წვდომის მენიუ

შპს ”სტერეო+”-ისთვის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვის, შპს ”სტერეო +”–ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და ”შპს ,,სტერეო+”-ისთვის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს “სტერეო +”-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX B და № MUX E ლიცენზი

ნომერი: 247 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 16, 2015 12:37

მიღების თარიღი მაისი 05, 2015

,,შპს ,,სტერეო+“-ისთვის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვის, შპს ,,სტერეო +”–ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და ,,შპს ,,სტერეო+“-ისთვის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „სტერეო +“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX B და № MUX E ლიცენზიების მოდიფიცირების  მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. 

 „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/უნებართვოდ, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2015 წლის 31 მარტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2015 წლის 30 მარტის Nშ-10/1547-15 მოხსენებითი ბარათი, რომლის თანახმად ირკვევა, რომ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის N363/1 გადაწყვეტილებით, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად შპს ,,სტერეო+“-ზე გაიცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიები № MUX B, №MUX D და №MUX E. აღნიშნული გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის გეგმის მიხედვით, შპს ,,სტერეო+”-ს უნდა შეესრულებინა გარკვეული სამუშაოები. მოხსენებით ბარათს დართული ჰქონდა რიგი შემოწმების აქტები, სადაც აღნიშნული მოხსენებითი ბარათის მიხედვით დაფიქსირებული იყო კომისიის N363/1 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული ,,ქსელის ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის გეგმით“ დადგენილი ვადების დარღვევის ფაქტები.

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 31 მარტს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,სტერეო+“-ის მიერ კომისიის კომისიის 2014 წლის 10 ივლისის N363/1  გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების საკითხის თაობაზე. კომისიის სხდომა დაინიშნა 2015 წლის 31 მარტს, თუმცა საკითხის მოსმენა გადაიდო სხვა დროისათვის, ვინაიდან შემოწმების აქტები შედგენილი იყო ხარვეზებით და კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს დაევალა განმეორებითი შემოწმების ჩატარება.

კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2015 წლის 20 აპრილს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/2185-15; 20.04.2015), რომლის თანახმად ირკვევა, რომ კომისიის რადიომონიტორინგის სისტემის მობილურმა ჯგუფმა მიმდინარე წლის 7-8 და 15-17 აპრილს ჩაატარა განმეორებითი შემოწმება საქართველოს სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ კომისიის №363/1 გადაწყვეტილებით, შპს ,,სტერეო+“-ის მიერ № MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირებისათვის შესრულებული სამუშაოების შემოწმების მიზნით. მონიტორინგის მობილური ჯგუფი სარგებლობდა აღნიშნული გადაყვეტილების დანართი №1-ით განსაზღვრული გრაფიკით, რომელიც შპს ,,სტერეო+“-მა კომისიაში წარმოადგინა 2014 წლის 5 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის N6/4959-14; 05.08.2014).

როგორც მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა კომისიამ აღნიშნულ მონიტორინგში მონაწილეობის მიღება წერილობით შესთავაზა შპს  ,,სტერეო+“-საც, თუმცა პირველ ეტაპზე მათი მხრიდან ვერ მოხერხდა სპეციალისტის გამოყოფა. მიუხედავად ამისა, საგარეჯოს, სიღნაღის, ლაგოდეხის, ყვარელის, თიანეთის, წალკის, ახალქალაქის, ახალციხის, აბასთუმნის, ხაშურის და ასპინძის საიტებზე მაინც ჩატარდა ტექნიკური სახის შემოწმება, რასაც ესწრებოდნენ დამსწრე პირები (დ. ლაფაჩიშვილი, გ. კერატიშვილი, გ. კრაწაშვილი, თ. მირიანაშვილი, ს. კუკსინი, ს. გრძელიშვილი, დ. ბოხუა, რ. თარხნიშვილი, თ. ჯანგირაშვილი, ვ. ჯამაგიძე, ლ. ნიკოლოვი, ლ. კვირკვია, რ. ავეტისიანი, ი. მინასიანი, ე. გოდელიძე, ტ. ყულჯანიშვილი, გ. ხითარიშვილი, თ. ფეიქრიშვილი, გ. შუბითიძე, ე. შუბითიძე, მ. მამუკაშვილი), ხოლო ბათუმის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის და გორის საიტების შემოწმებისას, შპს ,,სტერეო+“-მა, მიავლინა კომპანიის მთავარი ინჟინერი ი. სტაშევსკი, რომელმაც თითოეული ტექნიკური შემოწმების აქტზე გამოთქვა თავისი აზრი, მიმდინარე სამუშაოების შესრულების გრაფიკთან დაკავშირებით. აღნიშნული მივლინების პერიოდში ამინდის გაუარესების გამო, მისვლა ვერ მოხერხდა შემდეგ საიტებზე: ნინოწმნინდა, ტყიბული, ბორჯომი, ბაკურიანი, დუშეთი, ცივი. სამსახურებრივ ბარათს დართული აქვს 18 შემოწმების აქტი და შესაბამისი ფოტო-ვიდეო მასალა.

1. შემოწმების აქტი №028-ის შესაბამისად, შემოწმება ჩატარდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფ. წყაროსთავში. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ  შპს ,,სტერეო +“-ის მიერ არ არის დამონტაჟებული ციფრული გადამცემი სადგური, შემოწმების ადგილზე არ არის დამონტაჟებული გადამცემის ანტენა, არ მიმდინარეობს სადისტრიბუციო ქსელის მშენებლობა, არ მიმდინარეობს სადისტრიბუციო ქსელის ტესტირება, ლიცენზიით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ წერტილში, რითაც კომპანიის მიერ, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის განმარტებით, დარღვეულია კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების №1 დანართის მე-4 პუნქტის 36-ე ქვეპუნქტი, მე-6 და მე-7 პუნქტები.

2. შემოწმების აქტი N029-ის შესაბამისად, შემოწმება ჩატარდა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფ. ნუკრიანში. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს ,,სტერეო +“-ის მიერ არ არის დამონტაჟებული ციფრული გადამცემი სადგურები, არ მიმდინარეობს სადისტრიბუციო ქსელის მშენებლობა, არ მიმდინარეობს სადისტრიბუციო ქსელის ტესტირება, ლიცენზიით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ წერტილში, სარელეო გადამცემების ანტენის არ არსებობის გამო. დამონტაჟებულია შპს ,,რუსთავი 2“-ის მოქმედი „КВАНТ ЕФIР”-ის წარმოების სატელევიზიო გადამცემი, რომელიც ციფრული მაუწყებლობისთვის ვერ გადაეწყობა, რითაც კომპანიის მიერ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის განმარტებით, დარღვეულია კომისიის 2015 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების №1 დანართის მე-4 პუნქტის 42-ე პუნქტი, მე-6 და მე-7 პუნქტები.

3. შემოწმების აქტი №030-ის შესაბამისად, შემოწმება ჩატარდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ბაისუბანში შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს ,,სტერეო +“-ის მიერ  არის დამონტაჟებული ციფრული სატელევიზიო გადამცემი ანტენა, კვების ფარი, გადამცემი ანტენა, შემოყვანილია კოაქსიალური კაბელი სამაუწყებლო სადგურში, სადაც დამონტაჟებულია დგარი. დგარში არ არის დამონტაჟებული ციფრული ტელევიზიის გადამცემი აპარატურა, არ არის მოწყობილი სადისტრიბუციო ქსელი, კერძოდ, რადიოსარელეო მმღებ-გადამცემი აპარატურა, რითაც კომპანიის მიერ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის განმარტებით, დარღვეულია კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების №1 დანართის მე-4 პუნქტის 41 ქვეპუნქტი, მე-6 და მე-7 პუნქტები.

4. შემოწმების აქტი N031-ის შესაბამისად, შემოწმება ჩატარდა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. სანავარდოში. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ ფუნქციონირებს შპს ,,რუსთავი - 2“-ის კუთვნილი მეტრული დიაპაზონის სატელევიზიო გადამცემები და ტელეკომპანია ,,იმედის“ დეციმეტრული დიაპაზონის სატელევიზიო გადამცემები. შპს ,,რუსთავი-2“-ის გადამცემი კუსტარული ტიპისაა, ხოლო ,,იმედის“ გადამცემი ,,როდეშვარცის“ წარმოების გადამცემია. შპს ,,რუსთავი-2“-ის გადამცემი არ ექვემდებარება ციფრული მაუწყებლობისთვის მოდერნიზებას. ციფრული მაუწყებლობისთვის სადიტრიბუციო ქსელი არ არის მოწყობილი, რითაც კომპანიის მიერ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის განმარტებით, დარღვეულია კომისიის 2015 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების №1 დანართის მე-4 პუნქტის 35 ქვეპუნქტი, მე-6 და მე-7 პუნქტები.

5. შემოწმების აქტი N032-ის შესაბამისად, შემოწმება ჩატარდა თიანეთში. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ დამონტაჟებულია ციფრული სატელევიზიო გადამცემი ანტენა, კვების ფარი, გადამცემი ანტენა დაკავშრებულია კოაქსიალური კაბელით სამაუწყებლო სადგურში, სადაც დამონტაჟებულია დგარი, რომელშიც არ არის დამონტაჟებული ციფრული ტელევიზიის გადამცემი აპარატურა, არ არის მოწყობილი სადისტრიბუციო ქსელი, კერძოდ, რადიოსარელეო მიმღებ-გადამცემი აპარატურა. სამაუწყებლო სადგურში მდებარეობს შპს ,,რუსთავი-2“-ის კუსტარულად დამზადებული ანალოგური სატელევიზიო გადამცემი, რითაც კომპანიის მიერ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის განმარტებით, დარღვეულია კომისიის 2015 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების №1 დანართის მე-4 პუნქტის 38-ე ქვეპუნქტი, მე-6 და მე-7 პუნქტები.

6. შემოწმების აქტი N033-ის შესაბამისად, შემოწმება ჩატარდა ქ. წალკაში. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ დამონტაჟებულია ციფრული სატელევიზიო გადამცემი ანტენა, კვების ფარი, გადამცემი ანტენა დაკავშირებულია კოაქსიალური კაბელით და მიყვანილია ოთახში დამონტაჟებულ დგარამდე, რომელშიც არ არის დამონტაჟებული ციფრული სატელევიზიო გადამცემი, არ არის მოწყობილი სადისტრიბუციო ქსელი, კერძოდ, რადიოსარელეო მიმღებ-გადამცემი აპარატურა, რითაც კომპანიის მიერ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის განმარტებით, დარღვეულია კომისიის 2015 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების №1 დანართის მე-4 პუნქტის 34-ე ქვეპუნქტი, მე-6 და მე-7 პუნქტები.

7. შემოწმების აქტის N034-ის შესაბამისად, შემოწმება ჩატარდა ქ. ახალქალაქში. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს ,,სტერეო +“-ის მიერ ციფრული გადამცემი და საანტენო მეურნეობა არ არის დამონტაჟებული, არ მიმდინარეობს სადისტრიბუციო ქსელის მონტაჟი და ტესტირება, ლიცენზიით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ წერტილში. სარელეო მიმღებ-გადამცემი ანტენის არ არსებობის გამო აღნიშნულ ანძაზე ფუნქციონირებს მხოლოდ ,,იმედის“  ,,როდეშვარცის“ ანალოგური სატელევიზიო გადამცემი 27-ე ანალოგურ სატელევიზიო არხზე, რითაც კომპანიის მიერ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის განმარტებით, დარღვეულია კომისიის 2015 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების №1 დანართის მე-4 პუნქტის მე-20 ქვეპუნქტი, მე-6 და მე-7 პუნქტები.

8. შემოწმების აქტი N035-ის შესაბამისად, შემოწმება ჩატარდა დაბა აბასთუმანში (მთა ანობილი). შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს ,,სტერეო +“-ის მიერ დამონტაჟებულია ციფრული სატელევიზიო გადამცემი ანტენა, კვების ფარი, გადამცემი ანტენიდან შემოყვანილია კოაქსიალური კაბელი, რაც მიყვანილია ოთახში დამონტაჟებულ დგარამდე, რომელშიც არ არის დამონტაჟებული ციფრული სატელევიზიო გადამცემი, არ არის მოწყობილი სადისტრიბუციო ქსელი, კერძოდ, რადიოსარელეო მიმღებ-გადამცემი აპარატურა, ანძაზე გამოყოფილია სარელეო ანტენების ადგილი, რითაც კომპანიის მიერ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის განმარტებით, დარღვეულია კომისიის 2015 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების №1 დანართის მე-4 პუნქტის მე-19 ქვეპუნქტი, მე-6 და მე-7 პუნქტები.

 

9. შემოწმების აქტი N036-ის შესაბამისად, შემოწმება ჩატარდა ქ. ახალციხეში. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს ,,სტერეო +“-ის მიერ არ არის მოწყობილი სადისტრიბუციო ქსელი, არ მიმდინარეობს სადისტრიბუციო ქსელის ტესტირება, ლიცენზიით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ კოორდინატებში. აღნიშნულ ანძაზე ფუნქციონირებს შპს ,,რუსთავი-2“-ისა და ,,იმედის“ სატელევიზიო გადამცემები ანალოგურ რეჟიმში. ტელეიმედი ფუნქციონირებს 24-ე სატელევიზიო არხზე და შპს ,,რუსთავი-2“ 31-ე არხზე, რითაც კომპანიის მიერ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის განმარტებით, დარღვეულია კომისიის 2015 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების №1 დანართის მე-4 პუნქტის მე-21 ქვეპუნქტი, მე-6 და მე-7 პუნქტები.

 

10. შემოწმების აქტი N037-ის შესაბამისად, შემოწმება ჩატარდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. პატარა ბეკამში. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ ფუნქციონირებს შპს ,,რუსთავი -2“-ის კუთვნილ მეტრულ მე-9 სატელევიზიო არხზე მომუშავე სატელევიზიო გადამცემი და ტელეკომპანია ,,იმედის“ კუთვნილი 25-ე სატელევიზიო არხზე მომუშავე გადამცემი. შპს ,,რუსთავი 2-ის“ გადამცემი კუსტარული ტიპისაა, ხოლო ტელეკომპანია ,,იმედის“ გადამცემი ,,როდეშვარცის“ წარმოებისაა. ციფრული მაუწყებლობისათვის სადისტრიბუციო ქსელი არ არის მოწყობილი. არ მიმდინარეობს სადისტრიბუციო ქსელის ტესტირება, რითაც კომპანიის მიერ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის განმარტებით, დარღვეულია კომისიის 2015 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების №1 დანართის მე-4 პუნქტის მე-27 ქვეპუნქტი, მე-6 და მე-7 პუნქტები.

11. შემოწმების აქტი N038-ის შესაბამისად, შემოწმება ჩატარდა დაბა ასპინძაში, სოფ. სახუდაბელში. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ არ არის მოწყობილი რადიოსადისტრიბუციო ქსელი, არ მიმდინარეობს სადისტრიბუციო ქსელის ტესტირება ლიცენზიით განსაზღვრულ კოორდინატებში. აღნიშნული ანძის ტერიტორიაზე არ არის განთავსებული ,,რუსთავი 2“-ის და ,,იმედის“ სატელევიზიო გადამცემები. არ არის მოწყობილი სააპარატურო ოთახი, დამონტაჟებულია ციფრული სატელევიზიო გადამცემი ანტენა, რომელიც დაკავშირებულია კოაქსიალური კაბელით, რითაც კომპანიის მიერ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის განმარტებით,  დარღვეულია კომისიის 10.07.14 N363/1 გადაწყვეტილების დანართი N1-ის მე-4 პუნქტის 22-ე ქვეპუნქტი და მე-6 და მე-7 პუნქტები.

 

12. შემოწმების აქტი N039-ის შესაბამისად, შემოწმება ჩატარდა ქ. ბათუმში (მწვანე კონცხი). შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ არ არის მოწყობილი სადისტრიბუციო ქსელი, არ მიმდინარეობს სადისტრიბუციო ქსელის ტესტირება ლიცენზიით განსაზღვრულ კოორდინატებში. აღნიშნული ანძის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ სატელევიზიო გადამცემები რუსთავი 2-ის, 42-ე, იმედის, 27-ე დეციმეტრულ სატელევიზიო არხებზე ანალოგურ რეჟიმში. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის განმარტებით დარღვეულია კომისიის 10.07.14 N363/1 გადაწყვეტილების  დანართი N1-ის მე-4 პუნქტის მე-4 ქვეპუნქტი და მე-6 და მე-7 პუნქტები.

 

13. შემოწმების აქტი N040-ის შესაბამისად, შემოწმება ჩატარდა ქ. ოზურგეთში (სოფ. ანასეული). შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ არ არის მოწყობილი სადისტრიბუციო ქსელი, არ მიმდინარეობს სადისტრიბუციო

 

ქსელის ტესტირება ლიცენზიით განსაზღვრულ კოორდინატებში. აღნიშნული ანძის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ,,რუსთავი 2“-ის და „იმედის“ სატელევიზიო გადამცემები დეციმეტრულ სატელევიზიო სიხშირეებზე. რუსთავი 2-ის უკრაინული წარმოშობის „КВАНТ ЕФIР”-ის სატელევიზიო გადამცემი ფუნქციონირებს 43-ე სატელევიზიო არხზე და „იმედის“  როდეშვარცის წარმოების სატელევიზიო გადამცემი - 23-ე სატელევიზიო არხზე ანალოგურ რეჟიმში. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის განმარტებით. კომპანიის მიერ დარღვეულია კომისიის 10.07.14 N363/1 გადაწყვეტილების  დანართი N1-ის მე-4 პუნქტის, მე-5 ქვეპუნქტი და მე-6 და მე-7 პუნქტები.

14. შემოწმების აქტი N041-ის შესაბამისად,  შემოწმება ჩატარდა ქ. ჩოხატაურში (სოფ. ჯვარცმა). შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ არ არის მოწყობილი სადისტრიბუციო ქსელი, არ მიმდინარეობს სადისტრიბუციო ქსელის ტესტირება ლიცენზიით განსაზღვრულ კოორდინატებში. აღნიშნული ანძის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ,,რუსთავი 2“-ის და ,,იმედის“ სატელევიზიო გადამცემები დეციმეტრულ  სატელევიზიო არხებზე ანალოგურ რეჟიმში. ,,რუსთავი-2“ ფუნქციონირებს კუსტარული გადამცემით 32-ე სატელევიზიო არხზე, ხოლო ,,იმედი“ როდეშვარცის გადამცემით 25-ე არხზე. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის განმარტებით დარღვეულია კომისიის 10.07.14 N363/1 გადაწყვეტილების  დანართი N1-ის მე-12 პუნქტი და მე-6 და მე-7 პუნქტები.

15. შემოწმების აქტი N042-ის შესაბამისად, შემოწმება ჩატარდა ქ. ქუთაისში. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ არ არის მოწყობილი სადისტრიბუციო ქსელი, არ მიმდინარეობს სადისტრიბუციო ქსელის ტესტირება ლიცენზიით განსაზღვრულ კოორდინატებში. აღნიშნული ანძის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ,,რუსთავი 2“-ის და ,,იმედის“  სატელევიზიო გადამცემები. რუსთავი 2-ის ანალოგური გადამცემი, მეტრულ მე-7 სატელევიზიო არხზე და „იმედის“ ანალოგური გადამცემი დეციმეტრულ 33-ე არხზე. დეპარტამენტის განმარტებით დარღვეულია კომისიის 10.07.14 N363/1 გადაწყვეტილების  დანართი N1-ის მე-4 პუნქტის მე-13 ქვეპუნქტი და მე-6 და მე-7 პუნქტები.

16. შემოწმების აქტი N043-ის შესაბამისად, შემოწმება ჩატარდა ქ. ჭიათურაში (სოფ. ნავარძეთი). შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ არ არის მოწყობილი სადისტრიბუციო ქსელი, არ მიმდინარეობს სადისტრიბუციო ქსელის ტესტირება ლიცენზიით განსაზღვრულ კოორდინატებში.  ლიცენზიით განსაზღვრულ კოორდინატებზე სადისტრიბუციო ქსელის მონტაჟი მიმდინარეობდა 2015 წლის 17 აპრილს. აღნიშნული ანძის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ,,რუსთავი 2“-ის და ,,იმედის“  სატელევიზიო გადამცემები. „რუსთავი-2“ მე-3 სატელევიზიო არხზე (მეტრული დიაპაზონი), უკრაინული წარმოშობის КВАНТ-ЭФIР სატელევიზიო გადამცემით და ,,იმედი“ - 25 დეციმეტრულ არხზე როდეშვარცის გადამცემით. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის განმარტებით, დარღვეულია კომისიის 10.07.14 N363/1 გადაწყვეტილების  დანართი N1-ის მე-4 პუნქტის მე-10 ქვეპუნქტი და მე-6 და მე-7 პუნქტები.

17. შემოწმების აქტი N044-ის შესაბამისად, შემოწმება ჩატარდა ქ. საჩხერეში. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ არ არის მოწყობილი სადისტრიბუციო ქსელი, არ მიმდინარეობს სადისტრიბუციო ქსელის ტესტირება ლიცენზიით განსაზღვრულ კოორდინატებში. აღნიშნული ანძის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ,,რუსთავი 2“ 28-ე დეციმეტრულ სატელევიზიო არხზე კუსტარული გადამცემით. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის განმარტებით, დარღვეულია კომისიის 10.07.14 N363/1 გადაწყვეტილების  დანართი N1-ის მე-4 პუნქტის მე-17 ქვეპუნქტი და მე-6 და მე-7 პუნქტები.

18. შემოწმების აქტი N045-ის შესაბამისად, შემოწმება ჩატარდა ქ. გორში. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ არ არის მოწყობილი სადისტრიბუციო ქსელი, არ მიმდინარეობს სადისტრიბუციო ქსელის ტესტირება ლიცენზიით განსაზღვრულ კოორდინატებში.  აღნიშნული ანძის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ,,რუსთავი 2“-ის და ,,იმედის“  სატელევიზიო გადამცემები ანალოგურ რეჟიმში. ,,რუსთავი 2“ ფუნქციონირებს 57-ე სატელევიზიო არხზე, ხოლო ,,იმედი“  22-ე  არხზე. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის განმარტებით,  დარღვეულია კომისიის 10.07.14 N363/1 გადაწყვეტილების  დანართი N1-ის მე-4 პუნქტის  30-ე  ქვეპუნქტი და მე-6 და მე-7 პუნქტები.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,სტერეო+“-ს შპს ,,რუსთავი 2“-სა და შპს ,,ტელეიმედთან“ გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები აღნიშნული გადამცემების გადაცემა-გამოსყიდვის შესახებ. როგორც ირკვევა შემოწმების აქტებიდან კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების დანართ №1-ის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ არეალებში, კერძოდ, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. სანავარდოში, წალკაში, ახალქალაქში, ახალციხეში, ხაშურის მუნუციპალიტეტის სოფ. ბეკამში, ასპინძის მუნიციპალიტეტის (დაბა ასპინძა), სოფ. სახუდაბელში, ბათუმში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ქუთაისში, ჭიათურაში, საჩხერეში, გორში განთავსებულია შპს ,,რუსთავი 2“-სა და შპს ,,ტელეიმედის“ სატელევიზიო გადამცემები. შპს ,,სტერეო+“-ის 2014 წლის 29 დეკემბრის №18/12-14  განცხადებაზე თანდართულია შპს ,,სტერეო+“-სა და შპს ,,ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპ“-სა და შპს ,,სტერეო+“-სა და შპს ,,რუსთავი 2“-ს შორის გაფორმებული 2014 წლის 21 ნომებრისა და 2014 წლის 3 ნოემბრის ხელშეკრულებები სატელევიზიო გადამცემების შპს ,,სტერეო +“-თვის გადაცემა-მიყიდვის თაობაზე. საგულისხმოა, რომ შპს ,,რუსთავი-2“-სა და შპს ,,სტერეო +“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულება გარდა 3.1.2 პუნქტისა, ძალაში შედის 2015 წლის 17 ივნისიდან და მოქმედებს 2025 წლის პირველ იანვრამდე, ხოლო ამავე ხელშეკრულების 3.1.1 პუნქტის შესაბამისად, მეიჯარე ვალდებულია გადასცეს მოიჯარეს იჯარის საგანი უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო მდგომარეობაში იმ ცვეთის გათვალისწინებით, რაც გამოწვეულია ნივთის ჩვეულებრივად გამოყენებით. შპს ,,სტერეო+“-სა და შპს ,,ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპ“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულება გარდა 3.1.2 პუნქტისა, ძალაში შედის 2015 წლის 17 ივნისიდან და მოქმედებს 2025 წლის პირველ იანვრამდე. შესაბამისად, საიჯარო ქონების გადაცემა (გამოსყიდვის უფლებით) და მასზე საიჯარო ქირის დარიცხვა დაიწყება 2015 წლის 17 ივნისიდან. ორივე ხელშეკრულების 3.1.2 პუნქტის თანახმად, მეიჯარე ვალდებულია შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრთან“ არ მოახდინოს საიჯარო ქირის გაზრდა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2015 წლის 17 ივნისამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2015 წლის 28 აპრილს. კომისიის 2015 წლის 28 აპრილის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „სტერეო+“-ის წარმომადგენლები: დ. ზილფიმიანი (მოქმედი შპს „სტერეო+“-ის დირექტორ მ. კვარაცხელიას მიერ 2014 წლის პირველ დეკემბერს გაცემული რწმუნებულების საფუძველზე, მ. გოგოსაშვილი და გ. ხითარიშვილი (მოქმედნი შპს „სტერეო+“-ის დირექტორ მ. კვარაცხელიას მიერ 2014 წლის პირველ დეკემბერს გაცემული მინდობილობების საფუძველზე).

კომისიის 2015 წლის 28 აპრილის სხდომაზე დ. ზილფიმიანმა აღნიშნა, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის შემოწმების აქტები შედგენილი იყო შპს „სტერეო +“-ის 2014 წლის 5 აგვისტოს №6/4959-14 განცხადებით კომისიაში წარმოდგენილი  ქსელის ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის გეგმის მიხედვით, რომლითაც შპს „სტერეო +“ დიდი ხანია არ ხელმძღვანელობდა. შპს ,,სტერეო+“-ის იურისტის მ. გოგისაშვილის განცხადებით, „შპს ,,სტერეო+“-სთვის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების მე-8 პუნქტის თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება, გარდა პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების  დ.ა) ქვეპუნქტებისა, ძალაში შედის წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი №1-ით განსაზღვრული ქსელის ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის გეგმების კომისიასთან შეთანხმების თაობაზე, კომისიის გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე. მ. გოგოსაშვილის განმარტებით, კომისიას აღნიშნული გადაწყვეტილება არ მიუღია. იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი გეგმა უნდა დამტკიცებულიყო კომისიის დამატებითი აქტით, მიუთითებს კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების მე-9 პუნქტიც, სადაც მითითებულია, რომ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში, გადაწყვეტილების შესაბამისი ნაწილის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. მ. გოგოსაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება რომ შესულიყო ძალაში, დამოკიდებული იყო დამატებითი გადაწყვეტილების მიღებასთან და ამ დამატებითი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღთან იყო დაკავშირებული კომპანიის გასაჩივრების უფლება. მ. გოგოსაშვილის განმარტებით, გასაჩივრების უფლების საკითხი ამ შემთხვევაში გამოყენებულია მხოლოდ იმ ფაქტის გასამყარებლად, რომ საჭირო იყო დამატებითი აქტის გამოცემა, რომელიც იქნებოდა კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში სრულად შესვლის პირობა. შპს „სტერეო +“-ის იურისტმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილება შპს „სტერეო+“-ს ჩაბარდა, მაგრამ, მასში ქსელის ფორმირების გეგმა შევსებული არ იყო. დ. ზილფიმიანის განცხადებით, ,,ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ“ კომისიის 2014 წლის პირველი ივლისის №345/10 გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, შპს „სტერეო+“ არის გამარჯვებული და სხვა პირი პრეტენზიას ვერ განაცხადებს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX-B, №MUX-D და №MUX-E ლიცენზიებზე, მაგრამ კომისიას არ მიუცია ლიცენზია შპს „სტერეო+“-თვის. აქედან გამომდინარე, შპს ,,სტერეო+“-ის წარმომადგენელმა მოითხოვა კომისიისგან აქტის მიღება ლიცენზიის შპს „სტერეო+“-თვის გადაცემის მიზნით.

კომისიის 2015 წლის 28 აპრილის სხდომაზე დ. ზილფიმიანმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის იანვარში კომისიისგან, კერძოდ, კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროს ტ. ტყეშელაშვილისგან ელექტრონული ფოსტით მიიღო წერილი, რომელშიც მოთხოვნილი იყო განახლებული გეგმის კომისიაში წარმოდგენა და შპს „სტერეო +“-მა წარმოადგინა ახალი გეგმა, რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელობდა შპს „სტერეო+“.

კომისიის 2015 წლის 28 აპრილის სხდომაზე კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თ. ტყეშელაშვილმა განმარტა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეკომენდაციის საფუძველზე უნდა შესულიყო ცვლილება კომისიის მიერ დამტკიცებულ გეგმაში და აქედან გამომდინარე, შპს „სტერეო +“-ს  ეთხოვა წარმოედგინა განახლებული გეგმა. თ. ტყეშელაშვილის განმარტებით, მართალია, შპს „სტერეო +“მა კომისიაში წარმოადგინა ალტერნატიული გეგმა, მაგრამ კომისიის მიერ აღნიშნული გეგმა დამტკიცებული არ ყოფილა.

         კომისიის 2015 წლის 28 აპრილის სხდომაზე საკითხის დამატებითი გამოკვლევის მიზნით კომისიამ გამოაცხადა შესვენება და საკითხის განხილვა განაახლა 2015 წლის 5 მაისს, 17:00 საათზე. კომისიის 2015 წლის 5 მაისის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,სტერეო +“-ის წარმომადგენლები: დ. ზილფიმიანი. მ. გოგოსაშვილი და გ. ხითარიშვილი. შპს „სტერეო +“-ის წარმომადგენელმა დ. ზილფიმიანმა დაადასტურა, რომ  შპს „სტერეო +“-მა არ შეასრულა აღებული სალიცენზიო ვალდებულებები 4 პუნქტთან დაკავშირებით, კერძოდ, ბაკურიანში, აბასთუმანში, საჩხერესა და წალკაში. მისი განცხადებით, 2015 წლის 5 მაისის მდგომარეობით ეს ვალდებულება შესრულებულია. დ. ზილფიმიანის განმარტებით, კომპანიას არ ჰქონდა გაზრახვა დაერღვია ნაკისრი ვალდებულებები. დ. ზილფიმიანის განმარტებით, ლიცენზიის გაცემის შემდეგ მოახლოებული იყო ზამთრის სეზონი და ის პუნქტები, სადაც ზამთარში, თოვლის პირობებში ადვილად მისასვლელი იყო, გეგმაში ადრევე ჩაისვა და მისი აზრით, ეს იყო კომპანიის მხრიდან აჩქარებული ნაბიჯი. დ. ზილფიმიანის განმარტებით, მრავალ მიზეზთა გამო ამ პუნქტებში მიღწევა შეუძლებელი იყო და ამის გამო მშენებლობა დაგვიანდა. თუმცა, როდესაც კომპანიამ ამ პუნტების აშენება ვერ შეძლო, მათ სანაცვლოდ წინსწრებით ააშენა სხვა 4–ზე მეტი პუნქტი. დ. ზილფიმიანმა ზემოაღნიშნულ დასახლებულ  პუნქტებში აღიარა დაგვიანება, თუმცა, აღნიშნა, რომ  ამ ნაწილში კომპანიის დიდ ბრალეულობას ვერ ხედავდა. დ. ზილფიმიანმა ასევე აღნიშნა, რომ არსებობს კიდევ 2 დასახლებული პუნქტი (საგარეჯო და სტეფანწმინდა), რომელშიც სარელეო პუნქტები უნდა ჰქონოდა; ნაცვლად, შპს „სტერეო+“-მა, იმისათვის, რომ გაცილებით უკეთესად შეესრულებინა დაფარვის ვალდებულება, კერძოდ, დაეფარა 10–ჯერ მეტი ტერიტორია,  თვითნებურად, რამდენიმე კილომეტრით შეცვალა ანძის განთავსების ადგილები. მან იმედი გამოთქვა, რომ კომისია გაითვალისწინებდა ამ გარემოებას და სხვა კუთხით შეისწავლიდა ამ საკითხს. დ. ზილფიმიანმა ასევე დაამატა, რომ ადგილი ჰქონდა დარღვევას, მაგრამ, მისი აზრით, მაინც არაა უპრიანი აღნიშნული პუნქტების დემონტაჟი და ლიცენზიით განსაზღვრულ ადგილას გადატანა. მან თხოვნით მიმართა კომისიას, დაეწყო მოკვლევა, რამდენად გამართებული იყო ამ პუნქტების მათი განთავსების ადგილას დატოვება. დ. ზილფიმიანის განცხადებით, შპს „სტერეო+“–მა ამ 2 პუნქტის მშენებლობის ვალდებულება შეასრულა, მაგრამ დარღვევით. დ. ზილფიმიანმა თხოვნით მიმართა კომისიას, თუ კომისია ამ დარღვევის გამო შპს „სტერეო+“–ის მიმართ რაიმე სახის სანქციას გამოიყენებდა, აუცილებლად გარკვევით გაეწერა დარღვევის მიზეზები და ზოგად დარღვევად არ ჩაეთვალა, ვინაიდან საქმე ეხებოდა კომპანიის ღირსებას და არ უნდა გამოჩენილიყო ისე, რომ მულტიპლექსების მშენებლობის პროცესში მან ვალდებულებები ვერ შეასრულა და ამისათვის დაისაჯა. იმისათვის, რომ არ შელახულიყო კომპანიის იმიჯი, შპს „სტერეო+“–ის სანქცირების შემთხვევაში, დ. ზილფიმიანმა ითხოვა, გადაწყვეტილებაში აღნიშნულიყო,  რომ კომპანიამ, თავისი შინაგანი რწმენით ააშენა სადგური, თუმცა ეს ეწინააღმდეგებოდა დადგენილ ნორმებს.

            კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 5 მაისის სხდომაზე შპს „სტერეო +“-მა წარმოადგინა წერილობითი განცხადება (№შ-6/2682-15, 05.05.2015) თანდართული ქსელის ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის განახლებული გეგმით (№MUX-B და  №MUX- E ლიცენზიები), რომელშიც მოთხოვნილი იყო განახლებული გეგმის კომისიის მიერ დამტკიცება.

            კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თ. ტყეშელაშვილმა აღნიშნა, რომ შპს „სტერეო +“-ის მიერ წარმოდგენილ განახლებულ გეგმაში შეცვლილია სხვადასხვა საიტზე ინფრასტრუქტურის ფორმირების ვადები, ასევე, არ არის დასრულებული გარკვეული სიატები, რომელიც კომპანიას უნდა დაესრულებინა, მაგრამ დასრულებულია სხვა საიტები. თ. ტყეშელაშვილის განცხადებით, კომპანიას ჯამში 16 საიტზე აქვს წარმოდგენილი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მთელი სამუშაო შესრულებულია. თ. ტყეშელაშვილის განცხადებით, წარმოდგენილ განახლებულ გეგმასა და პირველ და მეორე გეგმას შორის არის გარკვეული სხვაობები.

         კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში 2014 წლის 7 ოქტომბერს, შემოვიდა შპს „სტერეო +“-ის განცხადება (№7/428-14, 07.10.2014), რომელშიც მოთხოვნილი იყო ციფრული სამაუწყებლო ქსელის მშენებლობის მიზნით, გარდა 42 პუნქტისა, დამატებით 4 პუნქტის მშენებლობისთვის, კომპანიის სიხშირული რესურსიდან ამ პუნქტებისთვის (მარტვილი, ზესტაფონი, კოჯორი, მარნეული) შესაბამისი სიხშირული პარამეტრების მინიჭება, ხოლო 2014 წლის პირველ დეკემბერს შპს „სტერეო +“-მა წარმოადგინა დაზუსტებული ინფორმაცია განსათავსებელ ანტენებთან დაკავშირებით (№6/7038-14, 01.12.2014).

         კომისია აღნიშნავს, რომ კომისიამ მიმართა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირს (ITU) ჟენევის 06 გეგმის მოდიფიკაციის შესახებ, კერძოდ, კომისიამ ითხოვა არსებულ სიხშირეთა გამოყოფებების კონვერტაცია სიხშირულ მინიჭებებში ან ახალი სიხშირული მინიჭებების დამატება (GEO 259 და GEO 253).

კომისიის 2015 წლის 28 აპრილისა და 5 მაისის სხდომებზე კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

  1. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2015 წლის 30 მარტის Nშ-10/1547-15 მოხსენებითი ბარათი თანდართული შემოწმების აქტებით;
  2. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2015 წლის 20 აპრილის №შ-10/2185-15 მოხსენებითი ბარათი თანდართული შემოწმების აქტებითა და ფოტო-ვიდეო მასალით (1 DVD დისკი);
  3. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2015 წლის 2 აპრილის №შ-10/1640-15 მოხსენებითი ბარათი;
  4. შპს ,,სტერეო +“-ის 2014 წლის 5 აგვისტოს №6/4959-14 განცხადება თანდართული ქსელის ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის გეგმით;
  5.  შპს ,,სტერეო +“-ის 2014 წლის 29 დეკემბრის №18/12-14 წერილი თანდართული შპს ,,ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუფთან“ და შპს ,,რუსთავი 2“-თან შპს ,,სტერეო +“-ის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებებით;
  6. ,,ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ“ კომისიის 2014 წლის პირველი ივლისის №345/10 გადაწყვეტილება;
  7. შპს ,,სტერეო +“-ის 2015 წლის 2 თებერვლის №6/515-15 წერილი კომისიის 2015 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების №1 დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების თაობაზე თანდართული ქსელის ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის გეგმით;
  8. „შპს ,,სტერეო+“-სთვის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილება;
  9. 2015 წლის 28 აპრილისა და 5 მაისის კომისიის სხდომებზე შპს ,,სტერეო+“-ის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებები;
  10. კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №48 სხდომის ოქმი;
  11. კომისიის 2014 წლის 14 აგვისტოს №55 სხდომის ოქმი;
  12. შპს „სტერეო+“-ის 2014 წლის 29 აგვისტოს №6/5413-14 წერილი;
  13. შპს „სტერეო+“-ის 2014 წლის 3 ნოემბრის №6530-14 წერილი;
  14. კომისიის 2014 წლის 25 სექტემბრის სხდომის ოქმი;
  15. „შპს „სტერეო+“-ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის  კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 25 სექტემბრის №534/20 გადაწყვეტილება;
  16. სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ოფიციალური ვებ-გვერდიდან ( https://matsne.gov.ge/) ამონაწერი რადიოსიხშრიული სპექტრით სარგებლობის №MUX-B,  №MUX-E და  №MUX-D ლიცენზიების 2014 წლის 25 და 26 დეკემბერს გამოქვეყნების შესახებ;
  17. 2015 წლის 14 იანვრის სამუშაო შეხვედრის ოქმი;
  18. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვისა და სტრატეგიული განვითარების დეპატამენტების 2015 წლის 13 აგვისტოს N10/1330-14 მოხსენებითი ბარათი;
  19. შპს „სტერეო +“-ის 2015 წლის 5 მაისის №შ-6/2682-15 განცხადება თანდართული ქსელის ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის განახლებული გეგმით (№MUX-B და  №MUX- E ლიცენზიები);
  20. შპს „სტერეო +“-ის  2014 წლის 7 ოქტომბრის განცხადება №7/428-14;
  21. შპს „სტერეო +“-ის  2014 წლის პირველი დეკემბრის  განცხადება №6/7038-14;
  22. კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის თ. ტყეშელაშვილის მიერ 2015 წლის 28 აპრილისა და 5 მაისის კომისიის სხდომებზე გაკეთებული ახსნა-განმარტებები.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

  1. კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს ,,სტერეო+“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (კომისიაში ავტორიზაციის თარიღი: 15.02.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა, ინტერნეტ-მომსახურება, მონაცემთა გადაცემა, მაუწყებლობის ტრანზიტი, თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება და სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება;
  2. ,,ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ“ კომისიის 2014 წლის პირველი ივლისის №345/10 გადაწყვეტილებით “B+2” ლოტის ფარგლებში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნვესაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX-B, №MUX-D და №MUX-E ლიცენზიების მისაღებად კომისიის 2014 წლის 31 მარტის №176/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ,,სტერეო+“;
  3. ,,შპს ,,სტერეო+“-სთვის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების შესაბამისად, ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX-B, №MUX-D და №MUX-E ლიცენზიებს;
  4. „შპს ,,სტერეო+“-სთვის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ.ა) ქვეპუნქტით, მე-2 პუნქტის დ.ა) ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტის დ.ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო პირობებით შპს ,,სტერეო +“-ს დაეკისრა ვალდებულება №MUX-B, №MUX-D და №MUX-E ლიცენზიების მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში კომისიისთვის შესათანხმებლად წარმოედგინა წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული ქსელის ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის შევსებული გეგმა; ამავე ქვეპუნქტების შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მფლობელის მიერ წარმოდგენილი დანართი N1-თ გათვალისწინებული გეგმა, კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით მიჩნეული იქნება, რომ არის არაგონივრული და მაღალი ალბათობით გამოიწვევს კომისიის 2014 წლის 31 მარტის N176/10 გადაწყვეტილებით განსაზღვრული საკონკურსო პირობებით გათვალისწინებული ვადების დარღვევას, კომისია უფლებამოსილია ამავე გადაწყვეტილებით ცვლილება შეიტანოს წარმოდგენილ გეგმაში,ხოლო ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს იგი;
  5. შპს ,,სტერეო+“-სთვის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების მე-7 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ.ა.) ქვეპუნქტი, მე-2 პუნქტის დ.ა.) ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტის დ.ა) ქვეპუნქტი ძალაში შევიდა გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ამავე გადაწყვეტილების მე-8 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება (გარდა პირველი პუნქტის დ.ა), მე-2 პუნქტის დ.ა) და მე-3 პუნქტის დ.ა) ქვეპუნქტებისა) ძალაში შევიდა წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული ქსელის ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის გეგმების კომისიასთან შეთანხმების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე. ამავე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილების №1, №2 და №3 დანართები ცნობილ იქნა გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;
  6. შპს ,,სტერეო+“-მა ,,შპს ,,სტერეო+“-სთვის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული ქსელის ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის გეგმა შესათანხმებლად კომისიაში წარმოადგინა 2014 წლის 5 აგვისტოს (შპს ,,სტერეო+“-ის 2014 წლის  5 აგვისტოს №6/4959-14 განცხადება);
  7. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვისა და სტრატეგიული განვითარების დეპატამენტების 2015 წლის 13 აგვისტოს N10/1330-14 მოხსენებითი ბარათი ადასტურებს, წარმოდგენილი გეგმა იყო გონივრული და მაღალი ალბათობით არ გამოიწვევდა კომისიის 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით განსაზღვრული საკონკურსო პირობების დარღვევას;
  8. 2014 წლის 29 აგვისტოს N6/5413-11 წერილით, შპს „სტერეო+“-მა კომისიას წარმოუდგინა ლიცენზიის მფლობელის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ პირველი კვარტლის ანგარიში, სადაც აღნიშნულია შემდეგი: „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 10 ივლისის N363/1 გადაწყვეტილების შესაბამისად, გაცნობებთ, რომ შპს „სტერეო+“ ხელმძღვანელობს კომისიაში წარმოდგნილი ციფრული მულტიპლექსის ქსელის ფორმირების მიზნით განხორციელებული საქმიანობის გეგმის მიხედვით და ამ ეტაპზე MUX-B და MUX-E ლიცენზიებისთვის შესრულებულია შემდეგი სამუშოები ...“;
  9. 2014 წლის 3 ნოემბრის N6/6530-14 წერილით შპს „სტერეო +“-მა კომისიას,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 10 ივლისის N363/1 გადაწყვეტილების შესაბამისად წარმოუდგინა ლიცენზიის მფლობელის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ მეორე ანგარიში. აღნიშნული წერილის პასუხად, კომისიამ 2014 წლის 6 ნოემბრის N06/2267-14 წერილითაცნობა შპს „სტერეო+“-ს, რომ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის N363/1 გადაწყეტილების დანართი N1-ის შესაბამისად, კომპანიას, მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე უნდა დაესრულებინა ძირითადი გადამცემი სადგურებისა და შესაბამისი საანტენო სისტემის მონტაჟი შემდეგ საიტებზე: ბაკურიანი, ბორჯომი, დმანისი, წალკა, თბილისი, თიანეთი, ცივი და კოჯორი. კომპანიას ასევე ეთხოვა ტექნიკური პერსონალის გამოყოფა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მონიტორინგის სისტემის მობილურ ჯგუფთან ერთად აღნიშნულ საიტებზე სამუშაოს შესრულებული მოცულობის შეფასების მიზნით;
  10. „შპს „სტერეო+“-ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის  კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 25 სექტემბრის N534/20 გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ სხდომაზე შპს „სტერეო+“-ს წარმომადგენელმა, მარიამ გოგოსაშვილმა აღნიშნა, რომ „შპს „სტერეო+“–ს ევალება, პერიოდულად წარმოუდგინოს კომისიას ანგარიში, თუ რას ახორციელებს რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის № MUX-B და MUX-E ლიცენზიების ფარგლებში და კომისიისგადაწყვეტილებით, განსაზღვრულიაანგარიშებისწარმოდგენისვადები. ამავდროულად, კომპანიისმიერკომისიაშიწარმოდგენილიაყოველთვიურადშესასრულებელისამუშაოებისგეგმა. აღნიშნულიგეგმისთანახმად, პირველიანგარიშიმოიცავდა 2014 წლის 01 სექტემბრამდეგანხორციელებულიაქტივობებისასახვას. კერძოდ, შპსსტერეო+“–ისმიერამპერიოდშიმიმდინარეობდამოლაპარაკებებიიმკომპანიებთან, ვისგანაცმისდამირწმუნებულიკომპანიისმიერციფრულიმულტიპლექსისქსელისფორმირებისმიზნითშესაძლოაშესყიდულიქნესსაჭიროტექნიკა. სწორედამმოლაპარაკებებისწარმოებისადაგარკვეულიშეთანხმებებისმიღწევისდამადასტურებლადკომისიაშიწარმოდგენილიაესდოკუმენტაცია. შპს „სტერეო+“–ს შეეძლო, რომ მხოლოდ ელექტრონული ფოსტით წარმოებული მიმოწერა წარმოედგინა, თუმცა საჭიროდ მიიჩნია, რომ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული დოკუმენტაცია (ინვოისები) სრულად მიეწოდებინა კომისიისთვის; ყოველთვიურადშესასრულებელისამუშაოებისგეგმისთანახმად, კომისისათვისმათევალებათგანხორციელებულისაქმიანობისაღწერისწარმოადგენა  დაკომისიასარდაუდგენიაკონკრეტულიდოკუმენტებისჩამონათვალი, რომლითაცშეიძლებადადასტურდესანუარყოფილიიქნესსაქმიანობისგანხორციელება. ამის გათვალისწინებით, მათ შეუძლიათ ინფორმაციის წარმოდგენა შპს „სტერეო +“-ის მიერ ქსელური მოწყობილობების მწარმოებლებთან მოლაპარაკებების შესახებ, მათგან ფასის ნაწილში სპეციალური შეთავზებების გარეშეც, ხოლო როდესაც კომისიის უფლებამოსილი პირები მივლენ მონიტორინგის ჩასატარებლად კომპანიაში, ისინი მათ წარმოუდგენენ სრულ ინფორმაციას...“;
  11. შპს ,,სტერეო+“-ის 2014 წლის 5 აგვისტოს №6/4959-14 განცხადებით კომისიაში წარმოდგენილი ქსელის ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის  გეგმა (№MUX-B, №MUX-D და №MUX-E ლიცენზიები) კომისიის მიერ დაერთო კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებით შპს ,,სტერეო+“-თვის გაცემულ №MUX-B, №MUX-D და №MUX-E ლიცენზიებს და 2014 წლის 25 დეკემბერსა (№MUX-D და №MUX-E ლიცენზიები) და 26 დეკემბერს (№MUX-B ლიცენზია) გამოქვეყნდა სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.matsne.gov.ge). შპს „სტერეო+“–ის ლიცენზიებს ხელს აწერენ კომისიის წევრები (ლიცენზიების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობა);
  12. 2015 წლის 14 იანვრის სამუშაო შეხვედრის ოქმი თანახმად, სამუშაო შეხვედრაზე შპს ,,სტერეო+“-ის დამფუძნებელმა და წარმომადგენელმა დავით ზილფიმიანმა აღნიშნა,  რომ „სამოქმედო გეგმა გაიწერა, რომელიც მოწონებულ იქნა,“ თუმცა აღნიშნა, რომ „გარდამავალი საკითხი ვერ იქნება ლიცენზიის შემადგენელი ნაწილი. 16 ივნისის შემდეგ ეს გეგმა ძალაში არ არის. ლიცენზიაში რჩება ის, რაც 2015 წლის 16 ივნისის შემდეგ არის ძალაში. გეგმა მიღებული იყო, შემდეგ ის შეიცვალა, ასევე უნდა მიიღოს კომისიამ მეორე გეგმაც, ვინაიდან ის სალიცენზიო პირობა არ არის“;
  13. შპს ,,სტერეო+“-მა ,,შპს ,,სტერეო+“-სთვის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების დანართი N1-ით გათვალისწინებული №MUX-B, №MUX-D და №MUX-E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის სახეშეცვლილი გეგმა დასამტკიცებლად კომისიაში წარმოადგინა 2015 წლის 2 თებერვლის №6/515-15 წერილით;
  14. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის რადიომონიტორინგის სისტემის მობილურმა ჯგუფმა მიმდინარე წლის 7-8 და 15-17 აპრილს ჩაატარა შემოწმება საქართველოს სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში ,,შპს ,,სტერეო+“-თვის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ" კომისიის №363/1 გადაწყვეტილებით, შპს ,,სტერეო+“-ის მიერ № MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირებისათვის შესრულებული სამუშაოების შემოწმების მიზნით. მონიტორინგის მობილური ჯგუფი სარგებლობდა აღნიშნული გადაყვეტილების დანართი №1-ით განსაზღვრული გრაფიკით, რომელიც შპს ,,სტერეო+“-მა კომისიაში წარმოადგინა 2014 წლის 5 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის N6/4959-14; 05.08.2014);
  15. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის რადიომონიტორინგის სისტემის მობილურმა ჯგუფის მიერ 2015 წლის წლის 7-8 და 15-17 აპრილს განხორციელებული შემოწმებების სისწორე დადასტურდა კომისიის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2015 წლის 20 აპრილის მოხსენებით ბარათზე თანდართული 18 შემოწმების აქტით, რომლებიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალით (1 DVD დისკი);
  16. 16.          შემოწმების შედეგად დაფიქსირდა შემდეგი:

1)                   საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფ. წყაროსთავში  შპს ,,სტერეო +“-ის მიერ არ არის დამონტაჟებული ციფრული გადამცემი სადგური, შემოწმების ადგილზე არ არის დამონტაჟებული გადამცემი ანტენა, არ მიმდინარეობს სადისტრიბუციო ქსელის მშენებლობა, არ მიმდინარეობს სადისტრიბუციო ქსელის ტესტირება, ლიცენზიით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ წერტილში. კომისიაში შპს ,,სტერეო+“-ის მიერ 2014 წლის 5 აგვისტოს განცხადებით წარმოდგენილი №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის გეგმითა და ასევე, შპს ,,სტერეო+“-ის მიერ 2015 წლის 2 თებერვლის №6/515-15 წერილით კომისიაში წარმოდგენილი №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის სახეშეცვლილი გეგმით საქმიანობის (გეგმების მე-4 პუნქტი) დაწყებისა და დასრულების ვადად განსაზღვრული იყო: 05.12.2014- 10.12.2014 პერიოდი.

2)                   სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ. ნუკრიანში შპს ,,სტერეო +“-ის მიერ არ არის დამონტაჟებული ციფრული გადამცემი სადგურები, არ მიმდინარეობს სადისტრიბუციო ქსელის მშენებლობა, არ მიმდინარეობს სადისტრიბუციო ქსელის ტესტირება, ლიცენზიით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ წერტილში, სარელეო გადამცემი ანტენის არ არსებობის გამო. დამონტაჟებულია შპს ,,რუსთავი 2“-ის მოქმედი „КВАНТ ЕФIР”-ის წარმოების სატელევიზიო გადამცემი, რომელიც ციფრული მაუწყებლობისთვის ვერ გადაეწყობა. კომისიაში შპს ,,სტერეო+“-ის მიერ 2014 წლის 5 აგვისტოს განცხადებით წარმოდგენილი №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის გეგმითა და ასევე, შპს ,,სტერეო+“-ის მიერ 2015 წლის 2 თებერვლის №6/515-15 წერილით კომისიაში წარმოდგენილი №MUX-B და №MUX-E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის სახეშეცვლილი გეგმით   (გეგმების მე-4 პუნქტი) დაწყებისა და დასრულების ვადად განსაზღვრული იყო:10.12.2014 – 15.12.2014 პერიოდი;

3)                   ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფ. ბაისუბანში შპს ,,სტერეო +“-ის მიერ  არის დამონტაჟებული ციფრული სატელევიზიო გადამცემი ანტენა, კვების ფარი, გადამცემი ანტენა შემოყვანილია კოაქსიალური კაბელით სამაუწყებლო სადგურში, სადაც დამონტაჟებულია დგარი. დგარში არ არის დამონტაჟებული ციფრული ტელევიზიის გადამცემი აპარატურა, არ არის მოწყობილი სადისტრიბუციო ქსელი, კერძოდ, რადიოსარელეო მიმღებ-გადამცემი აპარატურა. კომისიაში შპს ,,სტერეო+“-ის მიერ 2014 წლის 5 აგვისტოს განცხადებით წარმოდგენილი №MUX-B და №MUX-E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის გეგმითა და ასევე, შპს ,,სტერეო+“-ის მიერ 2015 წლის 2 თებერვლის №6/515-15 წერილით კომისიაში წარმოდგენილი №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის სახეშეცვლილი გეგმით   (გეგმის მე-4 პუნქტი) დაწყებისა და დასრულების ვადად განსაზღვრული იყო: 05.12.2014- 10.12.2014 პერიოდი;

4)                   ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფ. სანავარდოში ფუნქციონირებს შპს ,,რუთავი - 2“-ის კუთვნილი მეტრული დიაპაზონის სატელევიზიო გადამცემები და ტელეკომპანია ,,იმედის“ დეციმეტრული დიაპაზონის სატელევიზიო გადამცემები. შპს ,,რუსთავი-2“-ის გადამცემი კუსტარული ტიპისაა, ხოლო ,,იმედის“ გადამცემი წარმოადგენს ,,როდეშვარცის“ წარმოებას. შპს ,,რუსთავი-2“-ის გადამცემები არ ექვემდებარება ციფრული მაუწყებლობისთვის მოდერნიზებას. ციფრული მაუწყებლობისთვის სადიტრიბუციო ქსელი არ არის მოწყობილი. კომისიაში შპს ,,სტერეო+“-ის მიერ 2014 წლის 5 აგვისტოს განცხადებით წარმოდგენილი №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის გეგმითა და ასევე, შპს ,,სტერეო+“-ის მიერ 2015 წლის 2 თებერვლის №6/515-15 წერილით კომისიაში წარმოდგენილი №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის სახეშეცვლილი გეგმით  (გეგმის მე-4 პუნქტი) დაწყებისა და დასრულების ვადად განსაზღვრული იყო: 05.12.2014- 10.12.2014 პერიოდი;

5)                   თიანეთში დამონტაჟებულია ციფრული სატელევიზიო გადამცემი ანტენა, კვების ფარი, გადამცემი ანტენა დაკავშრებულია კოაქსიალური კაბელით სამაუწყებლო სადგურში, სადაც დამონტაჟებულია დგარი, რომელშიც არ არის დამონტაჟებული ციფრული ტელევიზიის გადამცემი აპარატურა, არ არის მოწყობილი სადისტრიბუციო ქსელი, კერძოდ, რადიოსარელეო მიმღებ-გადამცემი აპარატურა. სამაუწყებლო სადგურში განთავსებულია შპს ,,რუსთავი-2“-ის კუსტარულად დამზადებული ანალოგური სატელევიზიო გადამცემი. კომისიაში შპს ,,სტერეო+“-ის მიერ 2014 წლის 5 აგვისტოს განცხადებით წარმოდგენილი №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის გეგმითა და ასევე,  შპს ,,სტერეო+“-ის მიერ 2015 წლის 2 თებერვლის №6/515-15 წერილით კომისიაში წარმოდგენილი №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის სახეშეცვლილი გეგმით (გეგმის მე-4 პუნქტი) დაწყებისა და დასრულების ვადად განსაზღვრული იყო: 20.10.2014 – 25.10.2014 პერიოდი;

6)                    წალკაში დამონტაჟებულია ციფრული სატელევიზიო გადამცემი ანტენა, კვების ფარი, გადამცემი ანტენა დაკავშირებულია კოაქსიალური კაბელით და მიყვანილია ოთახში დამონტაჟებულ დგარამდე, რომელშიც არ არის დამონტაჟებული ციფრული სატელევიზიო გადამცემი, არ არის მოწყობილი სადისტრიბუციო ქსელი, კერძოდ, რადიოსარელეო მიმღებ-გადამცემი აპარატურა. კომისიაში შპს ,,სტერეო+“-ის მიერ 2014 წლის 5 აგვისტოს განცხადებით წარმოდგენილი №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის გეგმით საქმიანობის დაწყებისა და დასრულების ვადად განისაზღვრული იყო :20.10.2014 – 25.10.2014. პერიოდი. შპს ,,სტერეო+“-ის მიერ 2015 წლის 2 თებერვლის №6/515-15 წერილით კომისიაში წარმოდგენილი №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის სახეშეცვლილი გეგმით  კი (გეგმის მე-4 პუნქტი) დაწყებისა და დასრულების ვადად განსაზღვრული იყო: 30.03.2015 – 15.04.2015 პერიოდი. წალკაში შემოწმება ჩატარდა 2015 წლის 8 აპრილს. შესაბამისად, სახეზეა ვადის დარღვევა 2014 წლის 5 აგვისტოს განცხადებით წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, რომელიც დამტკიცებულია კომისიის მიერ, თუმცა, შპს ,,სტერეო+“-ის 2015 წლის 2 თებერვლის №6/515-15 წერილით კომისიაში წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, რომელიც კომისიის მიერ დამტკიცებული არ არის, ვადის დარღვევას ადგილი არ აქვს.

7)                    ქ. ახალქალაქში შპს ,,სტერეო +“-ის მიერ ციფრული გადამცემი და საანტენო მეურნეობა არ არის დამონტაჟებული, არ მიმდინარეობს სადისტრიბუციო ქსელის მონტაჟი და ტესტირება, ლიცენზიით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ წერტილში, სარელეო მიმღებ-გადამცემი ანტენის არ არსებობის გამო; აღნიშნულ ანძაზე ფუნქციონირებს მხოლოდ ,,იმედის“  ,,როდეშვარცის“ ანალოგური სატელევიზიო გადამცემი 27-ე ანალოგურ სატელევიზიო არხზე. კომისიაში შპს ,,სტერეო+“-ის მიერ 2014 წლის 5 აგვისტოს განცხადებით წარმოდგენილი №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის გეგმითა და ასევე, შპს ,,სტერეო+“-ის მიერ 2015 წლის 2 თებერვლის №6/515-15 წერილით კომისიაში წარმოდგენილი №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის სახეშეცვლილი გეგმით (გეგმის მე-4 პუნქტი) დაწყებისა და დასრულების ვადად განსაზღვრული იყო: 30.03.2015 – 04.04.2015 პერიოდი;

8)                   დაბა აბასთუმანში შპს ,,სტერეო +“-ის მიერ დამონტაჟებულია ციფრული სატელევიზიო გადამცემი ანტენა, კვების ფარი, გადამცემი ანტენიდან შემოყვანილია კოაქსიალური კაბელი, რაც მიყვანილია ოთახში დამონტაჟებულ დგარამდე, რომელშიც არ არის დამონტაჟებული ციფრული სატელევიზიო გადამცემი, არ არის მოწყობილი სადისტრიბუციო ქსელი, კერძოდ, რადიოსარელეო მიმღებ-გადამცემი აპარატურა, ანძაზე გამოყოფილია სარელეო ანტენების ადგილი. კომისიაში შპს ,,სტერეო+“-ის მიერ 2014 წლის 5 აგვისტოს განცხადებით წარმოდგენილი №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის გეგმით საქმიანობის დაწყებისა და დასრულების ვადად განისაზღვრა: 25.03.2015 – 30.03.2015. შპს ,,სტერეო+“-ის მიერ 2015 წლის 2 თებერვლის №6/515-15 წერილით კომისიაში წარმოდგენილი №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის სახეშეცვლილი გეგმით  საქმიანობის (გეგმის მე-4 პუნქტი) დაწყებისა და დასრულების ვადად განისაზღვრული იყო: 15.04.2015 – 15.05.2015 პერიოდი. შესაბამისად,  სახეზეა ვადის დარღვევა 2014 წლის 5 აგვისტოს განცხადებით წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, რომელიც დამტკიცებულია კომისიის მიერ, თუმცა, შპს ,,სტერეო+“-ის 2015 წლის 2 თებერვლის №6/515-15 წერილით კომისიაში წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, რომელიც კომისიის მიერ დამტკიცებული არ არის, ვადის დარღვევას ადგილი არ აქვს.

9)                   ქ. ახალციხეში შპს ,,სტერეო +“-ის მიერ არ არის მოწყობილი სადისტრიბუციო ქსელი, არ მიმდინარეობს სადისტრიბუციო ქსელის ტესტირება, ლიცენზიით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ კოორდინატებში. აღნიშნულ ანძაზე ფუნქციონირებს შპს ,,რუსთავი-2“-ისა და ,,იმედის“ სატელევიზიო გადამცემები ანალოგურ რეჟიმში. ტელეიმედი ფუნქციონირებს 24-ე სატელევიზიო არხზე და შპს ,,რუსთავი-2“ - 31-ე არხზე. კომისიაში შპს ,,სტერეო+“-ის მიერ 2014 წლის 5 აგვისტოს განცხადებით წარმოდგენილი №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის გეგმითა და ასევე,  შპს ,,სტერეო+“-ის მიერ 2015 წლის 2 თებერვლის №6/515-15 წერილით კომისიაში წარმოდგენილი №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის სახეშეცვლილი გეგმით  (გეგმების მე-4 პუნქტი) დაწყებისა და დასრულების ვადად განსაზღვრული იყო: 25.03.2015 – 30.03.2015 პერიოდი;

10)               ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. პატარა ბეკამში   ფუნქციონირებს შპს ,,რუსთავი -2“-ის კუთვნილ მეტრულ მე-9 სატელევიზიო არხზე მომუშავე სატელევიზიო გადამცემი და ტელეკომპანია ,,იმედის“ კუთვნილი 25-ე სატელევიზიო არხზე მომუშავე გადამცემი. შპს ,,რუსთავი 2-ის“ გადამცემი კუსტარული ტიპისაა, ხოლო ტელეკომპანია ,,იმედის“ გადამცემი ,,როდეშვარცის“ წარმოებისაა. არ არის მოწყობილი სადისტრიბუციო ქსელი. არ მიმდინარეობს სადისტრიბუციო ქსელის ტესტირება. კომისიაში შპს ,,სტერეო+“-ის მიერ 2014 წლის 5 აგვისტოს განცხადებით წარმოდგენილი №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის გეგმითა და ასევე, შპს ,,სტერეო+“-ის მიერ 2015 წლის 2 თებერვლის №6/515-15 წერილით კომისიაში წარმოდგენილი №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის სახეშეცვლილი გეგმით  (გეგმის მე-4 პუნქტი) დაწყებისა და დასრულების ვადად განსაზღვრული იყო: 05.11.2014 – 10.11.2014 პერიოდი;

11)               დაბა ასპინძაში (სოფ. სახუდაბელი), არ არის მოწყობილი სადისტრიბუციო ქსელი, არ მიმდინარეობს სადისტრიბუციო ქსელის ტესტირება ლიცენზიით განსაზღვრულ კოორდინატებში. აღნიშნული ანძის ტერიტორიაზე არ არის განთავსებული ,,რუსთავი 2“-ის და ,,იმედის“ სატელევიზიო გადამცემები. არ არის მოწყობილი სააპარატურო ოთახი, დამონტაჟებულია ციფრული სატელევიზიო გადამცემი ანტენა, რომელიც დაკავშირებულია კოაქსიალური კაბელით. კომისიაში შპს ,,სტერეო+“-ის მიერ 2014 წლის 5 აგვისტოს განცხადებით წარმოდგენილი №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის გეგმითა და ასევე, შპს ,,სტერეო+“-ის მიერ 2015 წლის 2 თებერვლის №6/515-15 წერილით კომისიაში წარმოდგენილი №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის სახეშეცვლილი გეგმით  (გეგმის მე-4 პუნქტი) დაწყებისა და დასრულების ვადად განსაზღვრული იყო: 30.03.2015 – 04.04.2015 პერიოდი;

12)               ქ. ბათუმში (მწვანე კონცხი) არ არის მოწყობილი სადისტრიბუციო ქსელი, არ მიმდინარეობს სადისტრიბუციო ქსელის ტესტირება ლიცენზიით განსაზღვრულ კოორდინატებში. აღნიშნული ანძის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ,,რუსთავი 2“-ის და „იმედის“ სატელევიზიო გადამცემები „რუსთავი-2-ის“, 42-ე, იმედის, 27-ე სატელევიზიო დეციმეტრულ არხებზე ანალოგურ რეჟიმში. კომისიაში შპს ,,სტერეო+“-ის მიერ 2014 წლის 5 აგვისტოს განცხადებით წარმოდგენილი №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის გეგმითა და ასევე, შპს ,,სტერეო+“-ის მიერ 2015 წლის 2 თებერვლის №6/515-15 წერილით კომისიაში წარმოდგენილი №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის სახეშეცვლილი გეგმით (გეგმის მე-4 პუნქტი) დაწყებისა და დასრულების ვადად განსაზღვრული იყო: 05.11.2014 – 10.11.2014 პერიოდი;

13)               ქ. ოზურგეთში (სოფ. ანასეული) არ არის მოწყობილი სადისტრიბუციო ქსელი, არ მიმდინარეობს სადისტრიბუციო ქსელის ტესტირება ლიცენზიით განსაზღვრულ კოორდინატებში. აღნიშნული ანძის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ,,რუსთავი 2“-ის და ,,იმედის“ სატელევიზიო გადამცემები დეციმეტრულ სატელევიზიო სიხშირეებზე. ,,რუსთავი -2“ უკრაინული წარმოების „КВАНТ-ЕФИР“-ის სატელევიზიო გადამცემი ფუნქციონირებს 43-ე სატელევიზიო არხზე და ,,იმედის“ როდეშვარცის წარმოების სატელევიზიო გადამცემი - 23-ე სატელევიზიო არხზე ანალოგურ რეჟიმში. კომისიაში შპს ,,სტერეო+“-ის მიერ 2014 წლის 5 აგვისტოს განცხადებით წარმოდგენილი №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის გეგმითა და ასევე, შპს ,,სტერეო+“-ის მიერ 2015 წლის 2 თებერვლის №6/515-15 წერილით კომისიაში წარმოდგენილი №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის სახეშეცვლილი გეგმით საქმიანობის (გეგმის მე-4 პუნქტი) დაწყებისა და დასრულების ვადად განსაზღვრული იყო: 05.11.2014 – 10.11.2014 პერიოდი;

14)               ქ. ჩოხატაურში (სოფ. ჯვარცმა) არ არის მოწყობილი სადისტრიბუციო ქსელი, არ მიმდინარეობს სადისტრიბუციო ქსელის ტესტირება ლიცენზიით განსაზღვრულ კოორდინატებში. აღნიშნული ანძის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ,,რუსთავი 2“-ის და ,,იმედის“ სატელევიზიო გადამცემები დეციმეტრულ  სატელევიზიო არხებზე ანალოგურ რეჟიმში. ,,რუსთავი 2“ ფუნქციონირებს კუსტარული გადამცემით 32-ე სატელევიზიო არხზე ანალოგურ რეჟიმში, ხოლო ,,იმედი“ როდეშვარცის გადამცემით 25-ე არხზე. კომისიაში შპს ,,სტერეო+“-ის მიერ 2014 წლის 5 აგვისტოს განცხადებით წარმოდგენილი №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის გეგმითა და ასევე,  შპს ,,სტერეო+“-ის მიერ 2015 წლის 2 თებერვლის №6/515-15 წერილით კომისიაში წარმოდგენილი №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის სახეშეცვლილი გეგმით (გეგმის მე-4 პუნქტი) დაწყებისა და დასრულების ვადად განსაზღვრული იყო: 01.03.2015 – 06.03.2015 პერიოდი;

15)               ქ. ქუთაისში არ არის მოწყობილი სადისტრიბუციო ქსელი, არ მიმდინარეობს სადისტრიბუციო ქსელის ტესტირება ლიცენზიით განსაზღვრულ კოორდინატებში. აღნიშნული ანძის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ,,რუსთავი 2“-ის და ,,იმედის“  სატელევიზიო გადამცემები. რუსთავი2-ის ანალოგური გადამცემი, მეტრულ მე-7 სატელევიზიო არხზე და იმედის ანალოგური გადამცემი დეციმეტრულ 33-ე არხზე.კომისიაში შპს ,,სტერეო+“-ის მიერ 2014 წლის 5 აგვისტოს განცხადებით წარმოდგენილი №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის გეგმითა და ასევე,  შპს ,,სტერეო+“-ის მიერ 2015 წლის 2 თებერვლის №6/515-15 წერილით კომისიაში წარმოდგენილი №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის სახეშეცვლილი გეგმით (გეგმის მე-4 პუნქტი) დაწყებისა და დასრულების ვადად განსაზღვრული იყო 10.11.2014- 15.11.2014 პერიოდი;

16)               ქ. ჭიათურაში (სოფ. ნავარძეთი) არ არის მოწყობილი სადისტრიბუციო ქსელი, არ მიმდინარეობს სადისტრიბუციო ქსელის ტესტირება ლიცენზიით განსაზღვრულ კოორდინატებში.  ლიცენზიით განსაზღვრულ კოორდინატებზე სადისტრიბუციო ქსელის მონტაჟი მიმდინარეობდა 2015 წლის  17 აპრილს. აღნიშნული ანძის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ,,რუსთავი 2“-ის და ,,იმედის“  სატელევიზიო გადამცემები. „რუსთავი-2“ ფუნქციონირებს უკრაინული წარმოების „КВАНТ-ЕФIР“-ის სატელევიზიო გადამცემით მე-3 სატელევიზიო არხზე (მეტრული დიაპაზონი)  და ,,იმედი“ ფუნქციონირებს როდეშვარცის გადამცემით 25-ე დეციმეტრულ არხზე. კომისიაში შპს ,,სტერეო+“-ის მიერ 2014 წლის 5 აგვისტოს განცხადებით წარმოდგენილი №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის გეგმითა და ასევე, შპს ,,სტერეო+“-ის მიერ 2015 წლის 2 თებერვლის №6/515-15 წერილით კომისიაში წარმოდგენილი №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის სახეშეცვლილი გეგმით  (გეგმის მე-4 პუნქტი) დაწყებისა და დასრულების ვადად განსაზღვრული იყო: 20.11.2014 – 25.11.2014 პერიოდი;

17)               ქ. საჩხერეში არ არის მოწყობილი რადიოსადისტრიბუციო ქსელი, არ მიმდინარეობს სადისტრიბუციო ქსელის ტესტირება ლიცენზიით განსაზღვრულ კოორდინატებში. აღნიშნული ანძის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ,,რუსთავი 2“ კუსტარული გადამცემით -28 დეციმეტრულ სატელევიზიო არხზე. კომისიაში შპს ,,სტერეო+“-ის მიერ 2014 წლის 5 აგვისტოს განცხადებით წარმოდგენილი №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის გეგმებით საქმიანობის დაწყებისა და დასრულების ვადად განსაზღვრული იყო :20.11.2014 – 25.11.2014 პერიოდი. შპს ,,სტერეო+“-ის მიერ 2015 წლის 2 თებერვლის №6/515-15 წერილით კომისიაში წარმოდგენილი №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის სახეშეცვლილი გეგმით   კი (გეგმის მე-4 პუნქტი) დაწყებისა და დასრულების ვადად განისაზღვრული იყო: 15.02.2015 – 15.03.2015 პერიოდი.  საჩხერეში შემოწმება ჩატარდა 2015 წლის 17 აპრილს. შესაბამისად, სახეზეა ვადის დარღვევა როგორც შპს „სტერეო +“-ის მიერ 2014 წლის 5 აგვისტოს განცხადებით წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, რომელიც დამტკიცებულია კომისიის მიერ, ისე შპს ,,სტერეო+“-ის 2015 წლის 2 თებერვლის №6/515-15 წერილით კომისიაში წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, რომელიც კომისიის მიერ დამტკიცებული არ არის;

18)               ქ. გორში არ არის მოწყობილი სადისტრიბუციო ქსელი, არ მიმდინარეობს სადისტრიბუციო ქსელის ტესტირება ლიცენზიით განსაზღვრულ კოორდინატებში.  აღნიშნული ანძის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ,,რუსთავი 2“-ის და ,,იმედის“  სატელევიზიო გადამცემები ანალოგურ რეჟიმში. ,,რუსთავი 2“ ფუნქციონირებს 57-ე სატელევიზიო არხზე, ხოლო ,,იმედი“ - 22-ე  არხზე. კომისიაში შპს ,,სტერეო+“-ის მიერ 2014 წლის 5 აგვისტოს განცხადებით წარმოდგენილი №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის გეგმითა და ასევე, შპს ,,სტერეო+“-ის მიერ 2015 წლის 2 თებერვლის №6/515-15 წერილით კომისიაში წარმოდგენილი №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის სახეშეცვლილი გეგმით (გეგმის მე-4 პუნქტი) დაწყებისა და დასრულების ვადად განსაზღვრული იყო: 15.11.2014- 15.11.2014 პერიოდი;

19)               კომისიაში შპს ,,სტერეო+“-ის მიერ 2014 წლის 5 აგვისტოს განცხადებით წარმოდგენილი №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის გეგმის მე-6 პუნქტის თანახმად, სადისტრიბუციო ქსელის შესაბამისი აპარატურის მონტაჟის დაწყებისა და დასრულების ვადად განსაზღვრული იყო: 15.10.2014 – 01.03.2015 პერიოდი, ხოლო შპს ,,სტერეო+“-ის მიერ 2015 წლის 2 თებერვლის №6/515-15 წერილით კომისიაში წარმოდგენილი №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის სახეშეცვლილი გეგმით ზემოაღნიშნული შემოწმებული დასახლებული პუნქტებისთვის სადისტრიბუციო ქსელის შესაბამისი აპარატურის მონტაჟის დაწყებისა და დასრულების ვადად განსაზღვრული იყო: 15.04.2015 - 15.05.2015 პერიოდი (საჩხერე სახეშეცვლილი გეგმის მე-6 პუნქტში არ ფიგურირებს, თუმცა, სადისტრიბუციო ქსელის შესაბამისი აპარატურის მონტაჟის საერთო ვადად მითითებულია 15.11.2014 – 15.05.2015 პერიოდი). კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა დეპარტამენტის რადიომონიტორინგის მობილურმა ჯგუფმა სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში შემოწმებები ჩაატარა 2015 წლის 7, 8, 15, 16 და 17 აპრილს. შესაბამისად, სახეზეა  ვადის დარღვევა 2014 წლის 5 აგვისტოს განცხადებით წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, რომელიც დამტკიცებულია კომისიის მიერ, თუმცა, შპს ,,სტერეო+“-ის 2015 წლის 2 თებერვლის №6/515-15 წერილით კომისიაში წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, რომელიც კომისიის მიერ დამტკიცებული არ არის, ვადის დარღვევას ადგილი არ აქვს;

20)               კომისიაში შპს ,,სტერეო+“-ის მიერ 2014 წლის 5 აგვისტოს განცხადებით წარმოდგენილი №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის გეგმების მე-7 პუნქტის შესაბამისად, სადისტრიბუციო ქსელის ფუნქციონირების ტესტირების დაწყებისა და დასრულების ვადად განისაზღვრა: 01.03.2015 – 01.04.2015, ხოლო შპს ,,სტერეო+“-ის მიერ 2015 წლის 2 თებერვლის №6/515-15 წერილით კომისიაში წარმოდგენილი №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის სახეშეცვლილი გეგმით ზემოაღნიშნული შემოწმებული დასახლებული პუნქტებისთვის სადისტრიბუციო ქსელის ფუნქციონირების ტესტირების დაწყებისა და დასრულების ვადად განისაზღვრული იყო: 01.05.2015 – 30.05.2015 პერიოდი (საჩხერე სახეშეცვლილი გეგმის მე-7 პუნქტში არ ფიგურირებს, თუმცა, სადისტრიბუციო ქსელის ფუნქციონირების ტესტირების საერთო ვადად მითითებულია 01.12.2014 – 30.05.2015 პერიოდი). კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა დეპარტამენტის რადიომონიტორინგის მობილურმა ჯგუფმა სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში შემოწმებები ჩაატარა 2015 წლის 7, 8, 15, 16 და 17 აპრილს. შესაბამისად, სახეზეა  ვადის დარღვევა 2014 წლის 5 აგვისტოს განცხადებით წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, რომელიც დამტკიცებულია კომისიის მიერ, თუმცა, შპს ,,სტერეო+“-ის 2015 წლის 2 თებერვლის №6/515-15 წერილით კომისიაში წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, რომელიც კომისიის მიერ დამტკიცებული არ არის, ვადის დარღვევას ადგილი არ აქვს;

  1. როგორც ირკვევა შემოწმების აქტებიდან კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების დანართ №1ის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ არეალებში, კერძოდ, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. სანავარდოში, წალკაში, ახალქალაქში, ახალციხეში, ხაშურის მუნუციპალიტეტის სოფ. ბეკამში, ასპინძის მუნიციპალიტეტის (დაბა ასპინძა), სოფ. სახუდაბელში, ბათუმში, ოზურგეთში, ჩოხატაურში ქუთაისში, ჭიათურაში, საჩხერეში, გორში განთავსებულია შპს ,,რუსთავი 2“-სა და შპს ,,ტელეიმედის“ სატელევიზიო გადამცემები. შპს ,,სტერეო+“-ის 2015 წლის 2 თებერვლის განცხადებით კომისიაში წარმოდგენილი სახეშეცვლილი გეგმის თანახმად, ზემოთმითითებულ გეოგრაფიულ არეალებში გეგმით განსაზღვრული საქმიანობა შესრულებულია. აღნიშნულის საფუძველს შპს „სტერეო +“-სს აძლევს შპს ,,სტერეო+“-ის 2014 წლის 29 დეკემბრის №18/12-14  განცხადებაზე თანდართული შპს ,,სტერეო+“-სა და შპს ,,ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპ“-სა და შპს ,,სტერეო+“-სა და შპს ,,რუსთავი 2“-ს შორის გაფორმებული 2014 წლის 21 ნომებრისა და 2014 წლის 3 ნოემბრის ხელშეკრულებები სატელევიზიო გადამცემების შპს ,,სტერეო +“-თვის გადაცემა-მიყიდვის თაობაზე. საგულისხმოა, რომ  შპს ,,რუსთავი-2“-სა და შპს ,,სტერეო +“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულება გარდა 3.1.2 პუნქტისა, ძალაში შედის 2015 წლის 17 ივნისიდან და მოქმედებს 2025 წლის პირველ იანვრამდე, ხოლო ამავე ხელშეკრულების 3.1.1 პუნქტის შესაბამისად, მეიჯარე ვალდებულია გადასცეს მოიჯარეს იჯარის საგანი უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო მდგომარეობაში იმ ცვეთის გათვალისწინებით, რაც გამოწვეულია ნივთის ჩვეულებრივად გამოყენებით. შპს ,,სტერეო+“-სა და შპს ,,ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპ“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულება გარდა 3.1.2 პუნქტისა, ძალაში შედის 2015 წლის 17 ივნისიდან და მოქმედებს 2025 წლის პირველ იანვრამდე. შესაბამისად, საიჯარო ქონების გადაცემა (გამოსყიდვის უფლებით) და მასზე საიჯარო ქირის დარიცხვა დაიწყება 2015 წლის 17 ივნისიდან. ორივე ხელშეკრულების 3.1.2 პუნქტის თანახმად, მეიჯარე ვალდებულია შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრთან“ არ მოახდინოს საიჯარო ქირის გაზრდა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2015 წლის 17 ივნისამდე. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული ხელშეკრულებები ძალაშია 2015 წლის 17 ივნისიდან. ხელშეკრულებებით ზემოაღნიშნულ გადამცემებზე სარგებლობის (და არა საკუთრების) უფლება შპს „სტერეო +“-სს წარმოეშობა მხოლოდ 2015 წლის 17 ივნისიდან. 2015 წლის 17 ივნისამდე, და მას შემდეგაც ხელშეკრულებები შეიძლება მოიშალოს საერთო საფუძველზე, სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად. შპს „რუსთავი 2“-ის აპარატურა მთელ რიგ შემთხვევებში კუსტარულად დამზადებულია და ციფრული მაუწყებლობისთვის მოდერნიზებას არ ექვემდებარება; ზემოაღნიშნული გარემოების გამო, კომისია, ამ ხელშეკრულებების ხელმოწერის ფაქტს ვერ მიიჩნევს შპს „სტერეო +“-ის მიერ სალიცენზიო ვალდებულებების შესრულებად;
  2. შპს ,,სტერეო+“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა ამავე კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ)  ქვეპუნქტის, ,,შპს ,,სტერეო+“-სთვის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის MUX- B და MUX-E ლიცენზიების №1 დანართებით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობების დარღვევისთვის.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

 

  1. „შპს „სტერეო+“-სთვის ციფრული სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის N363/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „დ.ა.“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „სტერეო+“-ს დაეკისრა ვალდებულება, ლიცენზიის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში კომისიისთვის შესათანხმებლად წარმოედგინა გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული ქსელის ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის შევსებული გეგმა; ამავე ქვეპუნქტით განისაზღვრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მფლობელის მიერ წარმოდგენილი დანართი N1-თ გათვალისწინებული გეგმა, კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით მიჩნეული იქნება, რომ არის არაგონივრული და მაღალი ალბათობით გამოიწვევს კომისიის 2014  წლის 31 მარტის N176/10 გადაწყვეტილებით განსაზღვრული საკონკურსო პირობებით გათვალისწინებული ვადების  დარღვევას,  კომისია უფლებამოსილია ამავე გადაწყვეტილებით ცვლილება შეიტანოს წარმოდგენილ გეგმაში, ხოლო ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს იგი.

    როგორც კომისიაში არსებული დოკუმენტაცია ადასტურებს, შპს „სტერეო +“-მა კომისიის 2014 წლის 10 ივლისის N363/1 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ქსელის ფორმირების შევსებული გეგმა კომისიაში წარმოადგინა 2014 წლის 5 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის №6/4959-14).  როგორც კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვისა და სტრატეგიული განვითარების დეპატამენტების 2015 წლის 13 აგვისტოს N10/1330-14 მოხსენებითი ბარათი ადასტურებს, წარმოდგენილი გეგმა იყო გონივრული და მაღალი ალბათობით არ გამოიწვევდა კომისიის 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით განსაზღვრული საკონკურსო პირობების დარღვევას.

კომისიის 2015 წლის 28 აპრილის სხდომაზე, შპს “სტერეო+“-ს წარმომადგენელმა განმარტა, რომ კომისიის გადაწყვეტილება ლიცენზიების გაცემის შესახებ არ არის ძალაში შესული იმის გამო, რომ კომისიას არ გამოუცია ცალკე ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი – გადაწყვეტილება გეგმის შეთანხმების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნულს ითვალისწინებდა კომისიის 2014 წლის 10 ივლისის N363/1 გადაწყვეტილების მე-8 პუნქტი.

კომისია აღნიშნულ მსჯელობას ვერ გავიზიარებს შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

2014 წლის 5 აგვისტოს, ანუ იმ დღის შემდეგ, რაც შპს „სტერეო+“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა ქსელის ფორმირების შევსებული გეგმა, შპს „სტერეო+“-სა და კომისიას შორის კომისიის 2014 წლის 10 ივლისის N363/1 გადაწყვეტილების შესრულებასთან დაკავშირებულ მიმოწერებში, თითქმის ყველგან მითითებულია დანართი N1–ის შესაბამისად შევსებული გეგმა; კერძოდ:

– 2014 წლის 29 აგვისტოს N6/5413-11 წერილით, შპს „სტერეო+“-მა კომისიას წარმოუდგინა ლიცენზიის მფლობელის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ პირველი კვარტლის ანგარიში, სადაც აღნიშნულია შემდეგი: „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 10 ივლისის N363/1 გადაწყვეტილების შესაბამისად, გაცნობებთ, რომ შპს „სტერეო+“ ხელმძღვანელობს კომისიაში წარმოდგნილი ციფრული მულტიპლექსის ქსელის ფორმირების მიზნით განხორციელებული საქმიანობის გეგმის მიხედვით და ამ ეტაპზე MUX-B და MUX-E ლიცენზიებისთვის შესრულებულია შემდეგი სამუშოები ...“

– 2014 წლის 3 ნოემბრის N6/6530-14 წერილით შპს „სტერეო +“-მა კომისიას,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 10 ივლისის N363/1 გადაწყვეტილების შესაბამისად წარმოუდგინა ლიცენზიის მფლობელის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ მეორე ანგარიში. აღნიშნული წერილის პასუხად, კომისიამ 2014 წლის 6 ნოემბრის N06/2267-14 წერილითაცნობა შპს „სტერეო+“-ს, რომ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის N363/1 გადაწყეტილების დანართი N1-ის შესაბამისად, კომპანიას, მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე უნდა დაესრულებინა ძირითადი გადამცემი სადგურებისა და შესაბამისი საანტენო სისტემის მონტაჟი შემდეგ საიტებზე: ბაკურიანი, ბორჯომი, დმანისი, წალკა, თბილისი, თიანეთი, ცივი და კოჯორი. კომპანიას ასევე ეთხოვა ტექნიკური პერსონალის გამოყოფა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მონიტორინგის სისტემის მობილურ ჯგუფთან ერთად აღნიშნულ საიტებზე სამუშაოს შესრულებული მოცულობის შეფასების მიზნით.

– „შპს „სტერეო+“-ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის  კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 25 სექტემბრის N534/20 გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ სხდომაზე შპს „სტერეო+“-ს წარმომადგენელმა, მარიამ გოგოსაშვილმა აღნიშნა, რომ „შპს „სტერეო+“–ს ევალება, პერიოდულად წარმოუდგინოს კომისიას ანგარიში, თუ რას ახორციელებს რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის № MUX-B და MUX-E ლიცენზიების ფარგლებში და კომისიისგადაწყვეტილებით, განსაზღვრულიაანგარიშებისწარმოდგენისვადები. ამავდროულად, კომპანიისმიერკომისიაშიწარმოდგენილიაყოველთვიურადშესასრულებელისამუშაოებისგეგმა. აღნიშნულიგეგმისთანახმად, პირველიანგარიშიმოიცავდა 2014 წლის 01 სექტემბრამდეგანხორციელებულიაქტივობებისასახვას. კერძოდ, შპსსტერეო+“–ისმიერამპერიოდშიმიმდინარეობდამოლაპარაკებებიიმკომპანიებთან, ვისგანაცმისდამირწმუნებულიკომპანიისმიერციფრულიმულტიპლექსისქსელისფორმირებისმიზნითშესაძლოაშესყიდულიქნესსაჭიროტექნიკა. სწორედამმოლაპარაკებებისწარმოებისადაგარკვეულიშეთანხმებებისმიღწევისდამადასტურებლადკომისიაშიწარმოდგენილიაესდოკუმენტაცია. შპს „სტერეო+“–ს შეეძლო, რომ მხოლოდ ელექტრონული ფოსტით წარმოებული მიმოწერა წარმოედგინა, თუმცა საჭიროდ მიიჩნია, რომ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული დოკუმენტაცია (ინვოისები) სრულად მიეწოდებინა კომისიისთვის; ყოველთვიურადშესასრულებელისამუშაოებისგეგმისთანახმად, კომისისათვისმათევალებათგანხორციელებულისაქმიანობისაღწერისწარმოადგენა  დაკომისიასარდაუდგენიაკონკრეტულიდოკუმენტებისჩამონათვალი, რომლითაცშეიძლებადადასტურდესანუარყოფილიიქნესსაქმიანობისგანხორციელება. ამის გათვალისწინებით, მათ შეუძლიათ ინფორმაციის წარმოდგენა შპს „სტერეო +“-ის მიერ ქსელური მოწყობილობების მწარმოებლებთან მოლაპარაკებების შესახებ, მათგან ფასის ნაწილში სპეციალური შეთავზებების გარეშეც, ხოლო როდესაც კომისიის უფლებამოსილი პირები მივლენ მონიტორინგის ჩასატარებლად კომპანიაში, ისინი მათ წარმოუდგენენ სრულ ინფორმაციას...“.

ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე, შეიძლება უდავოდ დადგენილად იქნას მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

– შპს „სტერეო+“–სათვის, ყველაზე ადრე  – 2014 წლის 29 აგვისტოდან (მის მიერ გეგმის შესაბამისად პირველი ანგარიშის წარმოდგენის თარიღი) ცნობილი იყო, რომ კომისიას მათ მიერ წარმოდგენილ გეგმასთან შენიშვნები არ ჰქონდა და ის შეთანხმებული იყო უპირობოდ ადმინისტრაციული სამართლის თეორიასა და მმართველობის პრაქტიკაში გამოყენებადი ადმინისტრაციული ორგანოს ე.წ. უმოქმედობის, დუმილის სახით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით (იხ. პაატა ტურავა, ნათია წკეპლაძე – ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელო, თბილისი, 2013 წ. გამომც. „იურისტების სამყარო“, გვ. 79).

– შპს „სტერეო+“–სთვის, ყველაზე ადრე  – ადმინისტრაციული ორგანოს – კომისიის მიერ  2014 წლის 6 ნოემბრის N06/2267-14 წერილისჩაბარებისმომენტიდან (10/11/2014), გააჩნდაადმინისტრაციულიორგანოსწერილობითიდოკუმენტი, რომელიცადასტურებდა, რომმათმიერ 2014 წლის 5 აგვისტოსწარმოდგენილიქსელისფორმირებისგეგმასთანკომისიასშენიშვნებიარჰქონდადაის, როგორცსალიცენზიოვალდებულებაშესასრულებელიიყოშპსსტერეო +“–მიერ.

-          გასათვალიწინებელია ასევე ის გარემოებაც, რომ ,,შპს ,,სტერეო+“-ისთვის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ“ №363/1 კომისიის გადაწყვეტილება არ ითვალისწინებს წარმოდგენილი გეგმის დაუმტკიცებლობის შემთხვევას. გეგმა ან უნდა უპირობოდ შეთანხმებულიყო ან უნდა დამტკიცებულიყო კორექტირებული ფორმით (იხ. კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ.ა) ქვეპუნქტი, მე-2 პუნქტის დ.ა) ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტის დ.ა) ქვეპუნქტი). შესაბამისად, შპს ,,სტერეო +“-ის გეგმა უპირობოდ ან კორექტირებული ფორმით აუცილებლად უნდა დამტკიცებულიყო და კომპანია ვერ ივარაუდებდა მისი დაუმტკიცებლობის შესაძლებლობას.

– შპს „სტერეო +“–ს ლიცენზია თავისი დანართი N1–თ 2014 წლის 25–26 დეკემბერს ასევე გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში; შპს „სტერეო+“–ის ლიცენზიებს ხელს აწერენ კომისიის წევრები (ლიცენზიების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობა), რაც ასევე წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–2 მუხლის პირველი ნაწილის დ) ქვეპუნქტიდან გამომდინარე, დოკუმენტს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებდა ქსელის ფორმირების გეგმის უპირობოდ დამტკიცებისა და შეთანხმების ფაქტს. საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული ლიცენზიები ყველა მისი დანართით, იმ მომენტისათვის  საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო არა მხოლოდ შპს „სტერეო+“–თვის, არამედ ყველასათვის.

ის, რომ ქსელის ფორმირების 2014 წლის 5 აგვისტოს წარმოდგენილი გეგმა მოწონებული იყო კომისიის მიერ, დადასტურებულია ბ–ნ დ. ზილფიმიანის მიერაც. კერძოდ, კომისიაში  2015 წლის 14 იანვარს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე კომისიის წევრების და კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლების, ასევე IBRD-ს ექსპერტის მონაწილეობით განხილულ იქნა შპს „სტერეო+“-სთვის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების პირობების შესრულების მონიტორინგის შედეგები. აღნიშნულ შეხვედრაზე მსჯელობის ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენდა შპს „სტერეო+“-ს მიერ 2014 წლის 5 აგვისტოს წარმოდგენილი ქსელის აგების გეგმაში ცვლილებების შეტანის საკითხი. სწორედ აღნიშნული განხილვის დროს, შპს „სტერეო+“-ს დამფუძნებელმა და წარმომადგენელმა ბატონმა დავით ზილფიმიანმა აღნიშნა  რომ სამოქმედოგეგმაგაიწერა, რომელიცმოწონებულიქნა., თუმცა აღნიშნა, რომ გარდამავალი საკითხი ვერ იქნება ლიცენზიის შემადგენელი ნაწილი. 16 ივნისის შემდეგ ეს გეგმა ძალაში არ არის. ლიცენზიაში რჩება ის, რაც 2015 წლის 16 ივნისის შემდეგ არის ძალაში. გეგმამიღებულიიყო, შემდეგისშეიცვალა, ასევეუნდამიიღოსკომისიამმეორეგეგმაც, ვინაიდანისსალიცენზიოპირობაარარის“.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია შპს „სტერეო+“–ის მსჯელობა იმაზე, რომ ლიცენზია და მისგან გამომდინარე ქსელის ფორმირების სალიცენზიო ვალდებულებები ძალაში არ არის, კომისიის მიერ ქსელის ფორმირების შეთანხმების თაობაზე ცალკე, სპეციალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოუცემლობის გამო, ასევე ის, რომ მისთვის უცნობი იყო შეითანხმა თუ არა კომისიამ მის მიერ 2014 წლის 5 აგვისტოს წერილით წარმოდგენილი გეგმა;

  1. შპს „სტერეო+“-ს მიერ 2015 წლის 2 თებერვლის №6/515-15 წერილით კომისიაში წარმოდგენილი №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის სახეშეცვლილი სამოქმედო გეგმის ძალაში ყოფნის საკითხთან დაკავშირებით კომისია აღნიშნავს, რომ  კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის თ.ტყეშელაშვილის 2015 წლის 4 მარტის Nშ-10/696-15 მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ აღნიშნული გეგმა განსხვავდება შპს „სტერეო+“-ს მიერ კომისიაში 2014 წლის 5 აგვისტოს წარმოდგენილი გეგმისგან. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებისას,  შპს „სტერეო +“-მა 2015 წლის 5 მაისის №შ-6/2682-15 განცხადებით კომისიაში წარმოადგინა სახეშეცვლილი სამოქმედო გეგმა მეორედ და მოითხოვა მისი დამტკიცება. 

იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის მიერ შეთანხმებულ იქნა შპს „სტერეო+“-ს მიერ კომისიაში 2014 წლის 5 აგვისტოს წარმოდგენილი ქსელის ფორმირების გეგმა, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX-B, №MUX-E და №MUX-D ლიცენზიების განუყოფელ ნაწილს, ლიცენზიის მფლობელის მიერ მასში ცვლილების შეტანის ინიცირების შემთხვევაში, აუცილებელია, რომ კომისიის მიერ განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები „შპს „სტერეო+“-სთვის ციფრული სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის N363/1 გადაწყვეტილებასა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX-B, №MUX-E და №MUX-D ლიცენზიებში, იმ შემთხვევაში, თუ შპს „სტერეო+“-ს მიერ წარმოდგენილი, სახეშეცვლილი ქსელის ფორმირების გეგმა არის გონივრული, არ გამოიწვევს  კომისიის 2014  წლის 31 მარტის N176/10 გადაწყვეტილებით განსაზღვრული საკონკურსო პირობებით გათვალისწინებული ვადების  დარღვევას და კომისია დაეთანხმება მას.

  1.  ,,შპს ,,სტერეო+“-სთვის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების №1 დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შპს ,,სტერეო +“ ვალდებულია უზრუნველყოს ძირითადი გადამცემი სადგურებისა და შესაბამისი საანტენო სისტემის მონტაჟი ამავე გადაწვეტილებითა და  №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში.

კომისია მიიჩნევს, რომ შპს „სტერეო +“-ის მიერ 2014 წლის 5 აგვისტოს №6/4959-14 განცხადებით წარმოდგენილი №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის გეგმის შესაბამისად, შპს „სტერეო +“-ის მიერ დარღვეულია:

1)                   №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის გეგმის მე-4 პუნქტის მე-4, მე-5, მე-10, მე-12, მე-13, მე-17, მე-19, მე-20, 21-ე, 22-ე, 27-ე, 30-ე, 34-ე, 35-ე, 36-ე, 38-ე,  41-ე და 42-ე ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებები, კერძოდ, ძირითადი გადამცემი სადგურებისა და შესაბამისი საანტენო სისტემის ამ გეგმით განსაზღვრულ ვადებში მონტაჟის ვალდებულებები საქართველოს შემდეგ დასახლებულ პუნქტებში: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფ. წყაროსთავში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ. ნუკრიანში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ბაისუბანში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. სანავარდოში, თიანეთში, წალკაში, ქ. ახალქალაქში, დაბა აბასთუმანში, ქ. ახალციხეში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. პატარა ბეკამში, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. სახუდაბელში, ქ. ბათუმში, ქ. ოზურგეთში, ქ. ჩოხატაურში, ქ. ქუთაისში, ქ. საჩხერეში, ქ. ჭიათურაში და ქ. გორში;

2)                    №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის გეგმის მე-6 პუნქტი, კერძოდ, სადისტრიბუციო ქსელის შესაბამისი აპარატურის მონტაჟის ვადა, საქართველოს შემდეგ დასახლებულ პუნქტებში: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფ. წყაროსთავში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ. ნუკრიანში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ბაისუბანში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. სანავარდოში, თიანეთში, წალკაში, ქ. ახალქალაქში, დაბა აბასთუმანში, ქ. ახალციხეში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ბეკამში, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. სახუდაბელში, ქ. ბათუმში, ქ. ოზურგეთში, ქ. ჩოხატაურში, ქ. ქუთაისში, ქ. საჩხერეში, ქ. ჭიათურაში და ქ. გორში;

3)                   №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის გეგმის მე-7 პუნქტი, კერძოდ, სადისტრიბუციო ქსელის ფუნქციონირების ტესტირების ვადა, საქართველოს შემდეგ დასახლებულ პუნქტებში: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფ. წყაროსთავში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ. ნუკრიანში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ბაისუბანში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. სანავარდოში, თიანეთში, წალკაში, ქ. ახალქალაქში, დაბა აბასთუმანში, ქ. ახალციხეში, ქ. ხაშურში, სოფ. ბეკამში, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. სახუდაბელში, ქ. ბათუმში, ქ. ოზურგეთში, ქ. ჩოხატაურში, ქ. ქუთაისში, ქ. საჩხერეში, ქ. ჭიათურაში და ქ. გორში;

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სტერეო +“-ის მიერ 2015 წლის 2 თებერვლის №6/515-15 წერილით წარმოდგენილი №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის სახეშეცვლილი გეგმის შესაბამისად, შპს „სტერეო +“-ის მიერ დარღვეულია №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის სახეშეცვლილი გეგმის მე-4 პუნქტის მე-4, მე-5, მე-10, მე-12, მე-13, მე-20, 21-ე, 22-ე, 27-ე, 30-ე, 35-ე, 36-ე 38-ე,  41-ე და 42-ე ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებები, კერძოდ, ძირითადი გადამცემი სადგურებისა და შესაბამისი საანტენო სისტემის ამ გეგმით განსაზღვრულ ვადებში მონტაჟის ვალდებულებები საქართველოს შემდეგ დასახლებულ პუნქტებში: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფ. წყაროსთავში (საგარეჯოში შპს „სტერეო +“-ს შეცვლილი აქვს ძირითადი გადამცემის განთავსების გეოგრაფიული კოორდინატები. იხ. დ. ზილფიმიანის მიერ კომისიის 2015 წლის 5 მაისის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტება), სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ. ნუკრიანში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ბაისუბანში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. სანავარდოში, თიანეთში, ქ. ახალქალაქში, ქ. ახალციხეში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. პატარა ბეკამში, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. სახუდაბელში, ქ. ბათუმში, ქ. ოზურგეთში, ქ. ჩოხატაურში, ქ. ქუთაისში, ქ. ჭიათურაში და ქ. გორში. ამავე გეგმის მიხედვით, №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის სახეშეცვლილი გეგმის მე-4 პუნქტის მე-17 (საჩხერე), მე-19 (აბასთუმანი) და 34-ე (წალკა) ქვეპუნქტები დარღვეული არ არის. კომისია აღნიშნავს, რომ სახეშეცვლილი გეგმის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული ვადები შემოწმებულ გეოგრაფიულ არეალებში დაცულია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა, ერთი მხრივ, „შპს ,,სტერეო+“-სთვის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების, ხოლო, მეორე მხრივ, შპს ,,სტერეო+“-ის მიერ 2015 წლის 2 თებერვლის №6/515-15 წერილით კომისიაში წარმოდგენილი №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის სახეშეცვლილი გეგმით განსაზღვრული ქსელის ფორმირების მიზნით საქმიანობის განხორციელების ვადების დარღვევები. შპს „სტერეო +“-ის 2015  წლის 2 თებერვლის №6/515-15 წერილზე თანდართული გეგმის მე-4 პუნქტის მე-17 (საჩხერე), მე-19 (აბასთუმანი) და 34-ე (წალკა) ქვეპუნქტების ნაწილში, ასევე, მე-6 და მე-7 პუნქტების ნაწილში, ქსელის ფორმირების მიზნით შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისთვის განსაზღვრული ვადები იდენტური არ არის  2014 წლის 5 აგვისტოს განცხადებაზე თანდართული გეგმით გათვალისწინებული გრაფიკისა  (შენიშვნა: შპს ,,სტერეო+“-ის მიერ 2015 წლის 2 თებერვლის №6/515-15 წერილით კომისიაში წარმოდგენილ სახეშეცვლილი გეგმის მე-6 და მე-7 პუნქტებში საჩხერე არ ფიგურირებს, თუმცა, სადისტრიბუციო ქსელის შესაბამისი აპარატურის მონტაჟის საერთო ვადად მითითებულია 15.11.2014 – 15.05.2015 პერიოდი, ხოლო სადისტრიბუციო ქსელის ფუნქციონირების ტესტირების საერთო ვადად მითითებულია 01.12.2014 – 30.05.2015 პერიოდი).

კომისია აღნიშნავს, რომ სახეზეა შპს „სტერეო +“-ის მიერ ორივე გეგმის მიხედვით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის ფაქტი.

მიუხედავად იმისა, რომ კომისიის აზრით, №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის სახეშეცვლილი გეგმა „შპს ,,სტერეო+“-სთვის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ.ა) ქვეპუნქტისა და  მე-2 პუნქტის დ.ა) ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცებული არ ყოფილა და გამომდინარე აქედან, კვლავ ძალაშია 2014 წლის 5 აგვისტოს განცხადებით წარმოდგენილი №MUX B და №MUX E ლიცენზიებით განსაზღვრული ქსელების ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის გეგმა, შპს „სტერეო +“-ს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს სწორედ ,,სტერეო +“-ის 2014 წლის 5 აგვისტოს განცხადებით წარმოდგენილი გეგმით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების იმ ნაწილის დარღვევისათვის, რომელიც ასევე შეუსრულებელია მის მიერ ქსელის ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის სახეშეცვლილი გეგმითაც, რომელიც შპს „სტერეო +“-ის მიერ წარმოდგენილ იქნა 2015 წლის 2 თებერვალს.

შპს „სტერეო+“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა ამავე კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ)  ქვეპუნქტის, „შპს „სტერეო+“-სთვის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის MUX- B და MUX-E ლიცენზიების №1 დანართებით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობების დარღვევისთვის. შესაბამისად, კომისია მიაჩნია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს ,,სტერეო+“ის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე - გაფრთხილება, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, ,,შპს ,,სტერეო+“-სთვის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების №1 დანართის მე-4 პუნქტის მე-4, მე-5, მე-10, მე-12, მე-13, მე-20, 21-ე, 22-ე, 27-ე, 30-ე, 35-ე, 36-ე 38-ე,  41-ე და 42-ე ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო.

გამომდინარე იქიდან, რომ კომისიამ დადასტურებულ ფაქტად მიიჩნია შპს „სტერეო +“-ის  მიერ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების №1 დანართით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „სტერეო +“-ის 2015 წლის 5 მაისის №შ-6/2682-15 განცხადების საფუძველზე, კომისიაში უნდა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „შპს ,,სტერეო+“-ისთვის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით, რათა განისაზღვროს ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად ქსელის ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის ახალი ვადები და პირობები.

კომისია აღნიშნავს, რომ „შპს ,,სტერეო+“-სთვის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ.ა) ქვეპუნქტით, მე-2 პუნქტის დ.ა) და მე-3 პუნქტის დ.ა) ქვეპუნქტების შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მფლობელის მიერ წარმოდგენილი დანართი N1-თ გათვალისწინებული გეგმა, კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით მიჩნეული იქნება, რომ არის არაგონივრული და მაღალი ალბათობით გამოიწვევს კომისიის 2014 წლის 31 მარტის N176/10 გადაწყვეტილებით განსაზღვრული საკონკურსო პირობებით გათვალისწინებული ვადების დარღვევას, კომისია უფლებამოსილია ამავე გადაწყვეტილებით ცვლილება შეიტანოს წარმოდგენილ გეგმაში, ხოლო ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს იგი.

                  ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, 115-ე მუხლისა და IX თავის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „შპს ,,სტერეო+“-სთვის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების №1 დანართის მე-4 მე-6 და მე-7 პუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. შპს „სტერეო +“-ს მიეცეს გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და „შპს ,,სტერეო +“-სთვის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების №1 დანართის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო;
  2. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ,,შპს ,,სტერეო +“-სთვის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „სტერეო +“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX B და № MUX E ლიცენზიების მოდიფიცირების მიზნით;
  3. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2015 წლის 4 ივნისს, 16:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18);
  4. დაევალოს კომისის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე            (ნ. ჯანელიძე);

ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს  ,,სტერეოს +“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს „სტერეო +“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს ,,სტერეო +“-სთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტები ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
8. გადაწყვეტილება (გარდა მე-2 და მე-3 პუნქტებისა) ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს  ,,სტერეო+“-სთვის ჩაბარების დღიდან;
9. გადაწყვეტილების მე-2  და მე-3 პუნქტები ძალაში შევიდეს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვისა და ადმინისტრაციულ დეპარტამენტებს ერთობლივად (ს. შავგულიძე და ი. ხარებავა);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3, მე-4, მე-7, მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                           ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                          გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                          მერაბ ქათამაძე                   

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები