკემბრის №703/10 გადაწყვეტილების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ კერძო მაუწყებლობის №B156 ლიცენზია შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2024 წლის 13 თებერვლამდე;
დ) გეოგრაფიული ზონა: ქ. გორი;
ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
|
№ |
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
|
1. |
ქ. გორი ახალდაბის ანძა |
104,0 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
42°01 56"N 044°02 51”E |
150 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
2. დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად განისაზღვროს - 12 საათი;
3. შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“ ვალდებულია:
ა) ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობა დაიწყოს ლიცენზიის გაცემიდან 1 წლის ვადაში;
ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
გ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;
ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ზ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
თ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;
ი) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;
კ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.
ლ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:
მ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;
ნ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.
ო) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
პ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.
ჟ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;
4. უზრუნველყოს შპს „რადიო ჰოლდინგმა ფორტუნამ“ სალიცენზიო გადასახდელის დარჩენილი 70%-ის ანუ 4,677.75 (ოთხი ათას ექვსასსამოცდაჩვიდმეტი და 75) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900
ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების ბანკის კოდი - TRESGE22
სახაზინო კოდი - 300773062
400.00 ლარი – 2014 წლის 13 მარტამდე;
400.00 ლარი – 2014 წლის 13 აპრილამდე;
400.00 ლარი – 2014 წლის 13 მაისამდე;
400.00 ლარი – 2014 წლის 13 ივნისამდე;
400.00 ლარი – 2014 წლის 13 ივლისამდე;
400.00 ლარი – 2014 წლის 13 აგვისტომდე;
400.00 ლარი – 2014 წლის 13 სექტემბრამდე;
400.00 ლარი – 2014 წლის 13 ოქტომბრამდე;
400.00 ლარი – 2014 წლის 13 ნოემბრამდე;
400.00 ლარი - 2014 წლის 13 დეკემბრამდე;
400.00 ლარი – 2015 წლის 13 იანვრამდე;
277.75 ლარი – 2015 წლის 13 თებერვლამდე;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნასთვის” გაგზავნა (მ. ნინუა);
ე) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე).
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.N6) ერთი თვის ვადაში;
7. გადაწყვეტილების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ძალაში შევიდეს სამოტივაციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
8. გადაწყვეტილება (პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნასთვის” ჩაბარებისთანავე;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–2 და მე–3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი, მე–2, მე-3 და მე–4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
