წვდომის მენიუ

ა(ა)იპ „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი- თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტისისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 234 / 15

გამოქვეყნების თარიღი მაისი 07, 2015 10:47

მიღების თარიღი აპრილი 30, 2015

ა(ა)იპ „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი- თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტისისთვის”   ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

           საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას შემდგომი რეაგირებისთვის (30.03.2015 №3/1589-15) მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებაში” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 მარტის N132 დადგენილებით შეტანილი ცვლილების შესაბამისად, არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონაში, ა(ა)იპ „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი - თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტისისთვის”   ნუმერაციის რესურსის მინიჭების  მოთხოვნით.

        კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს კომისია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისია გასცემს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნუბართვებს და ამავე დროს კომისია უფლებამოსილია ნებართვის გარეშე, გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით მიანიჭოს ნუმერაციის რესურსი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირებს.

         კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 მარტის N132 დადგენილებით ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებაში“ და აღნიშნული დებულების მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ უნდა უზრუნველყოს N2 დანართით განსაზღვრული არაგეოგრაფიული ზონის კოდების (NDC) რეზერვიდან - 200-299 მოკლე ნომრის 2-0-1-5 ნებართვის გარეშე, გადაწყვეტილებით, უსასყიდლოთ, დროებით, 2015 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 20 აგვისტომდე ა(ა)იპ „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი - თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტისისთვის”   მინიჭება საინფორმაციო ცენტრის ცხელი ხაზის ფუნქციონირებისთვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის,  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს ა(ა)იპ „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი - თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტეს”   ნუმერაციის რესურსი - 2-0-1-5 (ორი-ნული-ერთი-ხუთი), დროებით 2015 წლის პირველი მაისიდან 2015 წლის 20 აგვისტომდე, საინფორმაციო ცენტრის ცხელი ხაზის ფუნქციონირებისთვის, უსასყიდლოთ, საქართველოს ტერიტორიაზე;

2. ა(ა)იპ „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი - თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტი”   ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს მხოლოდ საინფორმაციო ცენტრის ცხელი ხაზის ფუნქციონირებისთვის;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2015 წლის პირველი მაისიდან;

4. . დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სანებართვო რეესტრში შეტანა (ც.უჯმაჯურიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის   ა(ა)იპ „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი- თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტისთვის”   გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., № 6) ერთი  თვის ვადაში;

6.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                       ვახტანგ აბაშიძე 

კომისიის წევრები:                                                                კახი ბექაური                                                                                               

                                                                                                        გიორგი ფრუიძე

                                                                                                         მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები