შპს ”ქედი სტუდიოს” კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის შპს ”სტარვიზიისთვის” გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 01, 2015 18:45
მიღების თარიღი აპრილი 23, 2015
შპს ”ქედი სტუდიოს” კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის შპს ”სტარვიზიისთვის” გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2015 წლის 4 მარტს კომისიას ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/706-15) მიმართა შპს ”ქედი სტუდიომ” (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205243100) და შპს ”სტარვიზიამ” (საიდენტიფიკაციო ნომერი: 245584611) შპს ”ქედი სტუდიოს” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის შპს ”სტარვიზიისთვის” გადაცემის მიზნით, კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით. ზემოაღნიშნულ განცხადებას თანდართული აქვს ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. 2015 წლის 25 მარტს შპს ”ქედი სტუდიომ” დამატებით წარმოადგინა კომპანიის წესდების ასლი და დამფუძნებლის თანხმობა კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის შპს ”სტარვიზიისთვის” გადაცემაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 481-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია, მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობით. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი არის პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ისარგებლოს რესურსით, ან სხვა ლიცენზიის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე–2 პუნქტის და 371-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ შეიძლება იყოს:
ა) ადმინისტრაციული ორგანო;
ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;
გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;
დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;
ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;
ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ქედი სტუდიო” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზიას 2015 წლის 25 ნოემბრამდე, კომისიის კომისიის 2005 წლის 25 ნოემბრის №746/1, 2013 წლის 22 თებერვლის №109/23 გადაწყვეტილებებით და 2013 წლის 11 ივნისს შპს "სტარ გრუპსა” და შპს ”ქედი სტუდიოს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობა - 12 საათი;
მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:
ა) გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი;
ბ) ტექნიკური პარამეტრები:
ბ.ა.) ანტენის განთავსების ადგილი – თბილისის ანძა;
ბ.ბ.) ანტენის განთავსების გეოგრაფიული კოორდინატები - 44E47; 41N41;
ბ.გ) ანტენის სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 100 მ;
ბ.დ.) FM რადიო-სიხშირე – 93.9 მგჰც;
ბ.ე.) გადამცემის სიმძლავრე – 1 კვტ;
ბ.ვ.) ანტენის გასხივების დიაგრამა – წრიული;
ბ.ზ.) სამაუწყებლო ზონის საშ.რად – 25 კმ;
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში წარმოდგენილი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ამონაწერიდან და შესაბამისობის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ შპს ”სტარვიზიის” (ყოფილი შპს ”ნიუ მედია აჭარა”. კომპანიას ორჯერ შეეცვალა სახელწოდება, პირველად 2014 წლის 28 აპრილს და ეწოდა შპს ”მეოთხე არხი”, ხოლო მეორედ 2015 წლის 2 თებერვალს და ეწოდა შპს ”სტარვიზია”) დირექტორი არის საქართველოს მოქალაქე კობა ბასილაია (პ/ნ 62001015278), ხოლო 100%-იანი წილის მესაკუთრე არის შპს ”გაა ჰოლდინგი” (ს/კ 205109611). შპს ”გაა ჰოლდინგის” 100%-იანი წილის მესაკუთრეა საქართველოს მოქალაქე გია ალიხანაშვილი (პ/ნ 01018001991). კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით კობა ბასილაია ადასტურებს, რომ ლიცენზიის მაძიებელი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ: ადმინისტრაციულ ორგანოს; ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს; ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს; პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიული პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად ფლობდეს არა უმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო და 1 საერთო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას თითო მომსახურების ზონაში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სტარვიზია” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B151 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს საერთო ტელემაუწყებლობის განხორციელებას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით. შპს ”სტარვიზია” არ ფლობს საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შემოწმებულ იქნა შპს ”ქედი სტუდიოს” მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის შპს ”სტარვიზიისთვის” გადაცემასთან დაკავშირებით მხარეების განზრახვის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და მე-60 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად (№შ-10/1577-15, 31.03.15წ.), შპს ”სტარვიზია” ისევე როგორც მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს, რომლებსაც ეკრძალებათ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ფლობა.
ამავე დროს, კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების შესაბამისად დგინდება, რომ შპს ”სტარვიზია”, შპს ”გაა ჰოლდინგი” და საქართველოს მოქალაქე გია ალიხანაშვილი (პ/ნ 01018001991) კერძო მაუწყებლობის №B11 და №B151 ლიცენზიების გარდა არ ფლობენ სხვა ლიცენზიას მაუწყებლობის სფეროში. ასევე არ დგინდება საქართველოს მოქალაქე კობა ბასილაიას (პ/ნ 62001015278) აფილირება კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელს სხვა კომპანიებთან. შესაბამისად, შპს ”ქედი სტუდიოს” მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის შპს ”სტარვიზიისთვის” გადაცემის შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”ქედი სტუდიოს” მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის შპს ”სტარვიზიისთვის” გადაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 23 აპრილს გამართულ კომისიის სხდომას ესწრებოდა შპს ”სტარვიზიის” და შპს ”ქედი სტუდიოს” დირექტორი კობა ბასილაია. კომისიის სხდომაზე შპს ”სტარვიზიის” დირექტორს განემარტა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე, 371-ე და მე-60 მუხლების მოთხოვნები. შპს ”სტარვიზიის” დირექტორმა საკუთარი პასუხისმგებლობით დაადასტურა, რომ შპს ”სტარვიზია” და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს, მან ასევე დაადასტურა, რომ შპს ”სტარვიზიას” და მის ბენეფიციარ მესაკუთრეებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლიდან გამომდინარე არ გააჩნიათ ურთიერთდამოკიდებულება კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ რომელიმე მაუწყებელთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს ”ქედი სტუდიოს” მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის შპს ”სტარვიზიისთვის” გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოება გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და შესაბამისად, შესაძლებელია კომისიამ შპს ”ქედი სტუდიოს” მისცეს წინასწარი თანხმობა, მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის გადაცემაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის, 481-ე და მე-60 მუხლებიდან გამომდინარე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიეცეს თანხმობა შპს ”ქედი სტუდიოს” მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის შპს ”სტარვიზიისთვის” გადაცემაზე;
2. უზრუნველყოს შპს ”სტარვიზიამ” კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის საკუთრებაში მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ლიცენზიის საკუთრებაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტაციის ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიისთვის მიწოდება;
3. განემარტოს შპს ”სტარვიზიას”, რომ შპს ”ქედი სტუდიოს” მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის შპს ”სტარვიზიისთვის” გადაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ და მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტებს შპს ”სტარვიზიის” მიერ კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის საკუთრებაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტების ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (მ. ქადეიშვილი);
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
გ) ლიცენზიის გადაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
დ) შესაბამისობის დეკლარაციის კომისიის ვებ–გვერდზე ატვირთვის უზრუნველყოფა (ი. მახარაძე);
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”სტარვიზიისთვის” და შპს ”ქედი სტუდიოსთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
