შპს ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ მაუწყებლობის №B78 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 27, 2015
მიღების თარიღი მარტი 25, 2015 18:32
შპს ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ მაუწყებლობის №B78 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/249-15, 18.02.2015წ.) მიმართა შპს ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნამ“ კუთვნილი მაუწყებლობის №B78 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“ ფლობს მაუწყებლობის №B78 ლიცენზიას 2015 წლის 25 მარტამდე, კომისიის 2005 წლის 25 მარტის №178/1 და 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ლიცენზიის სახე: საეთერო რადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა;
მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:
|
ქალაქი |
სამაუწყებლო ზონა |
რეგიონი |
ანტენის განთავსების ადგილი |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის სიმაღლე მიწის ზედ. მ |
რადიო-სიხშირე მგჰც |
სიმძ. კვტ |
ანტენის გასხივების დიაგრამა |
სამაუწყებლო ზონის საშ.რად კმ |
|
FM |
|||||||||
|
თბილისი |
1 |
თბილისი |
თბილისის ანძა |
44E47; 41N41 |
100 |
96.7 |
1 |
წრიული |
25 |
|
ბათუმი |
2 |
აჭარა |
ბათუმის ანძა |
41E43; 41N41 |
35 |
101.9 |
1 |
წრიული |
20 |
|
ყვარელი |
3 |
კახეთი |
სანავარდოს ანძა |
45E46; 41N58 |
50 |
105.7 |
0.5 |
წრიული |
15 |
|
გორი |
4 |
შიდა ქართლი |
გორის ანძა |
44E03; 42N02 |
140 |
102.0 |
0.5 |
წრიული |
40 |
|
დმანისი |
5 |
ქვ. ქართლი |
დმანისის ანძა |
44E13; 41N22 |
150 |
103.0 |
0.5 |
წრიული |
50 |
|
ახალციხე |
6 |
სამცხე-ჯავახეთი |
ახალციხის ანძა |
42E57; 41N38 |
35 |
105.1 |
0.5 |
წრიული |
40 |
|
ქუთაისი |
7 |
იმერეთი |
ქუთაისის ანძა |
42E44; 42N16 |
118 |
102.7 |
1.5 |
წრიული |
70 |
|
ზუგდიდი |
10 |
სამეგრელო |
ზუგდიდის ანძა |
41E52; 42N30 |
50 |
107.7 |
0.5 |
წრიული |
40 |
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიაში შეტანილი უნდა იქნას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ მიმართ ლიცენზიების მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები; ამავე დროს, კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.
კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. შპს ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/283-15, 19.02.15)
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 24 თებერვლის №93/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ მაუწყებლობის №B78 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე.
კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება (სამსახურეობრივი ბარათი №შ-10/529-15, 24.02.2015), რომელმაც შპს ”რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ მაუწყებლობის №B78 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგინა – 49 572.00 ლარი.
საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2015 წლის 25 მარტის სხდომაზე. სხდომას ესწრებოდა შპს ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ირაკლი ჩხიკვაძე, რომელმაც დაადასტურა მაუწყებლობის №B78 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის სალიცენზიო გადასახდელის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში კომისიის მიერ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, ერთი წლის ვადაში გადახდაზე მზადყოფნა. კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე შპს ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დაზუსტდა სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის თემატიკა და დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა. მაუწყებლობის თემატიკად განისაზღვრა მუსიკალური რადიომაუწყებლობა, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობად 24 საათი.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა შპს ”რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ მაუწყებლობის №B78 ლიცენზიის მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, კერძოდ, კომისიის 2005 წლის 25 მარტის №178/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ლიცენზიის სახე - საეთერო რადიომაუწყებლობა, არ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის შესაბამისად კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს. ასევე №B78 ლიცენზიის ტექნიკურ პარამეტრებში მითითებული სამაუწყებლო ზონების ნუმერაცია აღარ შეესაბამება კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებას, რომლის თანახმად 87.5მჰც-დან 108.0მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში ადგილობრივი რადიომაუწყებლობის ზონა არის საკონკურსო პირობით განსაზღვრული, ერთი ან რამდენიმე გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის ან/და სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საჭიროა შპს ”რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ კუთვნილი მაუწყებლობის №B78 ლიცენზიის მოდიფიცირება, რათა ლიცენზიის სახე, სახეობა და ტექნიკური პარამეტრები მოყვანილ იქნას შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გამოვლენილა შპს ”რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ მაუწყებლობის №B78 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს ”რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ მაუწყებლობის №B78 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის სხდომაზევე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის, 39-ე მუხლის, 45–ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის N6 დადგენილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს ”რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ კუთვნილ მაუწყებლობის №B78 ლიცენზიას 2015 წლის 25 მარტიდან 2025 წლის 25 მარტამდე;
2. მოდიფიცირდეს კერძო მაუწყებლობის №B78 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (მუსიკალური) რადიომაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
|
№ |
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები
|
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
|
1 |
თბილისის ანძა |
96.7 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
N 41°41'44" E 44°47'6" |
100 |
|
2 |
ბათუმის ანძა |
101.9 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
N 41°41'37" E 41°42'55" |
35 |
|
3 |
სანავარდოს ანძა |
105.7 |
FM |
V |
წრიული |
500 |
N 41°54'23" E 45°49'42" |
50 |
|
4 |
გორის ანძა |
102.0 |
FM |
V |
წრიული |
500 |
N 42°01'56" E 044°02'51" |
140 |
|
5 |
დმანისის ანძა |
103.0 |
FM |
V |
წრიული |
500 |
N 41°22'38" E 44°12'52" |
150 |
|
6 |
ახალციხის ანძა |
105.1 |
FM |
V |
წრიული |
500 |
N41°37'48" E 42°57'25" |
35 |
|
7 |
ქუთაისის ანძა |
102.7 |
FM |
V |
წრიული |
1500 |
N 42°16'49" E 42°44'10" |
118 |
|
8 |
ზუგდიდის ანძა |
107.7 |
FM |
V |
წრიული |
500 |
N 42°30'14" E 41°53'9" |
50 |
შენიშვნა: გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
დ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურების ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის ან/და სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.
3. დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის ხანგრძლივობად განისაზღვროს 24 საათი.
4. შპს ”რადიო ჰოლდინგ ფორტუნა“ ვალდებულია:
ა) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
ბ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
გ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;
დ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;
ე) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ვ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
ზ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;
თ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;
ი) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.
კ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:
ლ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;
მ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.
ნ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ო) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.
პ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;
5. შპს ”რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ კერძო მაუწყებლობის №B78 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახდელი შეადგენს – 49 572.00 (ორმოცდაცხრაათას ხუთასსამოცდათორმეტი და 00) ლარს.
6. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის - 49 572.00 (ორმოცდაცხრაათას ხუთასსამოცდათორმეტი და 00) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი -300773062;
4,131.00 ლარი – 2015 წლის 25 აპრილამდე;
4,131.00 ლარი – 2015 წლის 25 მაისამდე;
4,131.00 ლარი – 2015 წლის 25 ივნისამდე;
4,131.00 ლარი – 2015 წლის 25 ივლისამდე;
4,131.00 ლარი – 2015 წლის 25 აგვისტომდე;
4,131.00 ლარი – 2015 წლის 25 სექტემბრამდე;
4,131.00 ლარი – 2015 წლის 25 ოქტომბრამდე;
4,131.00 ლარი – 2015 წლის 25 ნოემბრამდე;
4,131.00 ლარი – 2015 წლის 25 დეკემბრამდე;
4,131.00 ლარი – 2016 წლის 25 იანვრამდე;
4,131.00 ლარი – 2016 წლის 25 თებერვლამდე;
4,131.00 ლარი – 2016 წლის 25 მარტამდე;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (მ. ქადეიშვილი);
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
დ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”რადიო ჰოლდინგ ფორტუნასთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე).
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მეორე პუნქტის გ) და დ) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).
13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2, მე-3, მე-4 და მე–6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
