წვდომის მენიუ

87.5 მჰც - 108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში რადიომაუწყებლობის თავისუფალი სიხშირული რესურსის განაწილების შესახებ

ნომერი: 227 / 22

გამოქვეყნების თარიღი მაისი 14, 2015 18:15

მიღების თარიღი აპრილი 30, 2015

 

87.5 მჰც - 108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში რადიომაუწყებლობის
თავისუფალი სიხშირული რესურსის განაწილების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მიხედვით  კომისია „რადიოკავშირის საერთაშორისო რეგლამენტის“ შესაბამისად, 2 წელიწადში ერთხელ განსაზღვრავს და აქვეყნებს სამაუწყებლო სიხშირეთა გეგმას. ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილების 13 პუნქტის შესაბამისად, კომისია 87.5–108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში თავისუფალი სიხშირული რესურსის განაწილებას ახორციელებს 2 წელიწადში ერთხელ, ყოველი მეორე წლის პირველ მაისამდე, ხოლო ამავე დადგენილების 14 პუნქტის თანახმად, განაწილებულ 87.5–108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში თავისუფალ სიხშირულ რესურსს, ყოველწლიურად საჯარო გაცნობისათვის, აქვეყნებს საკუთარ ვებ–გვერდზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლისა და კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” 13 და 14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.     დამტკიცდეს 87.5 მჰც ÷ 108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში რადიომაუწყებლობის თავისუფალი სიხშირული რესურსი ამ გადაწყვეტილების დანართ №1-ში  (თან ერთვის) განსაზღვრული პარამეტრებით.

2.     დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ  დეპარტამენტს წინამდებარე გადაწყვეტილების  პირველი პუნქტით განსაზღვრული დანართი №1-ის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

3.     გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.  №6)  ერთი თვის ვადაში;   

4.     კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

5.     გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                                            ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                           კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                           გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                                           მ. ქათამაძე

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები