შპს „ვანექსისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაუქმებისა და სს „სილქნეტისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 27, 2015 15:26
მიღების თარიღი მარტი 19, 2015
შპს „ვანექსისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის
ნებართვის გაუქმებისა და სს „სილქნეტისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/335-15, 19.02.2015) მიმართა შპს „ვანექსმა” და სს „სილქნეტმა“ შპს „ვანექსის” სარგებლობაში არსებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვებით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის სს „სილქნეტის” სასარგებლოდ დათმობის თაობაზე. ამასთან ერთად სს „სილქნეტი“ მეორე განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი N7/336-15 19.02.15) ითხოვს ხაშურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში არასრული ათას ნომრიანი ბლოკების შევსებას (სულ 12 961 სააბონენტო ნომერი).
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ვანექსი” კომისიის 2012 წლის 11 მაისის №353/24 გადაწყვეტილებით ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N19 ნებართვას ხაშურის მუნიციპალიტეტში 1000 სააბონენტო ნომერზე (368 2 20 XXX0) და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N20 ნებართვას ბორჯომის მუნიციპალიტეტში 1000 სააბონენტო ნომერზე (367 2 40 XXX).
კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ნებართვის მფლობელს უფლება აქვს კომისიას მოსთხოვოს ნებართვის გაუქმება იმ მოტივით, რომ ნუმერაციის რესურსს უთმობს სხვა პირს. ამ შემთხვევაში ნებართვის მფლობელი და ნებართვის მაძიებელი ერთობლივი განცხადებით მიმართავენ კომისიას. კომისია განცხადებას განიხილავს ერთი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, პირებს, რომლებიც მართლზომიერად ფლობენ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას ნუმერაციის არასრულ ბლოკზე, უფლება აქვთ აიღონ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა, მათ სარგებლობაში არსებული ბლოკის შესავსებად საჭირო ნუმერაციის თავისუფალ რესურსზე.
კომისია აღნიშნავს, რომ სს ”სილქნეტი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
- A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:
- სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
- ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
- სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
- ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
- A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:
- არხული საკომუნიკაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
- პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
- A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
- ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
- სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
- სპილენძის წყვილების მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
- A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა:
- რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
- A.F.6 საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა:
- საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
- A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა:
- ელექტრონული საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
- საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
- სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
- ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით, მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
- ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
- ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
- A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:
- CDMA.
- A.S.1 თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:
- თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
- B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:
- ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
- საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
- საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
- ტექსტური შეტყობინების მომსახურება.
10. B.F.2 ინტერნეტ მომსახურება:
- კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up);
- სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL);
- ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;
- CDMA.
11. B.F.3 მონაცემთა გადაცემა:
- მონაცემთა გადაცემა.
12. B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი:
- ტელემაუწყებლობის ტრანზიტი.
13. B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:
- ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
- მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება.
14. B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა:
- ტექსტური შეტყობინების მომსახურება;
- მულტიმედიური მომსახურება;
- ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვ);
- მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;
- მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება;
- სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება.
15. B.S.2 ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით:
- ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით.
16. B.S.3 თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება:
თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება.
17. B.F.6 გამოძახებითი აუდიო-ვიზუალური მომსახურება (video on demand)
- გამოძახებითი აუდიო-ვიზუალური მომსახურება (video on demand).
კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად, უვადოდ, ყოველწლიური განახლებით. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი იხდის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სანებართვო მოსაკრებელს და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.
,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ ნებართვაზე შეადგენს 100 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნებართვა გაიცემა - გეოგრაფიული ნომრებზე და მისი გამოყენება შესაძლებელია ერთი ნუმერაციის ზონის ფარგლებში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის; ნებართვა გაიცემა მინიმუმ 1000 (ერთი ათასი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ - მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს - 0,10 ლარს - 1 სააბონენტო ნომერზე;
კომისიამ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა შპს „ვანექსის“ და სს „სილქნეტის” მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ სს ”სილქნეტის” და შპს „ვანექსის” მიერ წარმოდგენილი ერთობლივი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ კომისიაში წარმოდგენილია სს „სილქნეტის” და შპს „ვანექსის” ერთობლივი განცხადება, ასევე სს „სილქნეტის” განცხადება არასრული ათას ნომრიანი ბლოკების შევსების შესახებ, სს „სილქნეტის“ და შპს „ვანექსის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, სს ”სილქნეტის” მიერ გადახდილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის - 200 ლარის ( 100 ლარი თითოეულ ნებართვაზე) და რესურსით სარგებლობის საფასურის - 1496.10 ლარის (0,10 ლარი 1 სააბონენტო ნომერზე) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთები.
კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელი უკვე ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას და მის მიერ მოთხოვნილია ნუმერაციის რესურსი იმავე სახის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებისთვის, ნებართვის მაძიებელი ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს დადასტურება იმისა, რომ ნებართვის მაძიებელის მიერ ათვისებულია კომისიის მიერ მასზე უკვე გაცემული ნუმერაციის რესურსის საერთო რაოდენობის 75%.
კომისია აღნიშნავს, რომ სს ”სილქნეტი” ხაშურის მუნიციპალიტეტში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N51 ლიცენზიის მოქმედების ვადით და №N 203 ნებართვით ფლობს 12 639 სააბონენტო ნომერს, ხოლო ბორჯომის მუნიციპალიტეტში №N51 ლიცენზიის მოქმედების ვადით და №N17 ნებართვით 5 400 სააბონენტო ნომერს. თავის განცხადებაში სს „სილქნეტი” ითხოვს ზემოაღნიშნული ლიცენზიებითა და ნებართვებით გათვალისწინებული არასრული ათასეული ბლოკების შევსებას. სს „სილქნეტს“ კომისიის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად 2015 წლის იანვრის მონაცემებით ხაშურის მუნიციპალიტეტში ჰყავს 9 920 აქტიური აბონენტი, რაც მასზე გაცემული ნუმერაციის რესურსის 78%-ს შეადგენს, ხოლო ბორჯომის მუნიციპალიტეტში 4 624 აბონენტი, რაც მასზე გაცემული ნუმერაციის რესურსის 85%-ს შეადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუქმდეს შპს „ვანექსის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N 19 და №N 20 ნებართვები ნებართვის მფლობელის განცხადების საფუძველზე და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2012 წლის 11 მაისის №353/24 გადაწყვეტილება;
2. მიეცეს სს „სილქნეტს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N219 ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ჯამში 8 361 (რვა ათას სამას სამოცდაერთი) სააბონენტო ნომერი ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;
ბ) გეოგრაფიული ზონა: ხაშურის მუნიციპალიტეტი:
ბ.ა) (995 368 220XXX)- 1000 სააბონენტო ნომერი;
ბ.ბ) დანართი N1-ით განსაზღვრული 7361 სააბონენტო ნომერი;
გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;
დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.
3. მიეცეს სს „სილქნეტს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N220 ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ჯამში 6600 (ექვსი ათას ექვსასი) სააბონენტო ნომერი ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;
ბ) გეოგრაფიული ზონა: ბორჯომის მუნიციპალიტეტი:
ბ.ა) (995 367 240XXX)- 1000 სააბონენტო ნომერი;
ბ.ბ) დანართი N2-ით განსაზღვრული 5 600 სააბონენტო ნომერი
გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;
დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.
4. წინამდებარე გადაწყვეტილების მეორე და მესამე პუნქტების ბ.ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული №1 და №2 დანართები ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;
5. ეცნობოს სს „სილქნეტს”, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემიდან/განახლებიდან 1 წლის ამოწურვამდე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენა უნდა მოხდეს ვადის გასვლამდე 10 სამუშაო დღით ადრე.
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სანებართვო რეესტრში შეტანა (ც.უჯმაჯურიძე);
ბ) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ც. უჯმაჯურიძე).
გ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების სს „სილქნეტისთვის“ და შპს „ვანექსისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში.
8. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრები: ელისო ასანიძე
კახი ბექაური
გიორგი ფრუიძე
მერაბ ქათამაძე
