შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B15 და №B125 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2012 წლის 27 აპრილის №324/1 და 26 ნოემბრის №745/6 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 18, 2015 11:57
მიღების თარიღი მარტი 12, 2015
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/440-14, 13/10/2014 და 6/6241-14 17/10/2014) მიმართა შპს „ჯი-დი-ეს თი-ვიმ“ მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B15 და №B125 ლიცენზიების მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, კომპანია ითხოვდა ლიცენზიის სახეობად სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობის ნაცვლად საერთო ტელემაუწყებლობის განსაზღვრას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ტელეკომპანიას სურდა საერთო მაუწყებლობის განხორციელება იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ ეთერში გაეშვა არა მხოლოდ გასართობი პროგრამები, არამედ ყოველდღიური ახალი ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გადაცემები, რაც მაღალი რეიტინგის მომტანი იქნებოდა არხისთვის; როგორც განცხადებებშია აღნიშნული ამას ცხადყოფს რეიტინგების მთვლელი კომპანიის მიერ ჩატარებული გამოკითხვები. ლიცენზიების სახეობის შეცვლის ერთ-ერთ მოტივს ასევე წარმოადგენდა ტელეკომპანიის მიერ ჩატარებული გამოკითხვები, იმის თაობაზე თუ რომელი გადაცემაა არხზე რეიტინგული და რისი ხილვა სურდა მაყურებელს მომავალში ტელეკომპანიის ეთერით, სადაც ყველაზე სასურველ გადაცემებად გამოვლინდა ახალი ამბების და პოლიტიკური თემატიკის პროგრამები.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“ ფლობს:
1. კერძო მაუწყებლობის №B15 ლიცენზიას, კომისიის 2013 წლის 1 ნოემბრის №655/5 გადაწყვეტილებისა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვისა“ და შპს ”ტელეკომპანია მზეს” შორის 2013 წლის 5 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, კომისიის 2012 წლის 26 ნოემბრის №745/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 28 ნოემბერი.
დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
დ.ა) საეთერო ტელემაუწყებლობა 45-ე სატელევიზიო არხზე ქ. თბილისი და მიმდებარე ტერიტორია;
დ.ბ) მაუწყებლობა ტელესამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურებით.
2. კერძო მაუწყებლობის №B125 ლიცენზიას (№B125 ლიცენზია გაცემულ იქნა კომისიის 2012 წლის 27 აპრილის №324/1 გადაწყვეტილებით ფიზიკურ პირ ვლადიმერ შენგელაიაზე. კომისიის 2012 წლის 6 ივლისის №468/5 გადაწყვეტილებით მიეცა თანხმობა ვლადიმერ შენგელაის, მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B125 ლიცენზიის შპს „ვტვ“–სთვის გადაცემაზე; 2012 წლის 23 ივლისს შპს ”ვტვ”-მ შეიცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვი”(2012 წლის 23 ივლისს მომზადებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; განაცხადის ნომერი - 514416; განაცხადის რეგისტრაციის ნომერი - B12090997) შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 27 აპრილამდე;
დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით – საქართველოს ტერიტორიაზე;
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 23 ოქტომბრის №586/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B15 და №B125 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2012 წლის 27 აპრილის №324/1 და 26 ნოემბრის №745/6 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 20 ნოემბრის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის (სამსახურეობრივი ბარათი №10/1704-14, 20/10/2014) თანახმად, გამომდინარე იქიდან, რომ ”საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ” კომისიის 2013 წლის 07 ოქტომბრის N612/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ კუთვნილი №B15 ლიცენზიით განსაზღვრულ მაუწყებლობის გეოგრაფიულ ზონაში (თბილისი-ზონა №259) სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა უფრო პრიორიტეტულია ვიდრე საერთო ტელემაუწყებლობა, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ №B15 ლიცენზიის მოდიფიცირება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის. რაც შეეხება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის საფუძველზე ლიცენზიის მოდიფიცირების საკითხს, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი განცხადება შეიცავს დასაბუთებულ მოთხოვნას და შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.
საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2014 წლის 20 ნოემბერს 16:00 საათზე. სხდომას ესწრებოდნენ შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ არაუფლებამოსილი წარმომადგენელი ანა გელაშვილი. ანა გელაშვილის განცხადებით შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“ საერთო მაუწყებლობის დაწყებას გეგმავს 2014 წლის 15 დეკემბრიდან. ზეპირი მოსმენისას არ გამოვლენილა შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ კერძო მაუწყებლობის NB15 და NB125 ლიცენზიების მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები. 2014 წლის 20 ნოემბერს ზეპირი მოსმენის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების თარიღად დასახელდა ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღე - 2014 წლის 27 ნოემბერი.
კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 25 ნოემბერს შპს „ჯი-დი-ეს თი-ვიმ“ კომისიას მომართა წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/6959-14) და მოითხოვა კერძო მაუწყებლობის №B15 და №B125 ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება. როგორც წერილშია აღნიშნული ტექნიკური მიზეზების გამო კომპანია ამ ეტაპზე ვერ შეძლებდა საერთო მაუწყებლობაზე გადასვლას იმ დატვირთვით, რაც დადგენილია კანონმდებლობის შესაბამისად. განცხადებაში კომპანია ითხოვდა ადმინისტრაციული წარმოების შეჩერებას 2015 წლის თებერვლამდე, რის შემდეგაც, როგორც განმცხადებელი აღნიშნავდა, კომპანია მომართავდა კომისიას ადმინისტრაციული წარმოების განახლების თხოვნით.
კომისიის 2014 წლის 27 ნოემბრის №657/22 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ შუამდგომლობა (წერილის კომიისიაში რეგისტრაციის №6/6959-14, 25.11.14) და შეჩერდა ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B15 და №B125 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2012 წლის 27 აპრილის №324/1 და 2012 წლის 26 ნოემბრის №745/6 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიერ კერძო მაუწყებლობის №B15 და №B125 ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების განახლების შესახებ განცხადების წარმოდგენამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 4 მარტს შპს „ჯი-დი-ეს თი-ვიმ“ მიმართა კომისიას (წერილის კომისიაში რეგისტრაციის № შ-7/722-15) კერძო მაუწყებლობის №B15 და №B125 ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების განახლების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 27 ნოემბრის №657/22 გადაწყვეტილებისა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ 2015 წლის 4 მარტის განცხადების საფუძველზე განახლდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B15 და №B125 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2012 წლის 27 აპრილის №324/1 და 2012 წლის 26 ნოემბრის №745/6 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე და გადაწყვეტილების მიღების მიზნით საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2015 წლის 12 მარტის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა კომისიის ხუთივე წევრი.
გამომდინარე იქიდან, რომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ გამოვლენილა კერძო მაუწყებლობის №B15 და №B125 ლიცენზიების მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია 2015 წლის 12 მარტის სხდომაზე მიიღოს გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის კომისიის 2012 წლის 27 აპრილის №324/1 და 26 ნოემბრის №745/6 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ კერძო მაუწყებლობის №B15 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2012 წლის 26 ნოემბრის №745/6 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების
ა) პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;”
ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ტ) ქვეპუნქტი:
”ტ) უზრუნველყოს არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;”.
2. მოდიფიცირდეს შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ კერძო მაუწყებლობის №B125 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2012 წლის 27 აპრილის №324/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების
ა) მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;”
ბ) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ტ) ქვეპუნქტი:
”ტ) უზრუნველყოს არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;”.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე-2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი და მე-2 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
