წვდომის მენიუ

კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2015 წლის 26 მარტის N161/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ

ნომერი: 225 / 10

გამოქვეყნების თარიღი მაისი 08, 2015 16:21

მიღების თარიღი აპრილი 30, 2015

 

კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2015 წლის 26 მარტის N161/10 გადწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 26 მარტის N161/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი ქ. ბოლნისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით:

1. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი -  ქ. ბოლნისი, სიხშირე (მჰც) – 107,3; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 500 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N 41°28'0.76"/E 44°32'17.39”; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 35 მეტრი;

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურების განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 მეტრი რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5).

კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინა მხოლოდ  შპს ”სამაუწყებლო კომპანია ბოლნელმა”.

კომისიის 2015 წლის 2015 წლის 26 მარტის N161/10 გადაწყვეტილების შესაბამისად 2015 წლის 30 აპრილს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის თანდასწრებით გაიხსნა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით წარმოდგენილი დალუქული დოკუმენტაცია. სხდომას ესწრებოდა შპს ”სამაუწყებლო კომპანია ბოლნელის” დირექტორი ოლეგ უგრეხელიძე.

             კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სამაუწყებლო კომპანია ბოლნელის” მიერ ქ. ბოლნისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადში არ არის მითითებული - კომპანიის საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს, ლიცენზიის სახე და სახეობა, მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა, მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში. შპს ”სამაუწყებლო კომპანია ბოლნელის” მიერ საკონკურსო განაცხადზე თანდართულ დოკუმენტაციაში არ არის წარმოდგენილი ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, არასრულყოფილად არის შევსებული შესაბამისობის დეკლარაციის ფორმა (არ არის მითითებული ავტორიზაციის ნომერი) და მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია.

                კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე შპს ”სამაუწყებლო კომპანია ბოლნელის” დირექტორს ოლეგ უგრეხელიძეს განემარტა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე, 371-ე და მე-60 მუხლების მოთხოვნები. ოლეგ უგრეხელიძემ საკუთარი პასუხისმგებლობით დაადასტურა, რომ ლიცენზიის მაძიებელი და მასი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის           37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს, მან ასევე დაადასტურა, რომ ლიცენზიის მაძიებელს და მის ბენეფიციარ მესაკუთრეს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლიდან გამომდინარე არ გააჩნით ურთიერთდამოკიდებულება კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ რომელიმე მაუწყებელთან.

                კომისია აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე გადამოწმდა შპს ”სამაუწყებლო კომპანია ბოლნელის” დირექტორის და 100%-იანი წილის მფლობელის ოლეგ უგრეხელიძის მონაცემები თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ოლეგ უგრეხელიძეს შევსებული აქვს 2002 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია (ბოლო მონაცემი), საიდანაც ირკვევა, რომ იგი მუშაობდა ბოლნისის რაიონის საკრებულოში, საკრებულოს მდივნის თანამდებობაზე. 2002 წლის შემდგომ ოლეგ უგრეხელიძეს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შევსებული არ აქვს. ოლეგ უგრეხელიძემ კომისიის სხდომაზე დაადასტურა, რომ 2001 წლის შემდეგ არ უმუშავია საკრებულოში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში.

                კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და კომისიის 2015 წლის 26 მარტის N161/10 გადაწყვეტილების მე-13 პუნქტის შესაბამისად დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებლებს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ო) ქვეპუნქტის და  43-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. უზრუნველყოს შპს ”სამაუწყებლო კომპანია ბოლნელმა” 2015 წლის 7 მაისის 19:00 საათამდე კომისიის 2015 წლის 26 მარტის N161/10 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადებული კონკურსისთვის  შემდეგი  დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარმოდგენა:

ა) საფირმო სახელწოდება;

 

ბ) სამართლებრივი ფორმა;

გ) იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი);

დ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები;

ე) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი;

ვ) მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს;

ზ) ლიცენზიის სახე და სახეობა;

თ) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში;

ი) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა;

კ) ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;

ლ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია (დანართი №2, ქონებრივი დეკლარაციის ფორმა, დამტკიცებული კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით);

2. .გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”სამაუწყებლო კომპანია ბოლნელისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ. №6) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                ვახტანგ აბაშიძე

 კომისიის წევრი                                                                                            კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                             მერაბ ქათამაძე

კომისიის წევრი                                                                                             გიორგი ფრუიძე

 

        

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები