საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 22 აპრილის N276/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 07, 2015 11:08
მიღების თარიღი აპრილი 30, 2015
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 22 აპრილის N276/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კომისია, როგორც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია სასამართლოში მისი მონაწილეობით მიმდინარე საქმე დაასრულოს მორიგებით. კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომისია, მორიგების თაობაზე გადაწყვეტილებას კომისია იღებს საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, თუ მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
კომისია აღნიშნავს, რომ „შპს „სუპერ ტვ“-ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ კომისიის 2013 წლის 22 აპრილის N276/6 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „სუპერ ტვ“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობი NF8 ლიცენზიას გაუგრძელდა მოქმედების ვადა 10 წლით და განესაზღვრა აღნიშნული ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 465,287.04 (ოთხასსამოცდახუთი ათას ორასოთხმოცდაშვიდი და 04) ლარის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ერთი თვის ვადაში.
კომისიის 2013 წლის 14 ივნისის N392/19 გადაწვეტილების შესაბამისად, ცვლილება შევიდა კომისიის 2013 წლის 22 აპრილის N276/6 გადაწყვეტილებაში და შპს ,,სუპერ ტვ“-ს განესაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF8 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 465,287.04 (ოთხასსამოცდახუთი ათას ორასოთხმოცდაშვიდი და 04) ლარის გადახდის სამთვიანი გრაფიკი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 22 აპრილის N276/6 და 2013 წლის 14 ივნისის N392/19 გადაწყვეტილებები შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ გასაჩივრებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (საქმე N3/2097-13). თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „სუპერ ტვ“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყეტლად ბათილად იქნა ცნობილი კომისიის 2013 წლის 22 აპრილის N276/6 გადაწყვეტლების მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები და კომისიის 2013 წლის 14 ივნისის N392/19 გადაწყვეტილების პირველი პუნქტი (ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის გრაფიკის ნაწილში) და კომისიას დაევალა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარტლებრივ აქტი სადავო საკითხთან დაკავშირები.
კომისია აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით როგორც კომისიის, ასევე შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში (საქმე N3ბ/1442-14).
კომისია აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, კომისიასა და შპს „სუპერ ტვ“-ს შორის მიმდინარე სასამართლო დავის (საქმე N3ბ/1442-14) განხილვის პროცესში, შპს „სუპერ ტვ“-ს წარმომადგენლის - ირაკლი ჟორჟოლიანის (წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დადასტურებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი, შპს „სუპერ ტვ“-ს დირექტორის, შალვა დოლიძის მიერ 2014 წლის 5 ნოემბერს გაცემული და ნოტარიუს ხატია ბერიძის მიერ დამოწმებული მინდობილობით (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N141227766), მოქმედების ვადა 31.12.2015) მიერ შემოთავაზებულ იქნა სასამართოს დავის მორიგებით დასრულების წინადადება, კერძოდ, შპს „სუპერ ტვ“-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შპს „სუპერ ტვ“ უარს განაცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ სარჩელზე იმ შემთხვევაში, თუ კომისია უზრუნველყოფს ცვლილებების განხორციელებას კომისიის 2013 წლის 22 აპრილის N276/6 გადაწყეტილებაში, შპს „სუპერ ტვ“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF8 ლიცენზიისთვის განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის - 465,287.04 (ოთხასსამოცდახუთი ათას ორასოთხმოცდაშვიდი და 04) ლარის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის გრაფიკთან დაკავშირებით.
მორიგების წინადადებით, მხარეებს მიმართა ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამაც.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიამ გაითვალისწინა რა თბილისი სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისა და ასევე შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ შემოთავაზებული წინადადება დავის მორიგებით დასრულებასთან დაკავშირებით, 2015 წლის 26 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება N113/22 „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და შპს ”სუპერ ტვ”-ს შორის სასამართლო დავის (საქმე N3ბ/1442-14) მორიგებით დასრულებისა და მორიგების აქტზე ხელმომწერი უფლებამოსილი პირის განსაზღვრის შესახებ“, რომლის შესაბამისადაც, განისაზღვრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში კომისიასა და შპს „სუპერ ტვ“-ს შორის მიმდინარე დავასთან დაკავშირებით (საქმე N3ბ/1442-14) მორიგების შემდეგი პირობები:
ა) შპს ,,სუპერ ტვ“ კისრულობს ვალდებულებას, უარი განაცხადოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენილ სარჩელზე (საქმე N3/2097-13) და შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარდგენი სააპელაციო საჩივარზე (საქმე N3ბ/1442-14) კომისიის 2013 წლის 22 აპრილის N276/6 და 2013 წლის 14 ივნისის N392/19 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. ამასთან შპს „სუპერ ტვ“ იღებს ვალდებულებას სრულად დაფაროს თბილისი საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ განსაზღვრული, სასამართლო განხილვასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი (სახელმწიფო ბაჟი და სხვ.);
ბ) კომისია იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ, წინამდებარე მორიგების პირობების დამტკიცების შემთხვევაში, დამტკიცებიდან 1 თვის ვადაში ცვლილების შეტანა კომისიის 2013 წლის 22 აპრილის N276/6 გადაწყეტილებაში იმგვარად, რომ შპს „სუპერ ტვ“-ს განესაზღვროს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF8 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის - 465,287.04 (ოთხასსამოცდახუთი ათას ორასოთხმოცდაშვიდი და 04) ლარის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის 1 წლიანი გრაფიკი;
გ) მხარეები აცხადებენ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მორიგების პირობების დამტკიცებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შემდგომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 26 თებერვლის N113/22 გადაწყვეტილებით განსაზღვრული მორიგების პირობები დამტკიცებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 26 მარტის განჩინებით (საქმე N330399813250746; N3ბ/1442-15), რომელიც კომისიას ჩაბარდა 2015 წლის 14 აპრილს (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-5/1879-15).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და შპს ”სუპერ ტვ”-ს შორის სასამართლო დავის (საქმე N3ბ/1442-14) მორიგებით დასრულებისა და მორიგების აქტზე ხელმომწერი უფლებამოსილი პირის განსაზღვრის შესახებ“ კომისიის 2015 წლის 26 თებერვალის N113/22 გადაწყვეტილებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 26 მარტის განჩინების (საქმე N330399813250746; N3ბ/1442-15) საფუძველზე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა შევიდეს ცვლილება „შპს „სუპერ ტვ“-ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ კომისიის 2013 წლის 22 აპრილის N276/6 გადაწყვეტილებაში იმგვარად, რომ შპს „სუპერ ტვ“-ს განესაზღვროს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF8 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის - 465,287.04 (ოთხასსამოცდახუთი ათას ორასოთხმოცდაშვიდი და 04) ლარის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის 1 წლიანი გრაფიკი.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2015 წლის 30 აპრილის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „სუპერ ტვ“-ს უფლებამოსილი წარმომადგენელი ირაკლი ჟორჟოლანი (წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დადასტურებულია შპს „სუპერ ტვ“-ს დირექტორის ლაშა სილაგაძის (პირადი N49001000888) მიერ 2015 წლის 15 მარტს გაცემული მინდობილობით), რომელმაც დაადასტურა, რომ შპს „სუპერ ტვ“-ს არ გაუსაჩივრებია თბილისი სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 26 მარტის განჩინება (საქმე N330399813250746; N3ბ/1442-15). ირაკლი ჟორჟოლიანმა კომისიის სხდომაზე წარმოადგინა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF8 ლიცენზიისთვის განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის, 465,287.04 (ოთხასსამოცდახუთი ათას ორასოთხმოცდაშვიდი და 04) ლარის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის 1 წლიანი გრაფიკი, რომლის შესაბამისადაც, შპს „სუპერ ტვ“ უზრუნველყოფს პირველი ოთხი თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 20,000.00 (ოცი ათასი) ლარის, ხოლო მომდევნო 8 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 48,160.88 (ორმოცდარვა ათას ას სამოცი ლარი და ოთხმოცდარვა თეთრი) ლარის (ჯამში ერთი წლის განმავლობაში 465,287.04 (ოთხასსამოცდახუთი ათას ორასოთხმოცდაშვიდი და 04) ლარი) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდას.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და შპს ”სუპერ ტვ”-ს შორის სასამართლო დავის (საქმე N3ბ/1442-14) მორიგებით დასრულებისა და მორიგების აქტზე ხელმომწერი უფლებამოსილი პირის განსაზღვრის შესახებ“ კომისიის 2015 წლის 26 თებერვალის N113/22 გადაწყვეტილების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 26 მარტის განჩინებისა (საქმე N330399813250746; N3ბ/1442-15) და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შევიდეს ცვლილება „შპს „სუპერ ტვ“-ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ კომისიის 22 აპრილის N276/6 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. უზრუნველყოს შპს „სუპერ ტვ“-მ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 465,287.04 (ოთხასსამოცდახუთი ათას ორასოთხმოცდაშვიდი და 04) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
- მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში;
- ა/ა - N200122900;
- ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;
- ბანკის კოდი -TRESGE22;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773402;
20,000.00 ლარი - 2015 წლის 1 ივნისამდე;
20,000.00 ლარი - 2015 წლის 1 ივლისამდე;
20,000.00 ლარი - 2015 წლის 1 აგვისტომდე;
20,000.00 ლარი - 2015 წლის 1 სექტემბრამდე;
48,160.88 ლარი - 2015 წლის 1 ოქტომბრამდე;
48,160.88 ლარი - 2015 წლის 1 ნოემბრამდე;
48,160.88 ლარი - 2015 წლის 1 დეკემბრამდე;
48,160.88 ლარი - 2016 წლის 1 იანვრამდე;
48,160.88 ლარი - 2016 წლის 1 თებერვლამდე;
48,160.88 ლარი - 2016 წლის 1 მარტამდე;
48,160.88 ლარი - 2016 წლის 1 აპრილამდე;
48,160.88 ლარი - 2016 წლის 1 მაისამდე;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის გრაფიკის გათვალისწინებით ახალი სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა)
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში.
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
