წვდომის მენიუ

შპს “სტერეო +“-ის 50% წილის ფიზიკურ პირ დავით ზილფიმიანის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 151 / 11

გამოქვეყნების თარიღი მაისი 11, 2015 16:41

მიღების თარიღი მარტი 19, 2015

 

შპს “სტერეო +“-ის 50% წილის  ფიზიკურ პირ დავით ზილფიმიანის მიერ  შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

 

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2015 წლის 10 მარტს №02/03-15 განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/846-15) მიმართა შპს “სტერეო+“-მა,  შპს “სტერეო+“-ის 50% წილის ფიზიკურ პირ დავით ზილფიმიანის მიერ ფიზიკურ პირ გიორგი ხითარიშვილისაგან შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სტერეო+“-ს ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

 

A.F.2.

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.5

მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით  უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული მაგისტრალური  არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.7

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

 

მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ ცენტრის შესაბამისი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

 

WiMax.

B.F.3

მონაცემთა გადაცემა

 

მონაცემთა გადაცემა.

B.F.4

მაუწყებლობის ტრანზიტი

 

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი;

 

რადიომაუწყებლობის ტრანზიტი.

B.S.4

თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება

 

თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება.

 B.S.5

სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება

 

 

 

სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება.

 

           

 

ამავე დროს, კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სტერეო +“-ს ავტორიზაცია გავლილი აქვს მაუწყებლობის შემდეგ სახეზე:

 

B.1 ტელემაუწყებლობა

        საერთო ტელემაუწყებლობა.

 

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სტერეო +“  ფლობს:

1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F37 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2382- 2400 მჰც  სიხშირული დიაპაზონში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის ქ.თბილისში;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა:  05.05.2016-მდე;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია  ლიცენზიით გათვალისწინებული  რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს  კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენულებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად”.

2. ფიქსირებულ და გადაადგილებად ობიექტებს შორის ორმხრივი  რადიოსარელეო კავშირისთვის, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F77 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი - 293,5 მჰც ± 6 მჰც;

ბ) რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 12 მჰც;

გ) სიმძლავრე - 10 ვატი;

დ) სადგურების რაოდენობა თითოეულ გეოგრაფიულ ზონაში-2;

ე) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ქ.ქუთაისი, ქ.ბათუმი, ქ.გორი, ქ.თელავი, ქ.დუშეთი, ქ.ჩოხატაური, ქ.ხარაგაული და ქ.ასპინძა;

ვ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2020 წლის 19 მარტამდე;

ზ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

თ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს მხოლოდ ფიქსირებულ და გადაადგილებად ობიექტებს შორის ორმხრივი  რადიოსარელეო კავშირის უზრუნველსაყოფად.

3. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F84 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი - 244.05 მჰც ± 0.85 მჰც მოძრავი ობიექტებისათვის ორმხრივი ციფრული აუდიო სიგნალის მისაწოდებლად;

ბ) რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 1.7 მჰც;

გ) გადამცემის სიმძლავრე - 10 ვატი;

დ) სადგურების რაოდენობა - 1 სადგური თითოეულ ქალაქში;

ე) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი, დუშეთის, სენაკის,  ყვარელის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტები;

ვ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 27 მაისამდე;

ზ) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;

თ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად და ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის.

4. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F86 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 259 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება და გეოგრაფიული კოორდინატები: ბათუმი (N 41041/, E41043/) – სენაკი (N42017/, E42003/), სენაკი (N42017/, E42003/) – ხარაგაული (N42002/, E43028/), ხარაგაული (N42002/, E43028/) – დუშეთი (N42000/, E44039/), დუშეთი (N42000/, E44039/) – თბილისი (N41041/, E44047/), თბილისი (N41041/, E44047/) – თელავი (მთა ცივი, N41052/, E45024/) მონაკვეთებზე ციფრულ მონაცემთა ცალმხრივი გადაცემისთვის; რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც;

ბ) გადამცემი სადგურების რაოდენობა - 6;

გ) გადამცემების სიმძლავრე - 10 ვატამდე;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 24 თებერვლამდე;

ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში უზრუნველყოს პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;

ვ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად და ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

            5. კერძო  მაუწყებლობის №B145  ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 31 მაისამდე;

დ) გეოგრაფიული ზონა: ქ. წალკა;

ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

-         გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი - ქ. წალკა;

-         სიხშირე (მჰც) – 105,7;

-         მოდულაცია - FM;

-         პოლარიზაცია (V/H) – V;

-         გასხივება - წრიული;

-         გადამცემის სიმძლავრე (ვტ) – 500;

-         გეოგრაფიული კოორდინატები - N44▪384▫ ;    E 44▪1418▫ ;

-         ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) – 30.

               

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

6. კერძო  მაუწყებლობის №B152 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 27 დეკემბრამდე;

დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით - საქართველოს ტერიტორიაზე;

 

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს “სტერეო+“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX-B, №MUX-D და  №MUX-E ლიცენზიებს.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს “სტერეო+“-ის მიერ 2015 წლის 10 მარტის №02/03-15 განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/846-15) კომისიაში წარმოდგენილ იქნა შემდეგი ინფორმაცია:

-         შპს “სტერეო+“-ის საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;

-         შპს “სტერეო+“-ის მიერ საქართველოში გაწეულ მომსახურებაზე მიღებული შემოსავლები;

-         შპს “სტერეო+“-ის წილების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ;

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს “სტერეო+“-ის მიერ №03/03-15  12.03/2015 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/943-15 12.03.2015) კომისიაში წარმოდგენილი იქნა შპს “სტერეო+“-ის პარტნიორთა კრების ოქმი, ფიზიკურ პირ დავით ზილფიმიანის მიერ კომპანიის წილის 50%-ის გადაფორმებაზე პარტნიორთა თანხმობის შესახებ.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს “სტერეო+“-ის პარტნიორები არიან არარეზიდენტი ფიზიკური პირი ლუკა სევერინი (იტალიის მოქალაქე) - წილის 50%-ის მფლობელი და ფიზიკური პირი გიორგი ხითარიშვილი - წილის 50%-ის მფლობელი.  ფიზიკურ პირ გიორგი ხითარიშვილს განზრახული აქვს თავისი კუთვნილი წილი სრულად გადასცეს ფიზიკურ პირ დავით ზილფიმიანს.

 კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2015 წლის 12 მარტის №10/920-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს “სტერეო+“ არის შპს “ომეგას“ (ავტორიზებული პირი) 100%-იანი წილის მფლობელი; შპს “სტერეო+“-ის დირექტორი მალხაზ კვარაცხელია არის შპს “მულტინეტის“ (ავტორიზებული პირი) 35%-იანი წილის მფლობელი.  შპს “სტერეო+“-ის წილის  50%-ის მფლობელი  არარეზიდენტი ფიზიკური პირი (იტალიის მოქალაქე)  ლუკა სევერინი ფლობს შპს “ტელეკომპანია “I სტერეოს“ 3%-იან წილს, ხოლო შპს “სტერეო+“-ის წილის  50%-ის შეძენის მსურველი ფიზიკური პირი დავით ზილფიმიანი ფლობს შპს “ტელეკომპანია “I სტერეოს“ წილის 22%-ს.            ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დგინდება შპს “სტერეო+“-ის აფილირებულობა შპს “ომეგასთან“, შპს “მულტინეტთან“ და შპს “ტელეკომპანია “I სტერეოსთან“.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ტელეკომპანია I სტერეო“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

 

A.F.2.

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.5.

მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით  უზრუნველყოფა

 

 

A.F.7.

რადიოსიხშირული მაგისტრალური  არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ ცენტრის შესაბამისი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.3.   

მონაცემთა გადაცემა

 

მონაცემთა გადაცემა.

შპს “ტელეკომპანია I სტერეო“ ფლობს  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხში-რული ზოლი: 2200 მჰც-დან - 2350 მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში - ქ. ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის რაიონების ტერიტორიაზე;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 11.08.2016-მდე;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია  ლიცენზიით გათვალისწინებული  რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს  კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენულებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად”.

 

შპს “ტელეკომპანია I სტერეო“, როგორც მაუწყებელი, ფლობს:

 

კერძო მაუწყებლობის №B20 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

 

 

გ.ა)

N

ანტენის განთავსების

ადგილი

გეოგრაფიული

კოორდინატები

ანტენის

სიმ.მიწის

ზედ. მ.

სატელევიზიო

არხი

სიმძლავრე

კვტ

მაუწყებლობის

საშ. რადიუსი კმ.

1

ბათუმი

41E43 ; 41N41

110

53

1.0

25

2

ყვარლის რ-ნი,

სანავარდო

45E46 ; 41N58

55

10

0.8

20

3

გორი

44E03 ; 42N02

165

36

3.0

30

4

ბოლნისი

44E32 ; 41N26

40

39

2.0

25

5

ბორჯომის რ-ნი, სოფ.ცხრა წყარო

43E31 ; 41N42

40

3

1.0

 

6

ახალქალაქი

43E25 ; 41N21

55

37

1.0

15

7

ქუთაისი

42E44 ; 42N17

60

23

3.0

30

8

საჩხერე

43E24 ; 42N21

40

22

0.5

15

9

სენაკი

42E05; 42N17

25

28

0.5

15

10

ზუგდიდი

41E52 ; 42N30

30

37

1.0

15

გ.ბ.) მეტრული დიაპაზონის მე-7  სატელევიზიო არხი (გამოსახულების გადამტანი სიხშირე - 183.25მჰც, ბგერის გადამტანი სიხშირე - 189.75მჰც);   მეტრული დიაპაზონის  მე-7  სატელევიზიო არხზე  გამოყენებული გადამცემის სიმძლავრე - 2.0 კვტ; ანტენის განთავსების ადგილი - ურთას მთა; ანტენის სიმაღლე მიწის ზედაპირიდან - 30მ; გეოგრაფიული კოორდინატები  N42024’40’’ , E41049’15’’ (დასაშვებია  კოორდინატის ცვლილება -350მ რადიუსში); გადამცემი ანტენის პარამეტრები:

გ.ბ.ა)  ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი - არაუმეტეს   10 dB;

გ.ბ.ბ)  მაქსიმალური გასხივების  აზიმუტი - 3150,  ჰორიზონტალურ სიბრტყეში  სხივის გახსნილობის კუთხით  ± 200  3 dB დონეზე;

გ.ბ.გ) გასხივების მილევის კოეფიციენტი აზიმუტალურ სექტორში ( 900 - დან   1800 –  მდე),- არაუმცირეს   25 dB;

კერძო მაუწყებლობის №B19 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა:  საერთო ტელემაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

გ. ა) საეთერო ტელემაუწყებლობა მე-40 სატელევიზიო არხზე 10 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი;

გ. ბ) თანამგზავრული მაუწყებლობა ტელესამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა  და ორბიტალური  სადგურებით.”

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “მულტინეტი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.4.

მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

            კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ომეგა“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

 

A.F.2.

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.4

მაუწყებლობის ტრანზიტი

 

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს “ომეგა“ ფლობს კერძო მაუწყებლობის  B61 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა:  საერთო ტელემაუწყებლობა;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

ა) ტელემაუწყებლობა მე-10 სატელევიზიო არხზე 10 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, დაბა მანგლისი.

ბ) ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.

კომისიის აპარატის ინფორმაციულ ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 13 იანვრის №10/988-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად შპს “სტერეო+“-ს საქმიანობის ძირითადი სახეა მაუწყებლობის ტრანზიტორი ავტორიზებული პირებისათვის ტექნიკური მომსახურების გაწევა. შესაბამისი მომსახურებიდან  შპს “სტერეო+“-ის შემოსავალმა 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის იანვრის თვის ჩათვლით შეადგინა  6227 ლარი. შესაბამისად, აღნიშნული მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში შპს “სტერეო+“-ს შემოსავლების ხვედრითმა წილმა შეადგინა 0,35%.

შპს “სტერეო+“-სთან აფილირებულ ავტორიზებულ პირებს: შპს “ომეგას“ და  შპს “მულტინეტს“ კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში 2014 წლის განმავლობაში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები არ უფიქსირდებათ. რაც შეეხება შპს “სტერეო+“-სთან აფილირებულ ავტორიზებულ პირს - შპს “ტელეკომპანია “I სტერეოს“, 2014 წლის განმავლობაში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავლებმა, კერძოდ მაუწყებლობის ტრანზიტორი ავტორიზებული პირებისათვის ტექნიკური მომსახურების გაწევიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 446714 ლარი. შესაბამისად, აღნიშნული მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში შპს “ტელეკომპანია “I სტერეოს“  შემოსავლების ხვედრითმა წილმა შეადგინა 14,79%.

 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “სტერეო +“-ის 50% წილის ფიზიკურ პირ დავით ზილფიმიანის მიერ  შეძენის შემდეგ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე  არსებული მდგომარეობა უცვლელი  დარჩება. შესაბამისად, შპს “სტერეო +“-ის 50% წილის წილის ფიზიკურ პირ დავით ზილფიმიანის მიერ  შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “სტერეო +“-ის 50% წილის ფიზიკურ პირ დავით ზილფიმიანის მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

    :

1. დაკმაყოფილებულ იქნას შპს “სტერეო +“-ის  განცხადება;

2. მიეცეს თანხმობა შპს “სტერეო +“-ს, შპს “სტერეო +“-ის 50% წილის ფიზიკურ პირ დავით ზილფიმიანის მიერ შეძენაზე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების დღიდან ერთი თვის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების დღიდან;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს. 

            კომისიის თავმჯდომარე                                             ვახტანგ აბაშიძე          

            კომისიის წევრი                                                             ელისო ასანიძე

            კომისიის წევრი                                                             გიორგი ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                             მერაბ ქათამაძე

            კომისიის წევრი                                                             კახი ბექაური

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები