შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 06 მარტის № 121/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 08, 2015 17:50
მიღების თარიღი აპრილი 23, 2015
შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 06 მარტის № 121/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრმა“ კომისიას მიმართა განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/1038-15, 16.03.15 და №შ-7/1039-15, 16.03.15), კომისიის 2014 წლის 6 მარტის №121/13 გადაწყვეტილებით ციფრულ სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ამავე გადაწყვეტილების დანართში განსაზღვრული რადიოსარელეო ხაზების ბათუმი - შუახევის და ქუთაისი-ცაგერის მონაკვეთებზე შუალედური პასიური რეტრანსლატორის (რეფრაქტორის) გამოყენების საჭიროებიდან გამომდინარე, ამ მონაკვეთებზე მინიჭებულის ნაცვლად, მოთხოვნილი ალტერნატიული დიაპაზონის (3.4გჰც÷3.9გჰც) ფარგლებში რადიოსარელეო სიხშირული წყვილის შერჩევის და მინიჭების მოთხოვნით. ამასთან ერთად, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრმა“ განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/54-15, 29.01.15) მოითხოვა, გრიგალათი - ტყიბულის მონაკვეთის სენაკი-ტყიბულის მონაკვეთით შეცვალა, იგივე (გრიგალათი - ტყიბულის მონაკვეთისთვის განსაზღვრული) სიხშირული წყვილის გამოყენებით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 6 მარტის №121/13 გადაწყვეტილებით შპს ”საქართველოს ტელერადიოცენტრს” მინიჭებული აქვს რადიოსარელეო სიხშირეები რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით გასავრცელებლად. აღნიშნული გადაწყვეტილება ითვალისწინებს საჭიროების შემთხვევაში, მინიჭებული რადიოსარელეო სიხშირული წყვილების პარამეტრების კორექტირებას, კონკრეტულ გეოგრაფიულ წერტილებში წარმოქმნილ რეალურ ელექტრომაგნიტურ ვითარებაში ელექტრომაგნიტური თავსებადობის პირობების დაცვის უზრუნველსაყოფად.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ წერილობითი მოთხოვნის გათვალისწინებით, რადიოსარელეო ქსელის მონაკვეთზე (ბათუმი-შუახევი) რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის არხების განაწილების სიხშირული გეგმის (ITU-R-F 635) შესაბამისად, შერჩეულ იქნა მე-2 არხისთვის განსაზღვრული სიხშირული წყვილი: ბათუმიდან ხულოს მიმართულებით - 3970.000მჰც ± 14მჰც (შუალედური რეფრაქტორით ბეთლემში); ხულოდან ბათუმის მიმართულებით 3650.000მჰც ± 14მჰც. ქუთაისი-ცაგერის მონაკვეთზე რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის კომისიის მიერ, არხების განაწილების სიხშირული გეგმის (ITU-R-F 635) შესაბამისად, შერჩეულ იქნა იგივე, მე-2 არხისთვის განსაზღვრული სიხშირული წყვილი: ქუთაისიდან ცაგერის მიმართულებით 3650.000მჰც ± 14მჰც (შუალედური რეფრაქტორით ხვამლზე); ცაგერიდან ქუთაისის მიმართულებით - 3970.000მჰც ± 14მჰც.
რადიოსარელეო ქსელის გრიგალათი - ტყიბულის მონაკვეთის ნაცვლად, სენაკი-ტყიბულის მონაკვეთზე რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის კომისიის მიერ, არხების განაწილების სიხშირული გეგმის (ITU-R 385-7 Block-D) შესაბამისად, შერჩეულ იქნა 21-ე არხისთვის განსაზღვრული სიხშირული წყვილი: სენაკიდან ტყიბულის მიმართულებით 7577.5მჰც ± 14მჰც და ტყიბულიდან სენაკის მიმართულებით 7738.5მჰც ± 14მჰც.
შერჩეული სიხშირული წყვილების პარამეტრები შესათანხმებლად ეცნობა შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“. თანხმობა, რადიოსარელეო ქსელის ზემოაღნიშნულ მონაკვეთებზე შერჩეული სიხშირული წყვილების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრმა“ კომისიას აცნობა წერილობით (კომისიაში რეგისტრირებული № შ-7/1040-15, 16.03.15 და № შ-6/1460-15, 26.03.15 ).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია კომისიის 2014 წლის 06 მარტის №121/13 გადაწყვეტილებაში (გადაწყვეტილების დანართში) შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება „შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ“ კომისიის 2014 წლის 06 მარტის №121/13 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების დანართში განსაზღვრული:
ა) 33- ე სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
|
33 |
სენაკი |
42°17'23.64"N 42°03'28.45"E |
ტყიბული |
42°22'27.53"N 43° 2'20.90"E |
7577.500 |
7738.500 |
28.000 |
Ch21 |
154.000 |
H |
46.5 |
35 |
50 |
|
ბ) 39- ე სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
|
39 |
ქუთაისი |
42°16'48.21"N 42°44'11.73"E |
ხვამლი |
42°31'0.30"N 42°44'44.71"E |
3969.500 |
პასიური |
28.000 |
Ch2 |
213.000 |
V |
26 |
10 |
10 |
გ) 46- ე სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
|
46 |
ხვამლი |
42°31'0.30"N 42°44'44.71"E |
ცაგერი |
42°38'57.71"N 42°45'25.56"E |
პასიური |
4182.500 |
28.000 |
Ch2 |
213.000 |
V |
17 |
10 |
7 |
|
დ) 59- ე სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
|
|
59 |
ბათუმი |
41°41'37.58"N 41°42'54.98"E |
ბეთლემი |
41°40'22.43"N 41°57'3.59"E |
3940.500 |
პასიური |
28.000 |
Ch2 |
213.000 |
V |
20 |
7 |
7 |
|
||||||||||||||
ე) მე - 60 სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
|
60 |
ბეთლემი |
41°40'22.43"N 41°57'3.59"E |
შუახევი |
41°38'57.45"N 42°11'23.76"E |
პასიური |
4153.500 |
28.000 |
Ch2 |
213.000 |
H |
20 |
7 |
7 |
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ გაგზავნის უზრუნველყოფა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
კომისიის წევრი კ.ბექაური
კომისიის წევრი მ.ქათამაძე
