წვდომის მენიუ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 246 / 7

გამოქვეყნების თარიღი მაისი 07, 2015 10:47

მიღების თარიღი მაისი 05, 2015

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული
სპექტრით სარგებლობის  ნებართვის გაცემის
 შესახებ

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს,  რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების  საელჩომ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/2674-15, 04.05.15) 2015 წლის 6 მაისიდან  24 მაისის ჩათვლით, საქართველოში ოცდაერთი სიხშირის  მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სამხედრო ძალების ერთობლივი წვრთნების პერიოდში ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების   საელჩოს მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირს, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.

”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც  ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

ვინაიდან ამ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს სიხშირეების მინიჭებას მხოლოდ  6-24 მაისის  ჩათვლით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია გაიცეს ნებართვა ცხრამეტი დღის ვადით.   კომისია აღნიშნავს, რომ ”დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ” 1961 წლის ვენის კონვენციის 23-ე მუხლის პირველი  პუნქტის თანახმად (საქართველო შეერთებულია საქართველოს პარლამენტის 1993 წლის 13 მაისის დადგენილებით) ”მააკრედიტებელი სახელმწიფო და წარმომადგენლობის მეთაური თავისუფლდებიან ყოველგვარი სახელმწიფო, რაიონული და მუნიციპალური გადასახადებისაგან, წარმომადგენლობის საკუთარი თუ დაქირავებული ნაგებობებისათვის მოსაკრებლებისა თუ ბაჟისაგან, რომლებიც კონკრეტული სახეობის მომსახურების გადასახდელია”.

”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,  ”საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის დიპლომატიური და მათთან
გათანაბრებული დაწესებულებები/წარმომადგენლობები თავიანთი ოფიციალური მიზნებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისას თავისუფლდებიან რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან”.

შესაბამისად, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის  მე-4  პუნქტისა  და   ვენის  1961 წლის  კონვენციით გათვალისწინებული სახაზინო შეუვალობის

პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განთავისუფლებული უნდა იქნას  ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ”   საქართველოს კანონის  მე-7   მუხლის  29-ე პუნქტით დადგენილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის გადასახადისაგან.

             კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული საელჩოს  მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის,  ”დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ” 1961 წლის ვენის კონვენციის 23-ე მუხლის პირველი  პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. მიეცეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 1042  ნებართვა  და მიენიჭოს  სიხშირეები ცხრამეტი  დღის ვადით 6  მაისიდან 24 მაისის ჩათვლით, დანართი 1-ში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით,  საქართველოში ოპერატიული რადიოკავშირისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
  2. აღირიცხოს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების  საელჩოსთვის ნებართვით მინიჭებული სიხშირეები  კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
  3.  დაევალოს კომისიის  აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ა. დაბრუნდაშვილი) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
  4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 
  5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;   
  6.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                                            ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                           გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                                           მ. ქათამაძე

 

                 2015 წლის  5 მაისის  №               გადაწყვეტილების  

 დანართი

 

  1. მოკლეტალღოვანი დიაპაზონი (ზოლის სიგანე თითოეული 5 კჰც)

სიხშირე (კჰც)

1

2173.2

2

3800.5

3

5410.0

4

9500.0

5

13900.0

6

23600.0

 

 

 

 

 

 

 

 2. მეტრული დიაპაზონი  (ზოლის სიგანე თითოეული 12.5 კჰც)                                                                                                                                                                         

სიხშირე

 (მჰც)

1

31.500

2

33.500

3

34.500

4

35.500

5

36.500

6

37.500

7

38.500

8

39.500

9

41.750

10

42.750

11

43.750

12

44.750

13

45.750

14

46.750

15

47.750

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები