წვდომის მენიუ

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 142 / 8

გამოქვეყნების თარიღი მარტი 25, 2015 18:05

მიღების თარიღი მარტი 19, 2015

 

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 12 თებერვლის N88/8 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 5916მჰც±14 მჰც (ზოლის სიგანე 28მჰც) სიმძლავრე 1 ვატი; მობილური ჩართვებისთვის, ქ.თბილისის ტერიტორიაზე მოქმედი მობილური გადამცემი სადგურიდან - მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე სიგნალის მისაწოდებლად.

ბ) რადიოსიხშირული სპექტრი: 6435მჰც±14მჰც (ზოლის სიგანე 28 მჰც) სიმძლავრე 1 ვატი; რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან  შპს „TV8“-ის ოფისამდე (ალ.ყაზბეგის გამზ N47) სიგნალის მისაწოდებლად. 

კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობად განისაზღვრა 5,932.00 (ხუთი ათას ცხრაას ოცდათორმეტი) ლარი, აუქციონის ბიჯმა შეადგინა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტი დამრგვალებული მთელ რიცხვამდე ანუ 297.00 (ორას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარი.

აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 19 მარტი 13:00 საათი, ხოლო ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად, 2015 წლის 9 მარტის 17:00 საათი.

კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში არც ერთ ლიცენზიის მაძიებელს არ წარმოუდგენია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ჩაშლილად გამოცხადდეს კომისიის 2015 წლის 12 თებერვლის N88/8 გადაწყვეტილებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული აუქციონი;

2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,N6) ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                  გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                  მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები