წვდომის მენიუ

შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ საჩივრის წარმოებაში მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 201 / 23

გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2015 12:14

მიღების თარიღი აპრილი 21, 2015

შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ ააიპსამოქალაქო განათლების ფონდისსაჩივრის წარმოებაში მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას საჩივრით (08.04.2015 Nშ-6/1818-15) მიმართა ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდმა“ შპს „მაგთიკომის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო ტრანზიტის  განხორციელებაზე უარის თქმის გამო შპს „მაგთიკომთან“ დავის განხილვის მოთხოვნით.

ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდმა“ შპს „მაგთიკომს“ მიმართა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-401 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად სავალდებულო ტრანზიტის განხორციელების თაობაზე.  როგორ განცხადებაშია აღნიშნული, შპს „მაგთიკომმა“ 06.04.2015 წერილით უარი განაცხადა სავალდებულო ტრანზიტის განხორციელებაზე იმ მოტივით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, სავალდებულო ტრანზიტის ვალდებულების წარმოსაშობად ითვალისწინებს მაუწყებლის მიერ სიგნალის თანამგზავრამდე მიწოდებას.

მ ო თ ხ ო ვ ნ ე ბ ი:

ა) უკანონოდ იქნას ცნობილი შპს „მაგთიკომის“ უარი სავალდებულო ტრანზიტის განხორციელებაზე და შპს „მაგთიკომს“ დაეკისროს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქცია;

ბ) დაევალოს შპს „მაგთიკომს“ სავალდებულო ტრანზიტის განხორციელება;

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ სსიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2015 წლის 21 აპრილის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „მაგთიკომის“ და ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები.

          კომისია აღნიშნავს, რომ:

1. ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“ ფლობს კერძო (საერთო) მაუწყებლობის NB21 ლიცენზიას, რომლებიც ითვალისწინებს კერძო (საერთო) ტელემაუწყებლობას ქ.თბილისში რადიოსიხშირული სპექტრის (საეთერო მაუწყებლობა) გამოყენებით; ამავე დროს, ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“ კერძო მაუწყებლობის NB21 ლიცენზია ასევე ითვალისწინებს მაუწყებლობის უფლებას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.

2. შპს „მაგთიკომი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს როგორც ტელემაუწყებლობის ტრანზიტზე, ასევე თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურებაზე.

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ–ერთი ფუნქციაა, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;

4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას, ხოლო 45–ე მუხლის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის  დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დააკისროს ჯარიმა.

6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-401 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივ მაუწყებელს, სათემო მაუწყებელს, ამ კანონის შესაბამისად ლიცენზირებულ საერთო მაუწყებელს, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში (თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზიისთვის მაუწყებლობის ზონა ამ მუხლის მიზნებისათვის არის ქვეყნის მთელი ტერიტორია), აგრეთვე საერთო საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე პირს, რომლის მაუწყებლობა ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისთვის, უფლება აქვთ, მოსთხოვონ  მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, ასეთი მაუწყებლის სატელევიზიო არხი მომხმარებლისათვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განათავსოს („სავალდებულო ტრანზიტი“). ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშობა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისგან მაუწყებლის სიგნალის ტრანზიტისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-401 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, მაუწყებელს შეუძლია სავალდებულო ტრანზიტის მოთხოვნა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს წარუდგინოს მის იურიდიულ მისამართზე დაზღვეული წერილის გაგზავნით. მაუწყებელი ვალდებულია თავისი ხარჯით, ერთჯერადად მიაწოდოს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს მაუწყებლის სიგნალის ქსელში გავრცელებისათვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებები და უზრუნველყოს მაუწყებლის სიგნალის თანამგზავრამდე მიტანა. ტექნიკური საშუალებების ერთჯერადი მიწოდების ვალდებულება არ ვრცელდება მაუწყებელზე, რომლის მაუწყებლობის ტრანზიტიც ხორციელდება ამ მუხლის ამოქმედებისას. ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული სხვა ურთიერთვალდებულებები განისაზღვრება მხარეებს შორის დადებული ტრანზიტის ხელშეკრულებით. ტრანზიტის ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია ტრანზიტის ხელშეკრულება ან ტრანზიტის განხორციელების სხვა სამართლებრივი საფუძველი განათავსოს თავის ვებ გვერდზე და წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცეს ასეთი ხელშეკრულების ასლი ნებისმიერ პირს. 

ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ტექნიკური საშუალებების ტექნიკურ მონაცემებს ადგენს კომისია. მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს სავალდებულო ტრანზიტის მოთხოვნა კომისიის მიერ დადგენილი ტექნიკური მონაცემების შესაბამისად, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მაუწყებლების მიერ ტექნიკური საშუალებების მიწოდებიდან 14 დღის ვადაში.

ამავე მუხლის მე–11 პუნქტის შესაბამისად, რომელიმე მხარის მიერ ამ მუხლის პირველი, მე-3, მე-6, მე-7 ან/და მე-8 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია საჩივრით მიმართოს კომისიას.

8. კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს N8 დადგენილებით დამტკიცებულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“   საქართველოს კანონით გათვალისწინებული   სავალდებულო ტრანზიტის განხორციელებისას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ მაუწყებლის სიგნალის  გავრცელებისთვის აუცილებელი  ტექნიკური   საშუალებების ტექნიკური მონაცემები“, რომლითაც განისაზღვრა სავალდებულო ტრანზიტის განხორციელებასთან დაკავშირებით, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების მიერ მაუწყებლის სიგნალის გავრცელებისთვის  აუცილებელი  ტექნიკური   საშუალებების ტექნიკური მონაცემები კერძოდ:

 

ტექნიკური საშუალების დასახელება

ტექნიკური საშუალების შესასვლელი

ტექნიკური საშუალების გამოსასვლელი

შენიშვნა

1

2

3

4

5

1

მიმღები ანტენა (ოფსეტური ან პარაბოლური) თანამგზავრიდან ან მიწისზედა სადგურიდან სატელევიზიო პროგრამის მიღებისათვის სანტიმეტრულ (SHF) დიაპაზონში

 

სატელევიზო სიგნალის დონე (-60დბმვ ÷ -30დბმვ)  შუალედური სიხშირის (950მჰც÷2150მჰც) დიაპაზონში

ანტენის ფოკუსში მოთავსებული მაძლიერებელ-

-გარდამსახთან (LNB) შეთანხმებული, კონსტრუქციული სიგრძის კოაქსიალური კაბელის (75ომი) გამოსასვლელზე

2

თანამგზავრული მიმღები:  არასაყოფაცხოვრებო დანიშნულების,  ტექნიკური საშუალებების კონკრეტული მოდელის (დამამზადებელი ფირმის)  საექსპლუატაციო პარამეტრების შესაბამისი, თანამგზავრიდან ან მიწისზედა სადგურიდან სატელევიზიო პროგრამის მიღებისათვის სანტიმეტრულ (SHF) დიაპაზონში

სატელევიზო სიგნალის დონე (-60დბმვ ÷ -30დბმვ)  შუალედური სიხშირის (950მჰც÷2150მჰც) დიაპაზონში

ვიდეო(V) და ბგერითი(A) სიგნალები დონით:

V-(0,8÷1,3ვ) დატვირთვაზე 75ომი

A-(-8დბმვ ÷ +7დბმვ) დატვირთვაზე 0,6/12კომი

ან/და MPEG2 ფორმატის, გახსნილი (დეკოდირებული), DVB-ASI  სიგნალი

 

3

ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელით მიღებული სატელევიზიო სიგნალის არასაყოფაცხოვრებო დანიშნულების   მიმღებ-გარდამსახი

ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელით მიწოდებული ნაკადი

ვიდეო(V) და ბგერითი(A) სიგნალები დონით:

V-(0,8÷1,3ვ) დატვირთვაზე 75ომი

A-(-8დბმვ ÷ +7დბმვ) დატვირთვაზე 0,6/12კომი

ან/და MPEG2 ფორმატის, გახსნილი (დეკოდირებული), DVB-ASI  სიგნალი

გამოყოფილი ხაზის უზრუნველყოფა (PP)  

4

მეტრულ (VHF) და დეციმეტრულ (UHF) დიაპაზონში სატელევიზიო მაუწყებლობის ანალოგური სიგნალის საარხო მიმღები

45მჰც ÷ 862მჰც სიხშირულ დიაპაზონში კოაქსიალური კაბელით (75ომი) მიწოდებული  მაუწყებლობის  სიგნალი დონით არა უმცირეს 57დბმკვ VHF დიაპაზონში

65დბმკვ UHF დიაპაზონში

ვიდეო(V) და ბგერითი(A) სიგნალები დონით:

V-(0,8÷1,3ვ) დატვირთვაზე 75ომი

A-(-8დბმვ ÷ +7დბმვ) დატვირთვაზე 0,6/12კომი

 

5

კოაქსიალური კაბელით მეტრულ ან დეციმეტრულ დიპაზონში ციფრულ ფორმატში სატელევიზიო მაუწყებლობის სიგნალის არასაყოფაცხოვრებო დანიშნულების   მიმღებ-გარდამსახი

45მჰც ÷ 862მჰც სიხშირულ დიაპაზონში კოაქსიალური კაბელით (75ომი) მიწოდებული  მაუწყებლობის  სიგნალი

ვიდეო(V) და ბგერითი(A) სიგნალები დონით:

V-(0,8÷1,3ვ) დატვირთვაზე 75ომი

A-(-8დბმვ ÷ +7დბმვ) დატვირთვაზე 0,6/12კომი

ან/და MPEG2 ფორმატის, გახსნილი (დეკოდირებული), DVB-ASI  სიგნალი

 

6

ანალოგური სატელევიზიო მაუწყებლობის საარხო მოდულიატორი კონკრეტული მოდელის (დამამზადებელი ფირმის)  საექსპლუატაციო პარამეტრების შესაბამისი,   მეტრულ (VHF) და დეციმეტრულ (UHF) დიაპაზონებში ფუნქციონირებისთვის

ა) გაძლიერების ავტომატური რეგულირების (AGC) შესაძლებლობის მქონე შესასვლელზე ანალოგური  ვიდეო(V) სიგნალის დონე

V-(0,8ვ÷1,3ვ) დატვირთვაზე 75ომი

ბ) გაძლიერების ავტომატური რეგულირების (AGC) შესაძლებლობის მქონე შესასვლელზე ანალოგური  ბგერითი(A) სიგნალის დონე

A-(-8დბმვ ÷ +7დბმვ) დატვირთვაზე 0,6/12კომი

45მჰც÷862მჰც სიხშირულ დიაპაზონში ანალოგური ფორმატის სამაუწყებლო  სიგნალი,   მაქსიმალური დონით

120დბმკვ დატვირთვაზე 75ომი

 

7

MPEG კოდირების მოწყობილობა

ანალოგური ან ციფრული    (A/V, CVBS, SDI) სატელევიზიო სიგნალი

MPEG2 ან/და MPEG4 ფორმატის სიგნალი

 

8

ენკოდერი

ანალოგური ან ციფრული    (A/V, CVBS, SDI, H264) სატელევიზიო სიგნალი

 ციფრული სატრანსპორტო ნაკადი (TS)  

ციფრული/ანალოგური ფორმატის ცვლილებისათვის

9

მულტიპლექსორი

ციფრული სატრანსპორტო ნაკადები (TS)

გაერთიანებული ციფრული სატრანსპორტო ნაკადი

 

10

ეთერიდან  მეტრულ (VHF) და დეციმეტრულ (UHF) დიაპაზონში სატელევიზიო მაუწყებლობის პროგრამის მიმღები ანტენა (საარხო ან ფართე ზოლოვანი)

 

სამაუწყებლო სიგნალის დონე საარხო სიხშირეზე 57დბმკვ (VHF) დიაპაზონში

65დბმკვ (UHF) დიაპაზონში

ანტენასთან შეთანხმებული კონსტრუქციული სიგრძის კოაქსიალური კაბელის (75ომი) გამოსასვლელზე

11

რადიოსარელეო ხაზის მიმღები მოწყობილობა საანტენო სისტემით

 

ვიდეო(V) და ბგერითი(A) სიგნალები დონით:

V-(0,8÷1,3ვ) დატვირთვაზე 75ომი

A-(-8დბმვ ÷ +7დბმვ) დატვირთვაზე 0,6/12კომი

ან/და MPEG2 ფორმატის, გახსნილი (დეკოდირებული), DVB-ASI  სიგნალი სიგნალი

 

9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს, ხოლო ამავე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ მაუწყებლისა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შორის, ავტორიზებული პირის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-401 მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო ტრანზიტის განხორციელებასთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა შედის კომისიის კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების სფეროში და გამომდინარე იქიდან, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი საჩივრების განხილვისას როგორც წესი ითვალისწინებს ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებას, მიზანშეწონილია დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ საჩივრის განხილვის მიზნით.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, მე–401 მუხლის მე–11 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ საჩივრის (08.04.2015 Nშ-6/1818-15) განხილვის მიზნით;

 

2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2015 წლის 30 აპრილს, 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების  დაინტერესებული მხარეებისთვის გაგზავნა (მ. ნინუა);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                      ვ.აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                     კ.ბექაური

კომისიის წევრი                                                                     გ.ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                     მ.ქათამაძე

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები