წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №01 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 01 / 17

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 02, 2015 18:51

მიღების თარიღი იანვარი 08, 2015

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №01 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2015 წლის  08 იანვრის №01 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–15 და მე–16 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს კომისიის 2015 წლის  08 იანვრის №01 სხდომის დღის წესრიგის მე–13 (შპს ”სტერეო+”-ის კერძო მაუწყებლობის №B145 ლიცენზიის შპს ”სტერეოსთვის” გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ) საკითხის განხილვა შპს „სტერეო+“–ის შუამდგომლობის საფუძველზე და მე–15 (შპს „რადიო იმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ) საკითხის განხილვა, დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის და სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის მიზნით, 2015 წლის 15 იანვარს, 16:00 საათზე, ხოლო მე-14 საკითხის (შპს „ახალი ქსელებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ) განხილვა დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის მიზნით, 2015 წლის 27 იანვარს, 16:00 საათზე;

2. კომისიის 2015 წლის  08 იანვრის №01 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა) შპს “კომპანია მედიასტრიმისთვის” ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

ბ) შპს “კომპანია მედიასტრიმისთვის” დაბა გუდაურში კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

3. კომისიის 2015 წლის  08 იანვრის №01 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

 

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

 

სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ირაკლი მოსეშვილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

№01 სხდომის

ქ. თბილისი                                                           2015  წლის 08 იანვარი, 16:00 საათი

დ  ღ  ი  ს    წ  ე  ს  რ  ი  გ  ი:

1.       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №01 სხდომის დღის წესრიგის   დამტკიცების შესახებ (მომხს. ნ. ჯანელიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

2.       გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლობისთვის საქართველოში  არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

3.       საქართველოში გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამისთვის (UNDP) არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

4.       შპს ”ფორტუნა 14”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

5.       შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიისთვის” არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

6.       შპს ”ორიონი-კოდი 365”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

7.       შპს ”ფოთი პაილოტისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

8.       სს ”ცირკისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

9.       შპს “TERO MARITIME AGENCY”-სთვის არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

10.    ინდ.მეწარმე ”კობა ლაგვილავასთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

11.    შპს „ახალი ქსელებისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

12.    ააიპ „რადიო-ტვ ნორისთვის“ ქ.ნინოწმინდაში სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

13.    შპს “კომპანია მედიასტრიმისთვის” ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

14.    შპს “კომპანია მედიასტრიმისთვის” დაბა გუდაურში კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები