წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №27 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 226 / 17

გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2015 16:33

მიღების თარიღი აპრილი 30, 2015

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 27 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2015 წლის 30 აპრილის №27 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გადაწყვიტა:

 

  1. კომისიის 2015 წლის 30 აპრილის №27 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
  2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
  3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №27 სხდომის დღის წესრიგი

 ქ. თბილისი                                                           2015  წლის 30 აპრილი, 16:00 საათი

 

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №27 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
  2. 87.5 მჰც - 108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში რადიომაუწყებლობის თავისუფალი სიხშირული რესურსის განაწილების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  3. შპს “შავი ზღვის ტერმინალისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  4. შპს ”რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრითსარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  5. შპს “დინამო არენასთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  6. შპს ”ვიქტორია სექიურითისთვის” არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  7. შპს უსაფრთხოების სამსახური “კასკადისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  8. ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში დამატებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  9.       ა(ა)იპ „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი - თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტისისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს. ც. უჯმაჯურიძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  10.  შპს ”მაგთიკომისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  11. ი/მ „გიორგი ხახიშვილი“-ს ( ს/კ 54001051283) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „სმარტნეტის“ (ს/კ 415593101) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. დ. გოგიჩაიშვილი – კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  12. შპს “გრიინეტი“-LTD “Greenet“-ის (ს/კ 404464003) წილის 50%-ის ფიზიკურ პირ მიხეილ კირაკოსიანის, წილის 7%-ის ფიზიკურ პირ ნათელა ჯაბნიძის, წილის 10%-ის ფიზიკურ პირ ნინო თავართქილაძის, წილის 4%-ის ფიზიკურ პირ ეკატერინე ჩიქოვანის, წილის 5%-ის ფიზიკურ პირ ლადო თურმანიძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. დ. გოგიჩაიშვილი – კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  13. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 22 აპრილის N276/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. ნ. ნიჟარაძე – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  14. ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  15. შპს „ახალნეტის“ სანქცირების შესახებ (მომხს. ნ. ამირიძე – სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი).
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები