„საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო - საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 25, 2015 11:29
მიღების თარიღი აპრილი 02, 2015
„საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო - საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2014 წლის 6 ნოემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N620/9 „საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“. აღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრულ საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე შემდეგ ავტორიზებულ პირებს: სს „სილქნეტს“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ და შპს „ახალ ქსელებს“ ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში 100 მმ-იანი საკანალიზაციო მილის ერთ არხ კილომეტრზე თვეში იმ გეოგრაფიულ ზონაში სადაც ამავე გადაწყვეტილებით ეს კომპანიები ცნობილ იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებად ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურებაზე დაუდგინდათ ზედა ზღვრული ტარიფი 370 ლარის ოდენობით (გადასახადების გარეშე).
კომისია აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტის“, „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ და შპს „ახალ ქსელების“ მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების ფარგლებში წარმოდგენილი მოწვევის ოფერტით (სს „სილქნეტის“ 2015 წლის 12 იანვრის N145/05-8 წერილი, შპს „ცენტრალური კავშირგაბულობის კორპორაციის“ 2015 წლის 19 თებერვლის N 6/311-15 წერილი, შპს „ახალმა ქსელებმა“ ოფერტა გამოაგზავნა კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის დ. ქუთათელეძის ელ. ფოსტაზე) გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების ტარიფები არ შეესაბამება კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ზედა ზღვრულ ტარიფს. კერძოდ, კომპანიების მიერ მოწვევის ოფერტით წარმოდგენილი ტარიფები არ არის დადგენილი 100 მმ-იან საკანალიზაციო არხში გასატარებელი სხვადასხვა დიამეტრის კაბელის ამ არხში დაკავებული ფართობის მიხედვით. კომპანიების მიერ წარმოდგენილი ოფერტების მიხედვით სხვადასხვა დიამეტრის კაბელების საკანალიზაციო არხში გატარების ტარიფების გაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული კაბელების მიერ საკანალიზაციო არხის დაკავების შესაბამისი მოცულობები მმ2-ში; კომპანიებმა ტარიფების დადგენისას გაითვალისწინეს მხოლოდ ასეთი კაბელების დიამეტრი და არა ამ კაბელების მიერ საკანალიზაციო არხის დაკავების ფართობი.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიამ წერილობით მიმართა კომპანიებს მოწვევის ოფერტის პირობების შესწორების და კომისიაში წარმოდგენის მოთხოვნით. (კომისიის 2015 წლის 17 თებერვლის N 08/76-15 წერილი შპს „ახალი ქსელებისადმი“, კომისიის 2015 წლის 2 თებერვლის N 08/141-15 წერილი სს „სილქნეტისადმი“). კომპანიებს კომისიაში კომისიის წერილის მიხედვით შესწორებული მოწვევის ოფერტები არ წარმოუდგენიათ.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის თავმჯდომარის კონსულტანტ ანა ნაკაშიძის მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი 2015 წლის 23 მარტის მოხსენებითი ბარათის N10/1366-15 მიხედვით, საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხში ოპტიკური კაბელის განთავსებისა და ექსპლოატაციის მიზნით საკანალიზაციო არხის გამოყენებადი მოცულობის და ექსპლოატაციის ნორმები უნდა დადგინდეს ოპტიკური კაბელების მწარმოებლების, შესაბამისი პროფესიული ასოციაციისა და ოპერატორების მიერ. საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით ჩამოყალიბებული საკანალიზაციო არხში კაბელის განთავსებისას საკანალიზაციო არხის შევსების კოეფიციენტის გაანგარიშების წესი ითვალისწინებს საკანალიზაციო არხში გასატარებელი სხვადასხვა დიამეტრის კაბელის მიერ საკანალიზაციო არხში დაკავებული ფართობების მიხედვით ტარიფების დადგენის წესს. კომისია იზიარებს საერთაშორისო პრაქტიკას და მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს კომისიის გადაწყვეტილებით დაუდგინდეს საკანალიზაციო არხში სხვადასხვა დიამეტრის კაბელების გატარების ტარიფების გაანგარიშების წესი ამ არხის გამოყენებადი მოცულობის და შესაბამისი ტექნიკური ნორმების მიხედვით. აღნიშნულისათვის კი საჭიროა შესაბამისი
ცვლილებების განხორციელება კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის N 620/9 გადაწყვეტილებაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;
2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2015 წლის 7 მაისს 16:00 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის ცნობათა გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრდებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
6. გადაწყვეტილება ძალაშია მისი მიღებისთანავე;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილს).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი კ. ბექაური
კომისიის წევრი მ. ქათამაძე
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
