წვდომის მენიუ

შპს „სტერეო +“ -ისთვის დამხმარე ტექნოლოგიური არაკომერციული დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 224 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 25, 2015 12:54

მიღების თარიღი აპრილი 28, 2015

შპს  „სტერეო +“ -ისთვის   დამხმარე ტექნოლოგიური არაკომერციული დანიშნულებით  რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „სტერეო +“-მა კომისიას მიმართა განცხადებით  №07/01-15, 15.01.2015,  ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის ქსელის აგების და ფუნქციონირების უზრუნველყოფისთვის  სადისტრიბუციო რადიოსარელეო ქსელის ასაგებად, ამავე განცხადების დანართში განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად რადიოსიხშირეების (რადიოსარელეო სიხშირული წყვილების) მინიჭების მოთხოვნით.

        მოთხოვნილ მონაკვეთებზე რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის კომისიის მიერ შერჩეულ იქნა სიხშირეები და შპს „სტერეო +“-ს შეთანხმების მიზნით   2015 წლის 4 მარტს წერილით  (რეგისტრირებული №06/198-15 )   გაეზავნა  ტექნიკური  მონაცემების ჩამონათვალი. სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობა  შპს „სტერეო +“-მა  კომისიას 2015 წლის 8 აპრილს აცნობა წერილობით  (რეგისტრირებული №შ-6/1807-15).   

          კომისია  აღნიშნავს, რომ შპს „სტერეო +“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 15.02.2010) რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფაზე, აგრეთვე მომსახურების მიწოდების სხვადასხვა  სახეებზე.

      კომისია ასევე აღნიშნავს, შპს „სტერეო +“ ფლობს ციფრული მიწისზედა  სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № MUX–B, №MUX–D და №MUX–E ლიცენზიებს (მოქმედების ვადა 2025 წლის 17 ივნისამდე).

      კომისია აღნიშნავს, რომ როგორც შპს „სტერეო +“-ს განცხადებაშია აღნიშნული, კომპანიას  რადიოსარელეო სიხშირეები ესაჭიროება სადისტრიბუციო რადიოსარელეო ქსელის ცალკეულ მონაკვეთებზე რადიოსარელეო სადგურების  ფუნქციონირების უზრუნველყოფისთვის. აღნიშნული სადისტრიბუციო რადიოსარელეო ქსელის მეშვეობით გახორციელდება  №MUX–B, №MUX–D და №MUX–E ლიცენზიების პირობებით განსაზღვრული, ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის ქსელის გადამცემებამდე ტელემაუწყებლობის სიგნალების მიწოდება.

       კომისია  აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული    დანიშნულებით    ესაჭიროება   რადიოსარელეოქსელი   ან   რადიოსარელეო  

 ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მის მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს,  10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც     განისაზღვრება „რადიოსიხშირული   სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“.

     აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სტერეო+“-ს  „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-7 მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად  აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა, რომელიც  შეადგენს  127258.6 (ასოცდაშვიდი  ათას  ორასორმოცდათვრამეტი ლარი და 60 თეთრი) ლარს.

    კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვისას, კომისიის 2015 წლის  28 აპრილის სხდომაზე,  შპს „სტერეო+“-ს  წარმომადგენელმა დ.ზილფიმიანმა კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 127258.6 (ასოცდაშვიდი  ათას  ორასორმოცდათვრამეტი ლარი და 60 თეთრი) ლარის გადახდის ერთი წლის ვადით განწილვადებასთან დაკავშირებით.

     კომისიამ განიხილა  შპს „სტერეო+“-ს  შუამდგომლობა და  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 127258.6 (ასოცდაშვიდი  ათას  ორასორმოცდათვრამეტი ლარი და 60 თეთრი) ლარის გადახდის განწილვადება  შეთავაზებულ იქნა სამ ეტაპად ერთი წლის ვადაში.  პირველ ეტაპზე აღნიშნული თანხის 10% -ის  ( 12725.86  ლარი)  გადახდა შპს „სტერეო+“-მა უნდა   განახორციელოს ერთი თვის ვადაში 2015 წლის - 28 მაისამდე და დარჩენილი თანხის 114532.74 (ასთოთხმეტი  ათას  ხუთასოცდათორმეტი ლარი და 74 თეთრი) ლარის გადახდა ორი თანაბარ წილად,  57266.37 -   2015  წლის   28  ნოემბრამდე  და   57266.37 ლარი – 2016  წლის    28 მაისამდე.  შპს „სტერეო+“-ს  წარმომადგენელი  დ.ზილფიმიანი დაეთანხმა კომისიის მიერ შეთავაზებულ გრაფიკს და განაცხადა თანხმობა მის გადახდაზე.

    კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სტერეო+“-ის  მიერ    რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებულ უნდა იქნას ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული  დანიშნულებით, ამ გადაწყვეტილების დანართში განსაზღვრული პარამეტრების  შესაბამისად, სადისტრიბუციო რადიოსარელეო ქსელის ცალკეულ მონაკვეთებზე  რადიოსარელეო სადგურების  ფუნქციონირებისთვის.

    „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის   471-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ მე-7 მუხლის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 

გადაწყვიტა:

 

1. მიენიჭოს შპს „სტერეო+“-ს,  რადიოსარელეო სიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის ქსელის აგების და ფუნქციონირებისთვის, სადისტრიბუციო რადიოსარელეო ქსელის    ცალკეულ    მონაკვეთებზე     რადიოსარელეო    სადგურების  გამოსაყენებლად, ავტორიზებული საქმიანობის განხორციელებისთვის  დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული  დანიშნულებით,  10 წლის ვადით - 2015  წლის  17 ივნისიდან  2025 წლის 17 ივნისამდე, აუქციონის გარეშე;

2.    დანართი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

3.  განესაზღვროს  შპს   „სტერეო+“ს,  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად  აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა 127258.6 (ასოცდაშვიდი  ათას  ორასორმოცდათვრამეტი ლარი და 60 თეთრი) ლარის ოდენობით; 

4.  უზრუნველყოს შპს „სტერეო+“-მა,  ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში განსაზღვრული   საფასურის  127258.6 (ასოცდაშვიდი  ათას  ორასორმოცდათვრამეტი ლარი და 60 თეთრი) ლარის გადახდა  საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტებისა  და გრაფიკის მიხედვით: 

       მიმღები: 

      ხაზინის ერთიანი ანგარიში  ა/ა  200122900;

      ბანკი -სახელმწიფო ხაზინა;

      კოდი -TRESGE 22;

      საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300773402;

 

   ა) 12725.86  ლარი  –  2015  წლის    28 მაისამდე;

 

    ბ) 57266.37 ლარი   – 2015  წლის    28 ნოემბრამდე;

 

     გ) 57266.37  ლარი   – 2016  წლის    28 მაისამდე;

 5.  აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს  შპს „სტერეო+“-სთვის მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებისთანავე; 

6.  შპს „სტერეო+“-ს  მიერ ამ  გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის „ა“,  „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად ამავე პუნქტებით განსაზღვრული  საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, წინამდებარე გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ) ქვეპუნქტის  შესაბამისად;

7.   აღირიცხოს  შპს   ”სტერეო +”-ისთვის   მინიჭებული  რადიოსარელეო  სიხშირეები   კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

8. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, შპს ”სტერეო+”-ისთვის  რადიოსარელეო    სიხშირეების     მინიჭების     საკითხი    შესაბამისობაში     იქნას      მოყვანილი 

საქართველოს კანონმდებლობასთან;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.,№6) 1 თვის ვადაში;   

10. კონტროლო აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს  (ი.აბულაძე);

11.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-4 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს  (ს.შავგულიძე);

  კომისიის თავმჯდომარე                                                                          .აბაშიძე

   კომისიის წევრი                                                                .ბექაური

  კომისიის წევრი                                                                  გ.ფრუიძე

 კომისიის წევრი                                                                   მ.ქათამაძე       

   

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები