შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-ის (ს/კ 404464003) წილის 50%-ის ფიზიკურ პირ მიხეილ კირაკოსიანის, წილის 7%-ის ფიზიკურ პირ ნათელა ჯაბნიძის, წილის 10%-ის ფიზიკურ პირ ნინო თავართქილაძის, წილის 4%-ის ფიზიკურ პირ ეკატერინე ჩიქოვანის, წილის 5%-ის ფიზიკურ პირ ლადო თურმანიძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 06, 2015 12:27
მიღების თარიღი აპრილი 30, 2015
შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-ის (ს/კ 404464003) წილის 50%-ის ფიზიკურ პირ მიხეილ კირაკოსიანის, წილის 7%-ის ფიზიკურ პირ ნათელა ჯაბნიძის, წილის 10%-ის ფიზიკურ პირ ნინო თავართქილაძის, წილის 4%-ის ფიზიკურ პირ ეკატერინე ჩიქოვანის, წილის 5%-ის ფიზიკურ პირ ლადო თურმანიძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2015 წლის 9 მარტს №3/2015 წერილით მიმართა შპს “გრიინეტი“-LTD “Greenet“-მა (კომისიაში რეგისტრაციის №6/1308-15 20.03.2015), შპს “გრიინეტი“-LTD “Greenet“-ის წილის 50%-ის ფიზიკურ პირ მიხეილ კირაკოსიანის, წილის 7%-ის ფიზიკურ პირ ნათელა ჯაბნიძის, წილის 10%-ის ფიზიკურ პირ ნინო თავართქილაძის, წილის 4%-ის ფიზიკურ პირ ეკატერინე ჩიქოვანის, 5%-ის ფიზიკურ პირ ლადო თურმანიძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “გრიინეტი“-LTD “Greenet“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.1. |
ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
A.F.3. |
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
B.F.2. |
ინტერნეტ მომსახურება |
|
|
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება სხვა ბოლო მომხმარებლის ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება |
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-ის მიერ 2015 წლის 9 მარტის №3/2015 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/1308-15 20.03.2015), კომისიაში წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:
|
|
- ინფორმაცია შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-ის საქმიანობისა და სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ; - ინფორმაცია შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-ის შემოსავლების შესახებ; - ინფორმაცია შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-ის აბონენტების შესახებ; - ინფორმაცია შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-ის დამფუძნებელთა და მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ; - ინფორმაცია შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-ის წილის შეძენის მსურველი ფიზიკური პირების აფილირების შესახებ სხვა ავტორიზებულ პირებთან; - შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-ის 2015 წლის 6 მარტის პარტნიორთა კრების ოქმი №3, შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-ის პარტნიორების - თამარ კორძაიას წილის 50%-ის და მედეა ბადაშვილის წილის 26%-ის გასხვისებაზე გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-ის დამფუძნებლები არიან: ფიზიკური პირი თამარ კორძაია (პ/ნ 62001011582) - წილის 50%-ის მფლობელი, რომელსაც განზრახული აქვს კუთვნილი წილის სრულად გასხვისება ფიზიკურ პირ მიხეილ კირაკოსიანზე (პ/ნ 01011000425), მედეა ბადაშვილი (პ/ნ 01017006720) - წილის 36%-ის მფლობელი, რომელსაც განზრახული აქვს კუთვნილი კომპანიის წილიდან 26%-ის გასხვისება ფიზიკურ პირებზე: ნათელა ჯაბნიძეზე (პ/ნ 61008017430) - 7%, ნინო თავართქილაძეზე (პ/ნ 61001002885) - 10%, ლადო თურმანიძეზე (61001010450) - 5%, ეკატერინე ჩიქოვანზე (პ/ნ 61001027925) - 4%; ფიზიკური პირი ნათია აბაშიძე-ბერიძე (პ/ნ 61006017171) - წილის 6%-ის მფლობელი, ფიზიკური პირი ირაკლი თედორაძე (პ/ნ 61003002606) - წილის 5%-ის მფლობელი, ფიზიკური პირი მადონა სურმანიძე (პ/ნ 61005002229) - წილის 2%-ის მფლობელი, ფიზიკური პირი რუსლან ართმელაძე (პ/ნ 61002011323) - წილის 1%-ის მფლობელი. შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის, ასევე კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2015 წლის 8 აპრილის №10/1784-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-ის, შპს “გრიინეტი“-LTD “Greenet“-ის წილის 50%-ის შეძენის მსურველი ფიზიკური პირის - მიხეილ კირაკოსიანის (პ/ნ 01011000425), წილის 7%-ის შეძენის მსურველი ფიზიკური პირის - ნათელა ჯაბნიძის (პ/ნ 61008017430), წილის 10%-ის შეძენის მსურველი ფიზიკური პირის - ნინო თავართქილაძის (პ/ნ 61001002885), წილის 5%-ის შეძენის მსურველი ფიზიკური პირის - ლადო თურმანიძის (61001010450), წილის 4%-ის შეძენის მსურველი ფიზიკური პირის - ეკატერინე ჩიქოვანის (პ/ნ 61001027925) აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება. რაც შეეხება შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-ის დირექტორს - ნოდარ ხვიბლიანს, კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, იგი ასევე არის შპს “სპიდლაინის“ (ს/კ 400029713) დირექტორი. კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სპიდლაინი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 7 აპრილის №10/1750-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს “გრიინეტი“ - LTD “Greenet“ ახორციელებს საცალო ინტერნეტ მომსახურებას ქალაქ ბათუმში და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. შპს “გრიინეტი“ - LTD “Greenet“-ის მიერ საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა ქალაქ ბათუმში 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის თებერვლის თვის ჩათვლით შეადგინა 84428 ლარი, ხოლო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის თებერვლის თვის ჩათვლით 45070 ლარი. აბონენტთა საერთო რაოდენობამ 2015 წლის 1 მარტის მდგომარეობით შეადგინა: ქალაქ ბათუმში - 628 აბონენტი; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში - 295 აბონენტი. წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე ქალაქ ბათუმში კომპანიების მიერ შესაბამის პერიოდში საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში, შპს “გრიინეტი“ - LTD “Greenet“-ის შემოსავლების ხვედრითმა წილმა შეადგინა - 0,84%, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში - 9,12%. ხოლო ქალაქ ბათუმში კომპანიების მიერ ინტერნეტით მომსახურე აბონენტთა საერთო რაოდენობაში, შპს “გრიინეტი“ - LTD “Greenet“-ის აბონენტთა ხვედრითმა წილმა 2015 წლის 1 მარტის მდგომარეობით შეადგინა - 1,8%-ს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში - 16,41%; კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სპიდლაინი“ კომისიაში წარმოადგენს სტატისტიკური ანგარიშგების ნულოვან ფორმებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-ის წილის 50%-ის ფიზიკურ პირ მიხეილ კირაკოსიანის, წილის 7%-ის ფიზიკურ პირ ნათელა ჯაბნიძის, წილის 10%-ის ფიზიკურ პირ ნინო თავართქილაძის, წილის 4%-ის ფიზიკურ პირ ეკატერინე ჩიქოვანის, წილის 5%-ის ფიზიკურ პირ ლადო თურმანიძის მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე. კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-ის წილის 50%-ის ფიზიკურ პირ მიხეილ კირაკოსიანის, წილის 7%-ის ფიზიკურ პირ ნათელა ჯაბნიძის, წილის 10%-ის ფიზიკურ პირ ნინო თავართქილაძის, წილის 4%-ის ფიზიკურ პირ ეკატერინე ჩიქოვანის, წილის 5%-ის ფიზიკურ პირ ლადო თურმანიძის მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 1. მიეცეს თანხმობა შპს “გრიინეტი“-LTD “Greenet“-ს, შპს “გრიინეტი“-LTD “Greenet“-ის წილის 50%-ის ფიზიკურ პირ მიხეილ კირაკოსიანის, წილის 7%-ის ფიზიკურ პირ ნათელა ჯაბნიძის, წილის 10%-ის ფიზიკურ პირ ნინო თავართქილაძის, წილის 4%-ის ფიზიკურ პირ ეკატერინე ჩიქოვანის, წილის 5%-ის ფიზიკურ პირ ლადო თურმანიძის მიერ შეძენაზე. 2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს “გრიინეტი“-LTD “Greenet“-სათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში; 3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “გრიინეტი“-LTD “Greenet“-სათვის ჩაბარების დღიდან; 4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი). კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე |
||||||||||||
|
|
კომისიის წევრი კახა ბექაური |
