შპს „ტელეკომპანია თბილისის“ საჩივრის წარმოებაში მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 02, 2015 10:57
მიღების თარიღი აპრილი 15, 2015
შპს „ტელეკომპანია თბილისის“ საჩივრის წარმოებაში მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის N6/1596-15 – 01.04.2015) მიმართა შპს „ტელეკომპანია თბილისმა“, შპს „7 არხის“ და შპს „სისტემა+“-ის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევასთან დაკავშირებით.
კომისიაში წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს „ტელეკომპანია თბილისმა“ 2015 წლის 25 თებერვალს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის საფუძველზე, სავალდებულო ტრანზიტის მოთხოვნით, წერილებით მიმართა შპს „7 არხს“ (25.02.15; N2/17) და შპს „სისტემა+“-ს (25.02.15; N2/18) და მოსთხოვა შპს „ტელეკომპანია თბილისის“ სარედაქციო პასუხისმგებლობით შექმნილი ტელეარხის „MusicBox“-ის მომხმარებლისათვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განთავსება. აღნიშნულ წერილებზე არც ერთი კომპანიიდან რეაგირება არ მომხდარა. შესაბამისად, განმცხადებელი ითხოვს კომისიამ განიხილოს აღნიშნული საკითხი და ამავე დროს, დაავალდებულოს შპს „7 არხი“ და შპს „სისტემა+“, რათა მათ განათავსონ შპს „ტელეკმოპანია თბილისის“ სამაუწყებლო არხი მათ სამომხარებლო პაკეტებში, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით 2015 წლის 14 აპრილს კომისიაში შემოვიდა შპს „სისტემა+“-ის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის 14.04.2015; N6/1865-15), რომელშიც აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-401 მუხლის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია თავისი ხარჯით, ერთჯერადად მიაწოდოს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს მაუწყებლის სიგნალის ქსელში გავრცელებისათვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებები და უზრუნველყოს მაუწყებლის სიგნალის თანამგზავრამდე მიტანა; მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიებული პირი ვალდებულია შეასრულოს სავალდებულო ტრანზიტის მოთხოვნა კომისიის მიერ დადგენლი ტექნიკური მონაცემების შესაბამისად, ტექნიკური საშუალებების მიწოდებიდან 14 დღის ვადაში. შპს „სისტემა+“ განცხადებაში, აღნიშნავს, რომ შპს „ტელეკომპანია თბილისის“ მხრიდან, არც ტექნიკური საშუალებები და არც ლიცენზიის ასლი მიწოდებული არ ყოფილა; იმისდა მიუხედავად, რომ კანონი ავტორიზებულ პირს არ ავალდებულებს თავად მოითხოვოს ტექნიკური საშუალებების მიწოდება, შპს „სისტემა+“-ის მხრიდან რამდენჯერმე იყო მცდელობა კომპანიის მიერ მითითებულ ნომრებზე დაკავშირება, რაც სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.
შპს „სისტემა+“-ს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 15 აპრილის სხდომაზე გარკვეული მიზეზთა გამო ვერ ხერხდება შპს „სისტემა+“-ის უფლებამოსილი წარმომადგენლის დასწრება, რის გამოც კომპანია ითხოვს მოსამზადებელი სხდომის მომდევნო სხდომისათვის გადადებას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2015 წლის 15 აპრილის კომისიის სხდომაზე, კომისიამ იმსჯელა შპს „სისტემა+“-ის განცხადებაზე სხდომის გადადების თაობაზე და განმარტა, რომ ვინადიან 2015 წლის 15 აპრილს განიხილებოდა შპს „ტელეკომპანია თბილისის“ საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი და არ ხდებოდა საკითხის არსებითი განხილვა, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული სხდომის შპს „სისტემა+“-ის უფლებამოსილი წარმომადგენლის დაუსწრებლად ჩატარების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,7 არხის“ და შპს „სისტემა+“-ის წინააღმდეგ შპს „ტელეკომპანია თბილისის“ საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2015 წლის 15 აპრილის სხდომაზე, რომლის გამართვის შესახებ, შეტყობინებებით ეცნობათ შპს ,,ტელეკომპანია თბილისს“ (N040022373324), შპს ,,7 არხს“ (N040022373315), შპს „სისტემა+“-ს (040022373304) და ეთხოვათ განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მოსაზრებები და მტკიცებულებები წარმოედგინათ კომისიაში. მათ ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვის უფლება.
საკითხის განხილვას ესწრებოდნენ შპს „ტელეკომპანია თბილისის“ იურისტი ირაკლი ჩხიკვაძე, შპს „7 არხის“ დირექტორი დავით წერეთელი და კომპანიის მენეჯერი ნატალია მგელაძე. შპს „სისტემა+“ უფლებამოსილი წარმომადგენლელი არ ესწრებოდა კომისიის სხდომას, თუმცა მას ჩაბარდა შეტყობინება, რომელსაც ხელს აწერს ორგანიზაციის წარმომადგენელი ელისაბედ გორდელაძე.
კომისია, მხარეთა მიერ წარმოდგენილი განცხადებებისა და კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებების საფუძველზე აღნიშნავს შემდეგს:
1. შპს „ტელეკომპანია თბილისი“ ფლობს კერძო საერთო მაუწყებლობის NB88 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს საეთერო ტელემაუწყებლობას 58-ე სატელევიზიო არხზე (ქ. თბილისი); ამავე ლიცენზიით, შპს „ტელეკომპანია თბილისს“ მინიჭებული აქვს უფლება მაუწყებლობა განახორციელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.
2. შპს „7 არხი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 12.02.2010.); მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე; ინტერნეტ მომსახურებაზე; მაუწყებლობის ტრანზიტზე და სხვა;
3. შპს „სისტემა+“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 10.02.2010.); მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელებითა და/ან სადენიანი ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფისათვის და მაუწყებლობის ტრანზიტზე;
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ–ერთი ფუნქციაა, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;
5. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას, ხოლო 45–ე მუხლის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დააკისროს ჯარიმა.
7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-401 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივ მაუწყებელს, სათემო მაუწყებელს, ამ კანონის შესაბამისად ლიცენზირებულ საერთო მაუწყებელს, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში (თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზიისთვის მაუწყებლობის ზონა ამ მუხლის მიზნებისათვის არის ქვეყნის მთელი ტერიტორია), აგრეთვე საერთო საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე პირს, რომლის მაუწყებლობა ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისთვის, უფლება აქვთ, მოსთხოვონ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, ასეთი მაუწყებლის სატელევიზიო არხი მომხმარებლისათვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განათავსოს („სავალდებულო ტრანზიტი“). ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშობა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისგან მაუწყებლის სიგნალის ტრანზიტისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-401 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, მაუწყებელს შეუძლია სავალდებულო ტრანზიტის მოთხოვნა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს წარუდგინოს მის იურიდიულ მისამართზე დაზღვეული წერილის გაგზავნით. მაუწყებელი ვალდებულია თავისი ხარჯით, ერთჯერადად მიაწოდოს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს მაუწყებლის სიგნალის ქსელში გავრცელებისათვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებები და უზრუნველყოს მაუწყებლის სიგნალის თანამგზავრამდე მიტანა. ტექნიკური საშუალებების ერთჯერადი მიწოდების ვალდებულება არ ვრცელდება მაუწყებელზე, რომლის მაუწყებლობის ტრანზიტიც ხორციელდება ამ მუხლის ამოქმედებისას. ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული სხვა ურთიერთვალდებულებები განისაზღვრება მხარეებს შორის დადებული ტრანზიტის ხელშეკრულებით. ტრანზიტის ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია ტრანზიტის ხელშეკრულება ან ტრანზიტის განხორციელების სხვა სამართლებრივი საფუძველი განათავსოს თავის ვებ გვერდზე და წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცეს ასეთი ხელშეკრულების ასლი ნებისმიერ პირს.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ტექნიკური საშუალებების ტექნიკურ მონაცემებს ადგენს კომისია. მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს სავალდებულო ტრანზიტის მოთხოვნა კომისიის მიერ დადგენილი ტექნიკური მონაცემების შესაბამისად, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მაუწყებლების მიერ ტექნიკური საშუალებების მიწოდებიდან 14 დღის ვადაში.
ამავე მუხლის მე–11 პუნქტის შესაბამისად, რომელიმე მხარის მიერ ამ მუხლის პირველი, მე-3, მე-6, მე-7 ან/და მე-8 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია საჩივრით მიმართოს კომისიას. 9. კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს N8 დადგენილებით დამტკიცებულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო ტრანზიტის განხორციელებისას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ მაუწყებლის სიგნალის გავრცელებისთვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებების ტექნიკური მონაცემები“, რომლითაც განისაზღვრა სავალდებულო ტრანზიტის განხორციელებასთან დაკავშირებით, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების მიერ მაუწყებლის სიგნალის გავრცელებისთვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებების ტექნიკური მონაცემები კერძოდ:
|
|
|
№ |
ტექნიკური საშუალების დასახელება |
ტექნიკური საშუალების შესასვლელი |
ტექნიკური საშუალების გამოსასვლელი |
შენიშვნა |
|
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
|
1 |
მიმღები ანტენა (ოფსეტური ან პარაბოლური) თანამგზავრიდან ან მიწისზედა სადგურიდან სატელევიზიო პროგრამის მიღებისათვის სანტიმეტრულ (SHF) დიაპაზონში |
|
სატელევიზო სიგნალის დონე (-60დბმვ ÷ -30დბმვ) შუალედური სიხშირის (950მჰც÷2150მჰც) დიაპაზონში |
ანტენის ფოკუსში მოთავსებული მაძლიერებელ- -გარდამსახთან (LNB) შეთანხმებული, კონსტრუქციული სიგრძის კოაქსიალური კაბელის (75ომი) გამოსასვლელზე |
|
2 |
თანამგზავრული მიმღები: არასაყოფაცხოვრებო დანიშნულების, ტექნიკური საშუალებების კონკრეტული მოდელის (დამამზადებელი ფირმის) საექსპლუატაციო პარამეტრების შესაბამისი, თანამგზავრიდან ან მიწისზედა სადგურიდან სატელევიზიო პროგრამის მიღებისათვის სანტიმეტრულ (SHF) დიაპაზონში |
სატელევიზო სიგნალის დონე (-60დბმვ ÷ -30დბმვ) შუალედური სიხშირის (950მჰც÷2150მჰც) დიაპაზონში |
ვიდეო(V) და ბგერითი(A) სიგნალები დონით: V-(0,8÷1,3ვ) დატვირთვაზე 75ომი A-(-8დბმვ ÷ +7დბმვ) დატვირთვაზე 0,6/12კომი ან/და MPEG2 ფორმატის, გახსნილი (დეკოდირებული), DVB-ASI სიგნალი |
|
|
3 |
ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელით მიღებული სატელევიზიო სიგნალის არასაყოფაცხოვრებო დანიშნულების მიმღებ-გარდამსახი |
ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელით მიწოდებული ნაკადი |
ვიდეო(V) და ბგერითი(A) სიგნალები დონით: V-(0,8÷1,3ვ) დატვირთვაზე 75ომი A-(-8დბმვ ÷ +7დბმვ) დატვირთვაზე 0,6/12კომი ან/და MPEG2 ფორმატის, გახსნილი (დეკოდირებული), DVB-ASI სიგნალი |
გამოყოფილი ხაზის უზრუნველყოფა (PP) |
|
4 |
მეტრულ (VHF) და დეციმეტრულ (UHF) დიაპაზონში სატელევიზიო მაუწყებლობის ანალოგური სიგნალის საარხო მიმღები |
45მჰც ÷ 862მჰც სიხშირულ დიაპაზონში კოაქსიალური კაბელით (75ომი) მიწოდებული მაუწყებლობის სიგნალი დონით არა უმცირეს 57დბმკვ VHF დიაპაზონში 65დბმკვ UHF დიაპაზონში |
ვიდეო(V) და ბგერითი(A) სიგნალები დონით: V-(0,8÷1,3ვ) დატვირთვაზე 75ომი A-(-8დბმვ ÷ +7დბმვ) დატვირთვაზე 0,6/12კომი |
|
|
5 |
კოაქსიალური კაბელით მეტრულ ან დეციმეტრულ დიპაზონში ციფრულ ფორმატში სატელევიზიო მაუწყებლობის სიგნალის არასაყოფაცხოვრებო დანიშნულების მიმღებ-გარდამსახი |
45მჰც ÷ 862მჰც სიხშირულ დიაპაზონში კოაქსიალური კაბელით (75ომი) მიწოდებული მაუწყებლობის სიგნალი |
ვიდეო(V) და ბგერითი(A) სიგნალები დონით: V-(0,8÷1,3ვ) დატვირთვაზე 75ომი A-(-8დბმვ ÷ +7დბმვ) დატვირთვაზე 0,6/12კომი ან/და MPEG2 ფორმატის, გახსნილი (დეკოდირებული), DVB-ASI სიგნალი |
|
|
6 |
ანალოგური სატელევიზიო მაუწყებლობის საარხო მოდულიატორი კონკრეტული მოდელის (დამამზადებელი ფირმის) საექსპლუატაციო პარამეტრების შესაბამისი, მეტრულ (VHF) და დეციმეტრულ (UHF) დიაპაზონებში ფუნქციონირებისთვის |
ა) გაძლიერების ავტომატური რეგულირების (AGC) შესაძლებლობის მქონე შესასვლელზე ანალოგური ვიდეო(V) სიგნალის დონე V-(0,8ვ÷1,3ვ) დატვირთვაზე 75ომი ბ) გაძლიერების ავტომატური რეგულირების (AGC) შესაძლებლობის მქონე შესასვლელზე ანალოგური ბგერითი(A) სიგნალის დონე A-(-8დბმვ ÷ +7დბმვ) დატვირთვაზე 0,6/12კომი |
45მჰც÷862მჰც სიხშირულ დიაპაზონში ანალოგური ფორმატის სამაუწყებლო სიგნალი, მაქსიმალური დონით 120დბმკვ დატვირთვაზე 75ომი |
|
|
7 |
MPEG კოდირების მოწყობილობა |
ანალოგური ან ციფრული (A/V, CVBS, SDI) სატელევიზიო სიგნალი |
MPEG2 ან/და MPEG4 ფორმატის სიგნალი |
|
|
8 |
ენკოდერი |
ანალოგური ან ციფრული (A/V, CVBS, SDI, H264) სატელევიზიო სიგნალი |
ციფრული სატრანსპორტო ნაკადი (TS) |
ციფრული/ანალოგური ფორმატის ცვლილებისათვის |
|
9 |
მულტიპლექსორი |
ციფრული სატრანსპორტო ნაკადები (TS) |
გაერთიანებული ციფრული სატრანსპორტო ნაკადი |
|
|
10 |
ეთერიდან მეტრულ (VHF) და დეციმეტრულ (UHF) დიაპაზონში სატელევიზიო მაუწყებლობის პროგრამის მიმღები ანტენა (საარხო ან ფართე ზოლოვანი) |
|
სამაუწყებლო სიგნალის დონე საარხო სიხშირეზე 57დბმკვ (VHF) დიაპაზონში 65დბმკვ (UHF) დიაპაზონში |
ანტენასთან შეთანხმებული კონსტრუქციული სიგრძის კოაქსიალური კაბელის (75ომი) გამოსასვლელზე |
|
11 |
რადიოსარელეო ხაზის მიმღები მოწყობილობა საანტენო სისტემით |
|
ვიდეო(V) და ბგერითი(A) სიგნალები დონით: V-(0,8÷1,3ვ) დატვირთვაზე 75ომი A-(-8დბმვ ÷ +7დბმვ) დატვირთვაზე 0,6/12კომი ან/და MPEG2 ფორმატის, გახსნილი (დეკოდირებული), DVB-ASI სიგნალი სიგნალი |
|
10. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს, ხოლო ამავე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ მაუწყებლისა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს შორის ავტორიზებული პირების მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო ტრანზიტის განხორციელებასთან დაკავშირებული დავის განხილვა შედის კომისიის კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების სფეროში და გამომდინარე იქიდან, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი საჩივრების განხილვისას ითვალისწინებს ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებას, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია თბილისის“ საჩივრის განხილვის მიზნით.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და კ) ქვეპუნქტების, მე-14 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 401 მუხლის მე–11 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია თბილისის“ საჩივრის (N6/1596-15 – 01.04.15) განხილვის მიზნით;
2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2015 წლის 7 მაისს, 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდძე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყევტილების დაინტერესებული მხარეებისათვის გაგზავნა (მ. ნინუა);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
კომისიის წევრი კ.ბექაური
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი მ.ქათამაძე
