წვდომის მენიუ

საქართველოს დაზვერვის სამსახურისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 119 / 13

გამოქვეყნების თარიღი მარტი 05, 2015 16:30

მიღების თარიღი მარტი 05, 2015 16:34

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ   საქართველოს   დაზვერვის   სამსახურმა,  კომისიას  მიმართა    განცხადებით №1/9556-ს, 26.11.14

 (კომისიაში რეგისტრაციის №10-ს, 18.11.14),  ამავე განცხადებაში განსაზღვრული პარამეტრებით,  სამსახურებრივი საჭიროებისთვის  რადიოსიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.

     კომისიამ, შერჩეული  მისანიჭებელი  რადიოსიხშირეების განმცხადებელთან  შეთანხმების მიზნით, მიმართა საქართველოს   დაზვერვის   სამსახურს,    წერილობით ეცნობებინა კომისიისთვის, შერჩეული  რადიოსიხშირეების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ. თანხმობა, სიხშირეების გამოყენების შესაძლებლობაზე საქართველოს   დაზვერვის   სამსახურმა,     კომისიას  აცნობა  წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №1-ს, 28.01.15).

       „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს     კანონის 471  მუხლის  მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274მუხლის,„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის  №305  დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის“ მე-3 თავის 3.2.19 პუნქტის, ამავე დადგენილების №3 დანართის 31-ე პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტაციასთან დაშვების მქონე კომისიის სამმა წევრმა, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა

 1.   მიენიჭოს საქართველოს  დაზვერვის სამსახურს  ამ  გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიზე  სამსახურებრივი საჭიროებით გამოყენებისთვის,   სიხშირეები თანდართული   ჩამონათვალის მიხედვით, ერთი წლის ვადით;

2.  წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

3.  სახელმწიფო  საიდუმლოებად  იქნას მიჩნეული  წინამდებარე  გადაწყვეტილების  დანართი;

4. აღირიცხოს საქართველოს  დაზვერვის სამსახურისთვის  მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ  რეესტრში (ი.ხარებავა);

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს  დაზვერვის სამსახურისთვის  სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნას მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;

6.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6)  ერთი თვის ვადაში;   

 7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის  დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს  (თ.ძაგნიძე);

 8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს  დაზვერვის სამსახურისთვის  ჩაბარებისთანავე;

 9.  გადაწყვეტილება,  დანართის  გარეშე  გამოქვეყნდეს კომისიის ვებ-გვერდზე ინტერნეტში.

კომისიის თავმჯდომარე                                                                                ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                              ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                     ა. სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები