შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი “-ს მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (2015 წლის პირველ აპრილამდე მოქმედი რედაქცია) 64-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების საკითხის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 02, 2015 10:57
მიღების თარიღი აპრილი 21, 2015
შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი “-ს მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (2015 წლის პირველ აპრილამდე მოქმედი რედაქცია) 64-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების საკითხის თაობაზე
„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა; ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება“.
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2015 წლის 30 მარტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 30 მარტის შ-10/1546-15 სამსახურებრივი ბარათი, რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ ვებ-გვერდზე www.liberali.ge 2015 წლის 22 მარტს გამოქვეყნდა სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ გადაცემა 20/30-ის ეთერში გასვლისას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი რამდენჯერმე დაირღვა. კერძოდ, სტატიაში აღნიშნულია, რომ 15 მარტს, 20/30-ის პირველივე გადაცემაში რეკლამები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით განთავსდა. გადაცემა რეკლამით 4-ჯერ შეწყდა, საიდანაც 3 შემთხვევაში წყვეტებს შორის ინტერვალი 15 წუთზე ნაკლები იყო.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 30 მარტის შ-10/1546-15 სამსახურებრივ ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარატმენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირების მიერ განხორციელდა 20/30-ი გადაცემის მონიტორინგი, რის შესაბამისადაც გამოირკვა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, რეკლამისათვისანტელეშოპინგისათვისგანკუთვნილწყვეტებსშორისინტერვალიარუნდაიყოს 15 წუთზენაკლები, გარდა ავტონომიური ნაწილებისაგან შემდგარი პროგრამისა, აგრეთვე ბუნებრივი ინტერვალებისაგან შემდგარი სპორტული ან მხატვრული წარმოდგენისა და ანალოგიურად ჩატარებული ღონისძიებისადმი მიძღვნილი პროგრამისა, ხოლო, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ან წინასაარჩევნო დებატების პროგრამარეკლამითანტელეშოპინგითშეიძლებაშეწყდესარაუმეტეს 15 წუთშიერთხელდა არა უმეტეს 300 წამით;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ) ქვეპუნქტის შესაბამისად, რეკლამა არის კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდამაუწყებლისმიერსაკუთარანდამოუკიდებელპროგრამასთანდაკავშირებითგაკეთებულიგანცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე მეტია, რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 3-ჯერ.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 30 მარტის შ-10/1546-15 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ 2015 წლის 15 მარტის გადაცემის წყვეტა ხორციელდებოდა ჯერ ანონსით (მაუწყებლისმიერსაკუთარანდამოუკიდებელპროგრამასთანდაკავშირებითგაკეთებულიგანცხადებისა) და მხოლოდ ანონსის შემდგომ განთავსებული იყო სარეკლამო ჭრა. შესაბამისად, რეკლამისათვის განკუთვნილ წყვეტებს შორის ინტერვალი იყო 15 წუთზე მეტი, ხოლო პროგრამა რეკლამით შეწყდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული 15 წუთის ინტერვალით. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 30 მარტის შ-10/1546-15 სამსახურებრივ ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ 2015 წლის 15 მარტს შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს ეთერით გადაცემულ პროგრამაში 20/30-ი სარეკლამო ჭრა განთავსდა ოთხჯერ, რითაც შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-მ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-5 პუნქტი დაარღვია.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 30 მარტის Nშ-10/1546-15 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 16 აპრილს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი”-ს მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (2015 წლის პირველ აპრილამდე მოქმედი რედაქცია) 64-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების საკითხის თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 21 აპრილს 16 საათზე; აღნიშნულის თაობაზე, შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს გაეგზავნა შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შეტყობინება, კომისიის 2015 წლის 21 აპრილის სხდომის თაობაზე, შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი”-ს ჩაბარდა 2015 წლის 16 აპრილს (ჩაიბარა: რეგისტრატორმა თ. ჯიჯეიშვილმა).
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-მ კომისიაში წარმოადგინა 2015 წლის 20 აპრილის Nშ-6/2159-15 წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, კომპანია წარმოგვიდგენს მოსაზრებას კომისიის მიერ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. წერილში აღნიშნულია, რომ 2015 წლის 15 მარტს შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს ეთერით გადაცემულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში „20/30“ სარეკლამო ჭრა განთავსდა ოთხჯერ. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიას მიაჩნია, რომ ადგილი არ ჰქონია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას. შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს 2015 წლის 20 აპრილის Nშ-6/2159-15 წერილში აღნიშნულია, რომ საკითხის განხილვისას აუცილებელია მოვახდინოთ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების 2015 წლის მარტისათვის მოქმედი რედაქციის აზრობრივი შინაარსის გარკვევა, მათი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, აღნიშნული სამართლის ნორმების ურთიერთკავშირის საფუძველზე და ამის პარალელურად, ტელეკომპანიის ინტერესის დაფიქსირება ფაქტობრივი გარემოების მიმართ. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლიდან იკვეთება, რომ აღნიშნული კანონის მიზანია სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის რეგულირება, შესაბამისად, აღნიშნული კანონის 64-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების დანიშნულებისა და პრინციპის გარკვევისათვის მხოლოდ გრამატიკული განმარტება არ იქნება ობიექტური, ის მოითხოვს გონივრულ განსჯასა და კონკრეტული სიტუაციის ფარგლებში მის შეფასებას. როგორც წერილშია აღნიშნული, ნორმის ტელეოლოგიური განმარტების საფუძველზე შესაძლებელია განვსაზღვროთ ზემოაღნიშნული მუხლების აზრი და ობიექტური მიზანი. კერძოდ კი ის, თუ რის მიღწევას ისახავდა მიზნად კანონმდებელი არსებული რეგულაციის ფარგლებში და რამდენად იქნა მიღწეული ეს მიზანი წარმოქმნილ სიტუაციაში ან/და რამდენად მიეცა სამართლის ნორმას განხორციელების შესაძლებლობა.
შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს 2015 წლის 20 აპრილის Nშ-6/2159-15 წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კანონმდებლობის მიზანი იყო ის რომ დაეცვა მომხმარებელი ხანგრძლივი რეკლამისგან, რომლითაც შესაძლოა შეწყვეტილიყო პროგრამა, რომლის დროითი მოცულობა აღემატება 30 წუთს. სწორედ ამისათვის განსაზღვრა ის ფიქსირებული დრო, ანუ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის წყვეტებს შორის ინტერვალი, რომელიც რეკლამებით წყვეტის შემთხვევაში არ უნდა იყოს 15 წუთზე მეტი. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 16 აპრილის შეტყობინებაშია აღნიშნული კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ გადაცემის წყვეტებს შორის კანონმდებლობით განსაზღვრული დროის შუალედის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან პროგრამა რეკლამით შეწყდა 15 წუთის ინტერვალის დაცვით. შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი” წერილში აღნიშნავს, რომ შესაბამისად ცხადია, რომ სამართლის ნორმას მიეცა განხორციელების შესაძლებლობა და კანონმდებლის მიზანი ტელეკომპანიამ შეასრულა. როგორც წერილშია აღნშნული, საკითხი დგება იმის თაობაზე, კანონში სარეკლამო ჭრის ოდენობის განსაზღვრა რა პრინციპს ემსახურებოდა. კომაპნია აცხადებს, რომ ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ნორმატიულ აქტში სარეკლამო ჭრის კანონმდებლის მიერ შეთავაზებული რაოდენობა, დამხმარე ფუნქციის მატარებელია იმ პირობის განსახორციელებლად, რომელიც დაკავშირებულია რეკლამისათვის განკუთვნილ წყვეტებს შორის ინტერვალის დასაცავად, შესაბამისად, ნორმის აღნიშნული დანაწესი ზოგადია და მიზნად ისახავს ტელევიზიის საეთერო ბადის კანონის 64-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად აწყობას და არა მასში ჩარევას.
შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს 2015 წლის 20 აპრილის Nშ-6/2159-15 წერილში აღნიშნულია, რომ კანონმდებლის მიზანი რომ ყოფილიყო აღნიშნული ნორმის ერთობლივი სახით მოქმედების აუცილებლობა მაშინ, მათ სხვადასხვა პუნქტებში არ გაწერდა და საზოგადოებრი-პოლიტიკური გადაცემების ჭრების რაოდენობასთან ერთად დააწესებდა. როგორც კომპანია აღნიშნავს, აქედან გამომდინარე, სახეზე არის სპეციალური და ზოგადი ნორმის არსებობა, რომლის დროსაც უპირატესობა ენიჭება სპეციალურ ნორმას (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი). კომპანიას მიაჩნია, რომ დაცული რომ იყოს მომხმარებელი - მიღწევადია, სწორედ რომ 64-ე მუხლის მე-6 პუნქტით და ამით კიდევ ერთხელ ხაზი ესმევა იმას, რომ ზაგადი ხასიათის ნორმა ამ შემთხვევაში უგულებელყოფილია, რადგან აქცენტი კეთდება არა სარეკლამო ჭრების ოდენობაზე, არამედ სარეკლამო დროის ხანგრძლივობაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცულია.
შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს 2015 წლის 20 აპრილის Nშ-6/2159-15 წერილში აღნიშნულია, რომ რადგან კანონმდებლობა აღიარებს, რომ სამართლის გაწერა კანონის აბსტრაქტული ცნებით შუძლებელია და რომ სამართალი განისაზღვრება ყოველი ცალკეული საქმის კონკრეტული გარემოებებით, სწორედ ამიტომ, აუცილებელია აღინიშნოს, რომ არსებული ფაქტობრივი გარემოება ცხადყოფს რომ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა მიმართული იყო დაეცვა კანონმდებლობით განსაზღვრული წყვეტებს შორის ინტერვალი, რითაც აშკარაა, რომ კანონის საფუძველზე სპეციალური ნორმით განსაზღვრული პირობა შესრულებულია, ხოლო, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია წერილში დასკვნის სახით აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების დარღვევას ტელეკომპანია შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
კომისიის 2015 წლის 21 აპრილის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს უფლებამოსილი წარმომადგენელი მარიამ ფარადაშვილი (შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს დირექტორის ჯაბა მელქაძის მიერ მინდობილობით უფლებამოსილება წარმომადგენლობაზე მინიჭებული ჰქონდა მარიამ ფარადაშვილს ერთი წლის ვადით და მოქმედებს 2016 წლის 20 აპრილის ჩათვლით). კომისიის 2015 წლის 21 აპრილის სხდომაზე შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს უფლებამოსილმა წარმომადგენელმა მარიამ ფარადაშვილმა განაცხადა, რომ კომისიაში წარმოდგენილი აქვთ წერილობითი პოზიცია, რაც გამოქვეყნდა. შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“ მიიჩნევს, რომ არ დაურღვევია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულაციები, ვინაიდან აღნიშნული კანონის მთავარი მიზანი არის მომხმარებელთა ინტერესების დაცვა და იმის უზრუნველყოფა, რომ პროგრამებში არ განთავსდეს დიდი ინტერვალის მქონე რეკლამები. მარიამ ფარადაშვილი აღნიშნავს, რომ აღნიშნული მოთხოვნა სრულად იყო დაცული ვინაიდან, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64–ე მუხლის მე–6 პუნქტი, რომელიც ადგენს საზოგადოებრივ–პოლიტიკურ გადაცემებში რეკლამის განთავსების წესს, წარმოადგენს სპეციალურ მოთხოვნას. კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კანონში ასევე არის ნორმა რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ნებისმიერი პროგრამის, რომელიც 30 წუთზე მეტია, 3–ჯერ რეკლამით შეწყვეტას. აღნიშნული არის ზოგადი მოთხოვნა. ზოგადი და სპეციალური მოთხოვნების ურთიერთმიმართებიდან გამომდინარე მხოლოდ სპეციალური ნორმიდან უნდა ეხელმძღვანელა კომპანიას. შესაბამისად, სრულად იყო დაცული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანი შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“–ს მიერ და მას კანონი არ დაურღვევია.
კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 30 მარტის Nშ-10/1546-15 სამსახურებრივი ბარათი;
2. შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი”-ს კერძო საერთო ტელემაუწყებლობის NB15 და NB125 ლიცენზიები.
3. კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;
4. შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს 2015 წლის 20 აპრილის Nშ-6/2159-15 წერილი;
5. 2015 წლის 21 აპრილის კომისიის სხდომაზე შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი”-ს უფლებამოსილი წარმომადგენლის მარიამ ფარადაშვილის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება;
კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს მაუწყებლობაზე (ავტორიზაციის თარიღი 26.10.2012; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: სატელევიზიო მაუწყებლობა);
2. შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“ წარმოადგენს კერძო საერთო ტელემაუწყებლობის NB15 და NB125 ლიცენზიების მფლობელს. NB15 ლიცენზიის დანართი N2-ის „ს“ ქვეპუნქტის და NB125 ლიცენზიის დანართი N2-ის „ს“ ქვეპუნქტის თანახმად, შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“ -ს სალიცენზიო პირობად განესაზღვრა მაუწყებლობის პროცესში დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;
3. 2015 წლის 15 მარტის გადაცემა „2030“-ის წყვეტა ხორციელდებოდა ჯერ ანონსით (მაუწყებლისმიერსაკუთარანდამოუკიდებელპროგრამასთანდაკავშირებითგაკეთებულიგანცხადებები) და მხოლოდ ანონსის შემდგომ განთავსებული იყო სარეკლამო ჭრა. შესაბამისად, რეკლამისათვის განკუთვნილ წყვეტებს შორის ინტერვალი იყო 15 წუთზე მეტი, ხოლო პროგრამა რეკლამით შეწყდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული 15 წუთის ინტერვალით. შესაბამისად არ იკვეთება და კომპანიის მიერ არ არის დარღვეული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 2015 წლის პირველ აპრილამდე მოქმედი რედაქციის 64-ე მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტები.
4. 2015 წლის 15 მარტს შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს ეთერით გადაცემულ პროგრამაში „2030“-ი სარეკლამო ჭრა განთავსდა ოთხჯერ, რითაც შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-მ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 2015 წლის პირველ აპრილამდე მოქმედი რედაქციის 64-ე მუხლის მე-5 პუნქტი დაარღვია.
5. შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი”-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ) ქვეპუნქტის შესაბამისად, რეკლამა არის კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-5 პუნქტის (2015 წლის პირველ აპრილამდე მოქმედი რედაცია) შესაბამისად, პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე მეტია, რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 3-ჯერ;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-6 პუნქტის (2015 წლის პირველ აპრილამდე მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, რეკლამისათვის ან ტელეშოპინგისათვის განკუთვნილ წყვეტებს შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 15 წუთზე ნაკლები, გარდა ავტონომიური ნაწილებისაგან შემდგარი პროგრამისა, აგრეთვე ბუნებრივი ინტერვალებისაგან შემდგარი სპორტული ან მხატვრული წარმოდგენისა და ანალოგიურად ჩატარებული ღონისძიებისადმი მიძღვნილი პროგრამისა;
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-9 პუნქტის (2015 წლის პირველ აპრილამდე მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ან წინასაარჩევნო დებატების პროგრამა რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 15 წუთში ერთხელ და არა უმეტეს 300 წამით;
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
6. შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს NB15 ლიცენზიის დანართი N2-ის „ს“ ქვეპუნქტის და NB125 ლიცენზიის დანართი N2-ის „ს“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“ ვალდებულია მაუწყებლობის პროცესში დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;
7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი”-ს მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 2015 წლის პირველ აპრილამდე მოქმედი რედაქციის 64-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რაც ითვალისწინებს იმას, რომ პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე მეტია, რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 3-ჯერ. აღსანიშნავია ის, რომ აღნიშნული დარღვევა განხორციელდა 2015 წლის 15 მარტს, ხოლო 2015 წლის 1 აპრილიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან 64-ე მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნა, ვინაიდან სამაუწყებლო რეკლამის განთავსების წესები განისაზღვრა მცოცავი საათისათვის და შეიცვალა მთელი რიგი რეგულაციები.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შემთხვევაში სახეზე გვაქვს წარსულში დაწყებული და დასრულებული ქმედება, რომელიც იმ მომენტისთვის წარმოადგენდა ვალდებულების დარღვევას და ითვალისწინებდა პასუხისმგებლობის დაკისრებას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის უკვე აღარ წარმოადგენს ვალდებულების დარღვევას შესაბამისად, აღარ ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დაკისრებას. შესაბამისად, კომისიას მიაჩია, რომ ყველაზე ზოგადად სახეზე გვაქვს მაუწყებლის ვალდებულებით ნაწილში კანონმდებლის მიერ შეღავათიანი რეჟიმის დაწესება, რაც ახალ საკანონმდებლო რეგულაციას ანიჭებს ე.წ. „ნამდვილი უკუძალის“ რეტროაქტიული ზემოქმედების ეფექტს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოედქსის მე-9 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს სამართალდარღვევის ჩადენის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ან გამაუქმებელ აქტებს აქვთ უკუქცევითი ძალა, ესე იგი ვრცელდებიან ამ აქტების გამოცემამდე ჩადენილ სამართალდარღვევებზეც. აქტებს, რომლებიც აწესებენ ან აძლიერებენ პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, უკუქცევითი ძალა არა აქვთ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ სამართალდარღვევის შესახებ საქმის განხილვის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
კომისია აღნიშნავს, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე ყველაზე ზოგადად (პასუხისმგებლობის ნაწილში) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველსო კანონი შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციული კანონმდებლობის ნაწილად და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლის დანაწესი გამოყენებულ იქნას ამ შემთხვევაში კომპანიის პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლებისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 451-ე მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოედქსის მე-9 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით (გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა კომისიის წევრმა კ. ბექაურმა, იხ. განსხვავებული აზრი),
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი”-ს, დაუდასტურდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-5 პუნქტის (2015 წლის პირველ აპრილამდე მოქმედი რედაქცია), NB15 ლიცენზიის დანართი N2-ის „ს“ ქვეპუნქტის და NB125 ლიცენზიის დანართი N2-ის „ს“ ქვეპუნქტის, აგრეთვე 451-ე მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი და გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისაგან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლის საფუძველზე;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი”-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი”-სთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი”-სთვის ჩაბარების დღიდან;
5. კონტროული აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის წევრის კახი ბექაურის განსხვავებული აზრი:
კომისიის წევრმა კახი ბექაურმა სრულად გაიზიარა შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს წარმომადგენლის სამართლებრივი არგუმენტაცია და მიიჩნია, რომ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია კანონის არც ძველი და არც ახალი რედაქციით. კახი ბექაურმა აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ–პოლიტიკურ თოქ–შოუში დაცული უნდა იყოს სარეკლამო ჭრებს შორის ინტერვალები 15 წუთი და ეს კომპანიის მიერ დაცული იყო. ჭრების ოდენობა იყო შესაბამისი, რასაც არეგულირებს კანონი ქრონომეტრაჟიდან გამომდინარე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომელიც არის ზოგადი და ყველა პროგრამას ეხება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებული არ უნდა იქნას. კ. ბექაურს მიაჩნია, რომ გამოყენებულ უნდა იქნას სპეციალური მუხლი („მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-9 პუნქტი), რომელიც საზოგადოებრივ–პოლიტიკურ თოქ–შოუში სარეკლამო ჭრებს არეგულირებს. აქედან გამომდინარე, კახი ბექაურს მიაჩნია, რომ კომპანიას არ უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ვინაიდან კანონმდებლობის დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
