წვდომის მენიუ

ი/მ 2გიორგი ხახიშვილი“-ს ( ს/კ 54001051283) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს2სმარტნეტის“ (ს/კ 415593101) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 236 / 11

გამოქვეყნების თარიღი მაისი 07, 2015 17:45

მიღების თარიღი აპრილი 30, 2015

/ 2გიორგი ხახიშვილი-ს ( / 54001051283) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს2სმარტნეტის“ (ს/კ 415593101) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

 

                   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  წერილით მიმართა ი/მ 2გიორგი ხახიშვილმა" (კომისიაში წერილის რეგისტრაციის №შ-6/1473-15 26.03.2015), ი/მ 2გიორგი ხახიშვილის" კუთვნილი საოპერაციო აქტივების (მიმართული ანტენები, კლიენტის ანტენები, მართვადი სვიჩი, როუტერები, დაშვების წერტილები, წრიული ანტენები, სექტორული ანტენები) შპს 2სმარტნეტის" (ს/კ 415593101) მიერ  შეძენის განზრახვასთან დაკავშირებით.

                   “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

                   “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-2 მუხლის ჰ48 პუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით. 

                   “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

                   კომისია აღნიშნავს, რომ ი/მ 2გიორგი ხახიშვილი" წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2.

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.2.

ინტერნეტ მომსახურება

 

WiFi

                   კომისია აღნიშნავს, რომ შპს 2სმარტნეტი" წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური

               საშუალებებით უზრუნველყოფა

               კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური

                   რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

                   კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური                          საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

A.F.2.

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

   
   

A.F.3.

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.2.ინტერნეტ მომსახურება

                   WiFi

                   “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ი/მ "გიორგი ხახიშვილის" მიერ წერილით (კომისიაში წერილის რეგისტრაციის №შ-6/1473-15 26.03.2015) კომისიაში წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:

 

                   - ინფორმაცია ი/მ "გიორგი ხახიშვილის" საქმიანობის და სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ;  

                   - ინფორმაცია ი/მ "გიორგი ხახიშვილის" მიერ გაწეულ მომსახურებაზე მიღებული შემოსავლების შესახებ;

                   - ინფორმაცია ი/მ "გიორგი ხახიშვილის"  აბონენტთა რაოდენობის შესახებ;

                   - ინფორმაცია ი/მ "გიორგი ხახიშვილის"  კუთვნილი საოპერაციო აქტივების ჩამონათვალის შესახებ;

                   - ინფორმაცია ი/მ "გიორგი ხახიშვილის" კუთვნილი საოპერაციო აქტივების შემძენი კომპანიის - შპს "სმარტნეტის" დამფუძნებლის შესახებ;

                   - ი/მ "გიორგი ხახიშვილის" ურთიერთდამოკიდებული/აფილირებული პირების შესახებ;

 

                   კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2015 წლის 6 აპრილის №შ-10/1723-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, ი/მ "გიორგი ხახიშვილის", შპს "სმარტნეტის" (ს/კ 415593101), ასევე შპს "სმარტნეტის" (ს/კ 415593101) დირექტორის და წილის 100%-ის მფლობელის დავით ცერცვაძის (პ/ნ 51001042952)  აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.

                   კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 6 აპრილის №შ-10/1682-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ი/მ "გიორგი ხახიშვილი" ინტერნეტ მომსახურებას უწევს საჩხერის და ჭიათურის მუნიციპალიტეტების მომხმარებლებს. აღნიშნული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლმა 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის თებერვლის თვის ჩათვლით შეადგინა 9 858 ლარი, მათ შორის:

                   საჩხერის მუნიციპალიტეტში - 52 ლარი,

                   ჭიათურის მუნიციპალიტეტში  - 9 806 ლარი.

                   აბონენტების რაოდენობამ 2015 წლის 1 მარტის მდგომარეობით შეადგინა 130 აბონენტი, მათ შორის:

                   საჩხერის მუნიციპალიტეტში - 1 აბონენტი,

                   ჭიათურის მუნიციპალიტეტში - 129 აბონენტი.

                   შესაბამისად, 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის თებერვლის თვის ჩათვლით პერიოდში, ინტერნეტ მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში  ი/მ "გიორგი ხახიშვილის" შემოსავლების ხვედრითმა წილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში შეადგინა 0,01%, ხოლო ჭიათურის მუნიციპალიტეტში შეადგინა 2,03%. 2015 წლის 1 მარტის მდგომარეობით, ინტერნეტ მომსახურების მიმღები მომხმარებლების მთლიან ოდენობაში ი/მ "გიორგი ხახიშვილის" აბონენტთა ხვედრითმა წილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში შეადგინა 0,08%, ხოლო ჭიათურის მუნიციპალიტეტში შეადგინა 6,82%.

კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 6 აპრილის  №შ-10/1682-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს "სმარტნეტმა" ავტორიზაცია გაიარა 2015 წლის 24 მარტს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “სმარტნეტის“ მიერ ი/მ "გიორგი ხახიშვილის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შეძენის შემდეგ, ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი  დარჩება. აქედან გამომდინარე, ი/მ "გიორგი ხახიშვილის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “სმარტნეტის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

                   კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს ი/მ "გიორგი ხახიშვილის" კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “სმარტნეტის“ მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.   

                   “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. მიეცეს თანხმობა ი/მ “გიორგი ხახიშვილს“, მისი კუთვნილი  საოპერაციო აქტივის  შპს“სმარტნეტის“ მიერ შეძენაზე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12კმ., №6), კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების დღიდან ერთი თვის ვადაში;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების დღიდან;

4. დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების ი/მ “გიორგი ხახიშვილისათვის“ გაგზავნა;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი). 

               კომისიის წევრი                                                                 ვახტანგ აბაშიძე              

               კომისიის წევრი                                                                 კახი ბექაური       

               კომისიის წევრი                                                                 გიორგი ფრუიძე 

               კომისიის წევრი                                                                 მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები