წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №25 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 219 / 17

გამოქვეყნების თარიღი მაისი 01, 2015 18:45

მიღების თარიღი აპრილი 24, 2015

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის

 25 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2015 წლის 24 აპრილის №25 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–16 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. გადატანილ იქნეს კომისიის 2015 წლის 24 აპრილის №25 სხდომის დღის წესრიგის მე–2 და მე–3 (შპს „სტერეო+“–ისთვის დამხმარე ტექნოლოგიური არაკომერციული დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ; შპს „სტერეო+“-ის მიერ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის N363/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების თაობაზე) საკითხების განხილვა და დამატებით საკითხებად იქნეს შეტანილი კომისიის 2015 წლის 28 აპრილის სხდომის დღის წესრიგის პროექტში;
  2. კომისიის 2015 წლის 24 აპრილის №25 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
  3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
  4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

25 სხდომის დღის წესრიგი

 

ქ. თბილისი                                                           2015  წლის 24 აპრილი, 16:00 საათი

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №25 სხდომის დღის წესრიგის  დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
  2. შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ მიერ კომისიის 2014 წლის 6 მარტის N120/13 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების თაობაზე (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  3. შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის და შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წინააღმდეგ ააიპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ი. მახარაძე – მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები