წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №23 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 198 / 17

გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2015 11:51

მიღების თარიღი აპრილი 21, 2015

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 23 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2015 წლის 21 აპრილის №23 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. კომისიის 2015 წლის 21 აპრილის №23 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
  2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
  3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №23 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი                                                           2015  წლის 21 აპრილი, 16:00 საათი

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №23 სხდომის დღის წესრიგის  დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
  2. შპს „ტელეკომპანია I სტერეოსა“ და სს „სილქნეტს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F65 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  3. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F1ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2005 წლის 1 ივლისის №474/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  4. შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ საჩივრის წარმოებაში მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ნ.ნიჟარაძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  5. შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (2015 წლის პირველ აპრილამდე მოქმედი რედაქცია) 64-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების საკითხის თაობაზე (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი);
  6. მოქალაქე გიორგი იასაშვილის ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ნიჟარაძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები