წვდომის მენიუ

”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში დამატებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 233 / 23

გამოქვეყნების თარიღი მაისი 14, 2015 18:30

მიღების თარიღი აპრილი 30, 2015

 

”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში დამატებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

 

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე  მუხლის, ამავე კოდექსის VI და IX თავების შესაბამისად, ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება  “რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული  გეგმის დამტკიცების შესახებ”  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N 6 დადგენილებით დამტკიცებულ (სსმ, 05.07.2006 N 90, მუხლი 121) რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში დამატებების შეტანის მიზნით;

2.  დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე) დასტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (თ. ტყეშელაშვილი) დადგენილების პროექტის მომზადება და გამოქვეყნება კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge);

3.  ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2015 წლის 01 ივნისს 16:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღეში;  

4.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ნ.ჯანელიძე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობის გამოქვეყნება;
5.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით; 

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტებს ერთობლივად დეპარტამენტს (ს. შავგულიძე; თ. ტყეშელაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                   ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                 კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                 გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                                 მ. ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები