წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №12 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 94 / 17

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 27, 2014

მიღების თარიღი თებერვალი 20, 2014

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №12 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2014 წლის 20 თებერვლის №12 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს კომისიის 2014 წლის 20 თებერვლის №12 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-10 საკითხის (შპს „ტელეარხი 25“–სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ) განხილვა 2014 წლის 27 თებერვალს, 16:00 საათზე;

2. კომისიის 2014 წლის 20 თებერვლის №12 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

სოფიო  ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი

კახი ბექაური

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

№12 სხდომის

ქ. თბილისი                                              2014  წლის 19 თებერვალი, 16:00 საათი

დ  ღ  ი  ს    წ  ე  ს  რ  ი  გ  ი:

1.      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №12 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);

2.      სს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ. ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

3.      სს ”კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურისთვის” არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ნ. ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

4.      შპს “დელტა-სერვისისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ნ. ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

5.      შპს ”პეტრასთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ნ. ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

6.      ინდ. მეწარმე ”ხათუნა არევაძისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ. ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

7.      შპს  ”სოკარ ჯორჯია გაზის” განცხადების განუხილველად დატოვების  შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

8.      შპს ”მაგთიკომისთვის“ ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

9.      შპს „ტელეკომპანია მე–5 არხის“ კერძო მაუწყებლობის №B53 ლიცენზიის გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. პ. ბერია – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

10.  შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. თ. ხუხუნაიშვილი – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები