წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №28 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 242 / 17

გამოქვეყნების თარიღი მაისი 06, 2015 12:27

მიღების თარიღი მაისი 01, 2015

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 28 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2015 წლის 01 მაისის №28 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. კომისიის 2015 წლის 01 მაისის №28 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
  2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
  3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №28 სხდომის დღის წესრიგი

 ქ. თბილისი                                                           2015  წლის 01 მაისი, 16:00 საათი

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №28 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
  2. შპს „საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ წინააღმდეგ შპს „გაზეთ ბათუმელების“ საჩივრის წარმოებაში მიღების და ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  3. შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“–ს წინააღმდეგ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ საჩივრის წარმოებაში მიღების და ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები