შპს „რადიო არტისთვის“ რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 30 მარტის № 165/13 და 2009 წლის 01 მაისის № 214/13 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 20, 2015 12:52
მიღების თარიღი მაისი 07, 2015
შპს „რადიო არტისთვის“ რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 30 მარტის № 165/13 და 2009 წლის 01 მაისის № 214/13 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „რადიო არტმა“ კომისიას მიმართა განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/1522-15, 30.03.15, ქ.თბილისში, კოსტავას ქუჩის №68 მდებარე სტუდიის ახალ მისამართზე (აბაშიძის ქ. № 10) გადატანასთან დაკავშირებით, შპს „რადიო არტისთვის“ რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებებში, მინიჭებული რადიოსრელეო სიხშირეების პარამეტრების შეუცვლელად სტუდიის ახალი მისამართის (აბაშიძის ქ. № 10) განსაზღვრის მიზნით, ცვლილებების შეტანის მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რადიო არტი“ ფლობს სათერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას №B52 (მოქმედების ვადა 31.12.21) და აღნიშნული ლიცენზიის პირობების შესაბამისად ქ. თბილისში ახორციელებს საეთერო რადიომაუწყებობა FM დიაპაზონის 95.5 მჰც და 101.9მჰც სიხშირეებზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია შპს „რადიო არტისთვის“ რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ კომისიის 2007 წლის 30 მარტის № 165/13 და 2009 წლის 01 მაისის № 214/13 გადაწყვეტილებებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება „შპს „რადიო არტისთვის“ რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ“ კომისიის 2007 წლის 30 მარტის №165/13 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მიენიჭოს შპს ”რადიო არტს” რადიოსარელეო სიხშირე 7250.5მჰც ± 3.5 მჰც, ქ.თბილისში, სტუდიიდან (აბაშიძის ქ. №10), მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე და სიხშირე 7111.0მჰც ± 3.5 მჰც მობილური სადგურიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე რადიოსამაუწყებლო სიგნალების მისაწოდებლად დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის, №B52 ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 31.12.21)“;
2. შევიდეს ცვლილება „შპს „რადიო არტისთვის“ რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ“ კომისიის 2009 წლის 01 მაისის № 214/13 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მიენიჭოს შპს ”რადიო არტს” რადიოსარელეო სიხშირე 13010.0მჰც ± 3.5 მჰც, ქ.თბილისში, სტუდიიდან (აბაშიძის ქ. №10), მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე, რადიოსამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის, №B52 ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 31.12.21)“;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის შპს ”რადიო არტისთვის” გაგზავნის უზრუნველყოფა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”რადიო არტისთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
კომისიის წევრი კ.ბექაური
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი მ.ქათამაძე
