საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №30 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 19, 2015 13:01
მიღების თარიღი მაისი 07, 2015
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის
№30 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2015 წლის 07 მაისის №30 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- კომისიის 2015 წლის 07 მაისის №30 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი: შპს „რადიო არტისთვის“ რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 30 მარტის №165/13 და 2009 წლის 01 მაისის №214/13 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე (მომხს. თ.ძაგნიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- კომისიის 2015 წლის 07 მაისის №30 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
- გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №30 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2015 წლის 07 მაისი, 15:00 საათი
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №30 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „რადიო არტისთვის“ რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 30 მარტის №165/13 და 2009 წლის 01 მაისის №214/13 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე (მომხს. თ. ძაგნიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ნიჟარაძე – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
