წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 18 სექტემბრის № 524/7 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 159 / 19

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 01, 2015 18:08

მიღების თარიღი მარტი 26, 2015

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014  წლის 18 სექტემბრის  № 524/7 გადაწყვეტილებაში  ცვლილებების შეტანის თაობაზე

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ ინდ. მეწარმე ”ნიკო კევლიშვილმა”  (რეგისტრირებული  საჯარო რეესტრის  მიერ, ს.კ. № 20001055542) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/456-15, 23.02.15) ქ. თბილისში მინიჭებული 165.925 მჰც სიხშირის  მოქმედების გეოგრაფიული ზონის გაზრდის  თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014  წლის 18 სექტემბრის  N 524/7  გადაწყვეტილებით ინდ. მეწარმე ”ნიკო კევლიშვილს” მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 858 ნებართვა და მიენიჭა 165.925 მჰც სიხშირე (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში, ერთი წლის ვადით.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ განიხილა ზემოაღნიშნული საკითხი და შესაძლებლად მიაჩნია ინდ. მეწარმე ”ნიკო კევლიშვილისთვის” ქ.  თბილისში  მინიჭებული 165.925 მჰც სიხშირით სარგებლობა დამატებით გავრცელდეს ქ. თელავის  ტერიტორიაზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე  მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2014  წლის 18 სექტემბრის  N 524/7    გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1. მიეცეს ინდ. მეწარმე ”ნიკო კევლიშვილს” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 858 ნებართვა და მიენიჭოს 165.925 მჰც სიხშირე (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში  და ქ. თელავში, ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;”;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;   

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ინდ. მეწარმე ”ნიკო კევლიშვილისთვის” ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                                               ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                             კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                             გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები